ბუნება · მეგობრები · მოგზაურობა

მოგზაურობა სვანეთში, დღე მეორე

დილა უთენია კარებზე კაკუნი გაისმა, რომელიც მე არ გამიგია. ბესომ რომ ადრე დაიძინა, ადრე ადგა და ჩვენს გაღვიძებას შეუდგა. მარიამს არ დაეზარა და ადგა, კომპანიონობა გასწია, რისთვისაც დიდად მადლობელი ვარ, იმიტომ, რომ მომეცა საშუალება რამდენიმე საათი კიდევ წამეძინა. მე ხომ დილის ძილი ასე ძლიერ მიყვარს.

მერე გენაც შეუერთდა ეზოში მონებივრეთ. ნამუსმა შემაწუხა და მეც გადავწყვიტე საბოლოოდ გამოფხილზება. ბოლოს დათომაც გამოჰყო ფანჯრიდან თავი და დაიწყო საუბარი დღის გეგმაზე.

ნაწილს უპირველესად კვების საკითხის მოგვარება აინტერესებდა, მეორე ნაწილს – ჯერ სანახაობა და მერე – პური.
ბესო და გენა ადგნენ და წავიდნენ კუბდრების შესაკვეთად. რაზეც დათო აბუზღუნდა. ბუზღუნით გული რომ იჯერა, მერე ზემოთ აიხედა და ხეზე თეთრი ბალი დაინახა ალაგ–ალაგ.

მარიამს ჭიქა ეჭირა, დათოს – ტოტი და მე – დათო, რომ არ გადავარდნილიყო და ცხვირ–პირი არ მოემტვრია.რის ვაი–ვაგლახით, სამმა კაცმა ერთი ჭიქა შევავსეთ თეთრი ბალით. რომელიც უგემრიელესი აღმოჩნდა.

ოფლით მოპოვებული ბალი

ბლის შემდგომ დათოს საბოლოოდ გაუარა წყრომამ და გადავწყვიტეთ სხვებს შევერთებოდით. ბიჭები სკვერში გველოდებოდნენ. პირველად სვანეთის მუზეუმის ხილვა გვქონდა გეგმაში.

აი, სად გამოგვადგა დევნილის მოწმობა

სამწუხაროდ, მხოლოდ ლიბერთი ბანკის ბანკომატი მოვიძიეთ მესტიაში და იქაც, ფული არ იდო. მე კი უკანასკნელი 15 ლარი მქონდა ხელთ და მუზეუმში შესულმა აქტიურად დავიწყე აბრების კითხვა. აღმოჩნდა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის შესვლა უფასო იყო. Continue reading “მოგზაურობა სვანეთში, დღე მეორე”

ბუნება · მოგზაურობა · საქართველო

მოგზაურობა სვანეთში, დღე პირველი

ჩემი ბლოგის მკითხველებისათვის უკვე ცნობილია, რომ სვანეთში ვაპირებდი წასვლას კლასელებთან ერთად. ამ ჩანაფიქრს “სიმთვრალეში” ჩაეყარა საფუძველი და არ მეგონა, ასე ფხიზლად თუ შევასრულებდით ყველაფერს.

ერთმანეთს ზუსტად დილის 5 საათზე შევხვდით. არცერთს დავიგვიანია. WOW! პუნქტუალობის დედები და მამები გავიჩითეთ უცებ. 6–ის 5 წუთზე უკვე თბილისიდან ვიყავით გასულები.

Lavazza

ყველაზე დიდი ხნით ზესტაფონის ლავაცაში შევჩერდით, სადაც ბიჭებმა ლორიანი ღვეზლები მიირთვეს.

ზუგდიდი

შემდეგი გაჩერება ზუგდიდში გვქონდა. რაღაცები შევიძინეთ და გავაგრძელეთ გზა.

ფუტკრების შემოტევის მოგერიებაში

სვანეთის მთებს რომ მივადექით, სასწრაფოდ გავჩერდით, ფოტოების გადასაღებად. სად იყო და სად არა, თავს ფუტკრების არიმია დაგვაცხრა. რამდენიმე კადრის დაფიქსირება მოვასწარით და ეს საკმარისი გახდა იმისათვის, რომ მანქანაშიც შეეღწიათ ამ ჩვენთვის ასე არასასურველ მწერებს. როგორც იქნა, გავთავისუფლდით მათი მარწუხებისგან. დავიძარით და მცირე ხანში, შევიტყვეთ, რატომ იყო იმ ადგილას ასე ბევრი ფუტკარი: – გზის საკმაოდ დიდ მონაკვეთზე სკები და მეფუტკრეები გვხვდებოდნენ. დავიხუთეთ, იმიტომ, რომ ბიჭებმა არ ისურვეს ფანჯრების გაღება “მომეტებული საფრთხის წყაროს” გამო. Continue reading “მოგზაურობა სვანეთში, დღე პირველი”

ბუნება · მოგზაურობა · საქართველო

სვანეთის ხედები

ოცნების მოგზაურობიდან ერთბაშად კოშმარში აღმოვჩნდი. იმდენად დასტრესილი ვარ, რომ ვერ მოვიცალე ერთი კარგი პოსტის გამოსაცხობად. ამიტომ, დასაწყისისთვის, უბრალოდ, ჩემ მიერ გადაღებულ ხედებს გაგიზიარებთ. მოგვიანებით, მეგობრის ციფრულით გადაღებულ სხვა ფოტოებსაც გაგიზიარებთ. ყოველ მიზეზ გარეშე ესტუმრეთ სვანეთს, ოღონდ, გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა და აუცილებლად ჩაფრინდით ვერტმფრენით, თორემ გზამ შეიძლება თითქმის ყველა თქვენი შთაბეჭდილება წაშალოს. დღე პირველი დღე მეორე

ბუნება · მოგზაურობა

I’m so excited

And I just can’t hide it… ახლავე მოგიყვებით, რატომაც…

1. შეთანხმების დადება –  ✓

წინა შაბათს კლასელების შეხვედრა გვქონდა ად გაგრძელების სახით გადაწყდა, რომ მომავალ შაბათ–კვირას სვანეთში წავიდოდით. საკმაოდ შეზარხოშებულნი ვიყავით და ამიტომაც, რომ არ გადაგვეთქვა გამოფხიზლებულებს, იქვე შეთანხმება გავაფორმეთ.

Agreement

2. ნებართვის მოპოვება – ✓

განცხადება დავწერე და უფროსს შევუტანე, შაბათს არ ვიქნები მეთქი. Continue reading “I’m so excited”