ორსულობა და მშობიარობა · პირადი · სიყვარული · ურთიერთობები

#100HappyDays – შემაჯამებელი პოსტი

100 დღიანი გამოწვევა მოიცავს დღეში ერთი დამამახსოვრებელი მომენტის ამსახველი ფოტოს განთავსებას სოციალურ ქსელში. მიზანია იმის გააზრება, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაშია ბედნიერი წამები და ამ წამების დანახვა, დაფასება. ორი სიტყვით – Carpe Diem – ანუ, თქვენ უნდა დაიჭიროთ წამი. ეს გამოწვევა ადრეც დამიწყია, მაგრამ ბოლომდე ვერ მიმიყვანია, მოტივაცია არ მქონდა. ამჯერად, სადღაც მოვკარი თვალი და გადავწყვიტე,… Continue reading #100HappyDays – შემაჯამებელი პოსტი

ჩემი ქორწილი

✓ რესტორანი / ბანკეტი (Vol. 25)

რესტორანში რომ მივედით, სტუმრები უკვე მაგიდებზე განაწილებულიყვნენ მოსაწვევების მიხედვით. ზღურბლზე თეფში დაგვახვედრეს… გიორგი გავაფრთხილე – დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით ვერ გავტეხ და აბა შენ იცი, არ შემარცხვინო მეთქი. ხოდა, არც აცია, არც აცხელა და – ერთი დარტყმით დაამსხვრია. ეს ჩემი ნათქვამი ისე დაუჯდა თავში, მეორე დღეს შინ რომ მივედით – იქაც კი არ მიმაკარა თეფშს, ფეხის გამოყოფაც… Continue reading ✓ რესტორანი / ბანკეტი (Vol. 25)

ჩემი ქორწილი

✓ ფოტოსესია ლისის ტბაზე (Vol. 24)

იუსტიციის სახლში ხელის მოწერის შემდგომ გეგმისამებრ, ლისის ტბაზე ავედით. აქ უკვე დავრწმუნდი, რომ ჩემი დაქალები ადგილზე იყვნენ. და მათთან ერთად ჩემი ცხოვრები ერთ-ერთი საუკეთესო დღის უფრო გალამაზებას შევუდექი. ჩვენი მისია ფოტოების გადაღება იყო და ვგონებ, წარმატებითაც შევასრულეთ. ამინდში გაგვიმართლა. მართალია, კაბაში მცხელოდა, თუმცა ზაფხულის მწველი მზეც გადასულიყო და არც წვიმას შევუწუხებივართ. მოგვიანებით, სტუმრებს ვურჩიეთ რესტორანში… Continue reading ✓ ფოტოსესია ლისის ტბაზე (Vol. 24)

ჩემი ქორწილი

✓ ფოტოსესია ძველით ახალ თბილისში (Vol. 22)

ჯვრისწერის შემდგომ – ხელის მოწერის ცერემონიამდე დრო საკმარისზე მეტი გვქონდა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ ძველ თბილისში გაგვესეირნა. წინა დღით საქართველო-შოტლანდიის მატჩი გაიმართა, თუ არ ვცდები. ხოდა, ქალაქი სავსე იყო შოტლანდიელებით. განსაკუთრებით, შარდენის მიმდებარე ტერიტორია. როდესაც ანჩისხატიდან სიონამდე მივდიოდით, ქვედა ფოტოებზე გამოსახული რიგები გამოვიარეთ, სადაც უცხოელები ისხდნენ. ჩვენს დანახვაზე ტაში შემოკრეს. ისეთი სასიამოვნო გრძნობა იყო… არადა, მხოლოდ ქართველები… Continue reading ✓ ფოტოსესია ძველით ახალ თბილისში (Vol. 22)

მეგობრები · მოგზაურობა · პირადი

ილიას ტბა

ერთი ფრიად სამწუხარო ამბის გამო წლევანდელ ზაფხულს მოგვიწია კახეთის მონახულება. მარიკოსთან ეზოში ვისხედით და სხვადასხვა საკითხებზე ვბჭობდით. იქვე ნატალია-ტატალია რწყილიან ქეციან ლეკვს ეთამაშებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დედამ დაუშალა. ყველას ძლიერ გვშიოდა და ამიტომ, გადავწყვიტეთ წავსულიყავით ილიას ტბაზე და იქვე კარგად დავნაყრებულიყავით ლამაზი ბუნების ფონზე. გზად უამრავი სურათიც გადავიღეთ. აი, რამდენიმე მათგანი. ცუდი ის იყო, რომ… Continue reading ილიას ტბა

ბლოგი · ურთიერთობები

გაპარტახებული ბლოგოსფერო

იცით, როგორი შეგრძნება მაქვს? დიდი ხნის შემდეგ რომ დაბრუნდები ბავშვობის სახლში, რომელიც გაპარტახებულია და არც შენი ნაცნობ-მეგობრები ტრიალებენ სამეზობლოში. ირგვლივ უცხო ხალხი დაბოდიალობს და მათთვის შენ თავადვე ხარ უცნობი…