30 დღე – ბედნიერებისთვის (Vol. 2)

წესები მარტივია, ქვემოჩამოთვლილთაგან უნდა აირჩიო სულ მცირე 1 დავალება და აკეთო მომდევნო 30 დღის მანძილზე. ყველაფერს ნუ მიედ-მოედები. იყავი რეალისტი. შეგიძლია, მეგობრებიც აიყოლიო – ერთად უფრო სახალისოა.

  1. აიღე რვეული/ბლოკნოტი, დაარქვი “მადლიერების ჟურნალი” და ჩაწერე მასში ყველაფერი, რის გამოც ხარ მადლიერი. თავდაპირველად, ჩამოწერე ყველაფერი, რაც გაგახსენდება. ყოველდღიურად უამრავი რამ ხდება, რის გამოც მადლიერი იქნები – მთავარია, დაინახო – ჟურნალის წარმოება ამის აღქმაში დაგეხმარება;
  2. გადააფასე რომელიმე ძველი ნეგატიური შეხედულება, შეცვალე ახალი – პოზიტიურით და გაუმეორე თავს ყოველ დღე;
  3. სცადე ახალი – აქამდე გაუსინჯავი საკვები ყოველ დღე;
  4. მოამზადე ახალი რეცეპტი ყოველ დღე;
  5. უყურე ერთ დოკუმენტალური ფილმს;
  6. ისეირნე დღეში 30-60 წუთს მაინც;
  7. ინფორმაციული ვაკუუმი – არანაირი “TV შოუ” და “ახალი ამბები”;
  8. უარი სოციალურ მედიას – არანაირი Facebook, Twitter, Pinterest, Tumblr და ა.შ. ეს საკმაოდ რთულია, ამიტომ, თუ ძალიან გაგიჭირდება, დააყენე წამზომი – და დღეში მხოლდოდ 1 საათი დაუთმე ამ ყოველივეს;
  9. წაიკითხე წიგნი ან ელექტრონული წიგნი – 15+ წუთით;
  10. ყოველ დილას, ლოგინიდან ადგომამდე წარმოსთქვი ხმამაღლა: “დღეს ძალიან მაგარი დღე იქნება!”
  11. ჩაეხუტე შვილებს (თითოეულს) დღეში 10-ჯერ;
  12. განახორციელე დღეში 1 უანგარო ქმედება;
  13. დაუთმე დღეში 10 წუთი მედიტაციას;
  14. ივარჯიშე დღეში 10 წუთით მაინც – ძალიან დიდ განსხვავებას იძლევა;
  15. ყოველ დღე 20 წუთი დაუთმე კვლევას იმ საკითხზე, რაც ყოველთვის გაინტერესებდა;
  16. უყურე 5 სასაცილო ვიდეოს იუთუბზე;
  17. მისწერე დღეში 1 მეგობარს და უთხარი, თუ როგორ გიყვარს და როგორ ძლიერ აფასებ;
  18. დაარეგისტრირე ბლოგი და დაწერე პოსტი ყოველ დღე…

კომენტარებში, თუ არ დაგეზარებათ, დამიტოვეთ არჩეული დავალებ(ებ)ის ნომრები…  და მოგვიანებით – შედეგიც გამიზიარეთ ❤

ჩემი ნომრები – გავხაზე – ესენია 6.9.11. ❤

აბა, წარმატებები ❤

Advertisements

კარი ზაფხულში

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” – “BOOKS IN BATUMI” Publishing: ამ შემოდგომას ჩვენთან ფისოების ცვენაა. ❤ კიდევ ერთი სიმპათიური კატა ჩვენს ყდაზე. ეს უბრალო კატა არ გეგონოთ, ეს პეტრონიუსია – უჭკვიანესი კატა კატათა შორის! სულ მალე, “ფანტასტიკურ ბიბლიოთეკაში” გამოვა რობერტ ჰაინლაინის “კარი ზაფხულში” – წიგნი წარსულსა და მომავალზე, იმედგაცრუებასა და სიხარულზე, სირთულეების დაძლევაზე, დროში მოგზაურობაზე და შუა ზამთარში ზაფხულის ძებნაზე 🙂 მთარგმნელი: ანა დაბრუნდაშვილი

რამდენიმე წუთის წინ გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში” – ფეისბუქის გვერდზე დააანონსა, რომ სულ მალე გაყიდვაში რობერტ ჰაინლაინის წიგნი “კარი ზაფხულში” გამოვა.

არ ვიცი, ავტორი ნაწარმოებში რის შესახებ მოგვითხრობს, რას წერს, თუმცა, სიამოვნებით ვიქონიებდი კარს ზაფხულში!

აი, რომ შემცივდებოდა, გამოვაღებდი და გაყინულ ძვლებს მივუშვერდი.

ავიღებდი საცურაო კოსტუმს, რომელიმე კარგ რომანს, გადავიკიდებდი პირსახორცს და მივაშურებდი ზღვის სანაპიროს.

მერე მზის ჩასვლით დავტკბებოდი და შინისაკენ წასვლის დრო რომ დადგებოდა, ერთს კარგად გავცურავდი.

ზაფხული მაინც სხვანაირად მიყვარს! იმიტომ, რომ ჩემი დროა! მთელს წელს ივნისის დადგომას ველოდი. ახლაც ივნისს ველოდები. კარი რომ მქონდეს ზაფხულში, გამოვაღებდი და – აღარ მომიწევდა ლოდინი.

დიანა უეინ ჯონსის “ჰოულის მოსიარულე ციხესიმაგრე” გამახსენდა. შესაძლოა, იმიტომაც მიყვარს ასე ძლიერ, რომ ნებისმიერ დროს, თუნდაც უდაბნოში ყოფნისას ან გაგანია ომისას ხელის ერთი მოძრაობით გადართო ამინდი და თავი შეაფარო მზიან უდარდელ გარემოს.

აი, ასეთი თბილი და უდარდელი განწყობა შემიქმნა რობერტ ჰაინლაინის ნაწარმოების სათაურმა – იმედია, თავად წიგნიც დადებით ასოციაციებს აღმიძრავს. ველოდები მოუთმენლად!

2015 წლის ლიტერატურული გამოწვევა

2015 Reading Challenge

თქვენთვის, ვინც ინგლისურთან არ მეგობრობთ:

Continue reading “2015 წლის ლიტერატურული გამოწვევა”

ჯეკ ლონდონის “დიდი სახლის პატარა დიასახლისი”

შინაარსი სრულად არ მომეწონა. დაბდურობაა. მე მაპატიე, ძია ჯეკ!

Host

ვიძახდი, ეს სისულელე რამ წამაკითხა მეთქი. მაგრამ, ძალიან აუტანელი წიგნი თუ არ არის, არ მიყვარს მიტოვება. ვინიცობაა და რომ შევწყვეტ იმის მეორე გვერდიდან იწყება-თავდავიწყება…

ახლა ქინდლში ჩემს მონიშნულებს ვუყურებდი და აღმოვაჩინე, რომ ალაგ-ალაგ იყო საინტერესო ფრაზები, რომელთა გამოც ეს დრო შეიძლება მთლად დაკარგულად არ ჩაითვალოს. Continue reading “ჯეკ ლონდონის “დიდი სახლის პატარა დიასახლისი””

7 გზა წარმატებული დღის დასაყებად

დილას როგორც დაიწყებ, მთელი დღეც ისე გაგრძელდება. ამიტომ:

1. დილა დაგეგმე წინა ღამით

Thinking

რატომ უნდა დაიწყო დღე არაორგანიზებულად? თუ წინა ღამით შეადგენ To do list-ს, გაიმზადებ სამსახურში წასაღებ საკვებს, მოიფიქრებ, რა ჩაიცვა და მოაწესრიგებ ტანისამოსს, მშვიდი დილა გარანტირებული გაქვს.

2. მიმართე 15-წუთიან მედიტაციას

breatheსცადე მედიტაცია 15 წუთით. ზოგს შეიძლება შეეშინდეს, მედიტაციამ ძილი არ მოჰგვაროს, მაგრამ ჭეშმარიტი მედიტაცია ახდენს გონების სტიმულაციას და გაძლევს საშუალებას მოიცილო ნეგატიური ემოცია და უკუაგდო ხელისშემშლელი წვრილმანები, შესაბამისად კონცენტრირდე იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. Continue reading “7 გზა წარმატებული დღის დასაყებად”