კინემატოგრაფია · ლიტერატურა

გამოუსწორებელი რომანტიკოსების არჩევანი

ნიკოლას სპარკსი – ალბათ, ყველა გამოუსწორებელ რომანტიკოსს ჯერ კიდევ “დღიურიდან” (“The Notebook”) უყვარს. ამჯერადაც, ახალი რომანით -“The Choice” – არჩევანი – შეძლო, გადმოეცა იდეალური სასიყვარულო ისტორია, რომელზეც, უბრალოდ, ცრემლებს ვერ შეიკავებთ. ნაწარმოები ეცება ტრევისს, ვეტერინარს პატარა ქალაქში, რომელსაც ყველაფერი აქვს, რისი ნატვრაც ოდესმე შეეძლო: – შესანიშნავი მეგობრები, საყვარელი ძაღლი, სახლი და ბრწყინვალე სამსახური. არც პირად ფრონტზე უნდა… Continue reading გამოუსწორებელი რომანტიკოსების არჩევანი

ბლოგი · კინემატოგრაფია

“ნაღმი” – არ აფეთქდა?!

23 ოქტომბერს გახლდით კინოთეატრ რუსთაველში ახალი ქართულ-ჰოლივუდური ფსიქოლოგიური ტრილერის, “ნაღმის” პრეზენტაციაზე, რის შესახებაც პოსტი უკვე გაგიზიარეთ. ახლა შთაბეჭდილებების დროა: მინდა ვთქვა, რომ საერთო ჯამში – არაუშავდა. წინ ნამდვილად მივიწევთ. არ მომეწონა ის, რომ ფილმი რუსულად იყო გახმოვანებული. არც მსახიობების თამაშით ვარ მაინც და მაინც აღფრთოვანებული და შესაძლოა, ნაწილობრივ ეს ზუსტადაც რომ გახმოვანების ბრალია.

ძირითადი

BIAFF 2014 – ზამთრის ძილი

გაერთიანებული სტამბულის შემდგომ, ეს იყო რიგით მეორე ფილმი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – არასაკნონკურსო. ზამრთრის ძილისათვის ნური ბილგე ჯეილანს ოქროს პალმის რტო აქვს მიღებული კანის წლევანდელ კინოფესტივალზე. სიუჟეტი ვითარდება ანატოლიაში – პატარა სასტუმროში, რომელიც ზამრთის პირს ერთგვარ თავშესაფრად იქცევა. სასტუმროს მესაკუთრე აიდინი, ყოფილი მსახიობია, რომელსაც ახალგაზრდა ცოლთან, ნიჰალთან ყველაფერი რიგზე ვერ აქვს. წყვილთან ერთად… Continue reading BIAFF 2014 – ზამთრის ძილი

ბლოგი · კინემატოგრაფია

ბლოგერები BIAFF-ის შესახებ – ინტერვიუ აჭარის ტელევიზიისათვის

Press Cafe-ში, ბლოგერების სამფლობელოში აჭარის ტელევიზია გვეწვია და ზოგიერთი ჩვენგანისაგან ინტერვიუ აიღო.

bloggers

“ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალს თხუთმეტამდე ბლოგერი აშუქებს. ისინი BIAFF-ის სამუშაო პროცესში უკვე მეოთხე წელია ჩართულები არიან, სპეციალური ჟიური კი ბლოგერების მიერ დაწერილ საუკეთესო სტატიებს ფესტივალის დასრულების შემდეგ გამოავლენს. გიორგი წეროძე გიამბობთ.”

– იტყობინება ტელევიზიის ოფიციალური გვერდი – YouTube – ზე.

ხოდა, იმის თქმა მსურდა, რომ მომწონს რეპორტაჟების ვიდეო–საიტებზე განთავსების პრაქტიკა თანდათან ფეხს რომ იკიდებს ჩვენთან. აბა, ტელევიზორს მე თითქმის არასდროს ვუყურებ ხოლმე…

Me

თუნდაც, საკუთარი თავის ხილვის მიზნით.

კინემატოგრაფია

მშვიდობით, გოდარ!

ამ წამს ნაადრევად გამოვედი საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი (არა საკონკურსო) ფილმიდან: მშვიდობით ენავ, ჟან–ლიუკ გოდარი, საფრანგეთი, 2014 წ; 70 წთ არ მახსოვს, რომელი პოსტი იყო, მაგრამ ადრე დავიფიცე, ფრანგულ კინოზე მეტს არ მოვცდები მეთქი. მოკლედ: ჟან-ლიუკ გოდარ, იცი რას გეტყვი, – მსგავსი ტიპის ნაწარმოებისთვის არსებობს ლიტერატურის ჟანრი. დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შენს მოსაზრებებს წიგნის სახით,… Continue reading მშვიდობით, გოდარ!

კინემატოგრაფია

BIAFF 2014 – გრაფიკი და შესრულებული გეგმა

როგორც ხედავთ ქვემოთ მოცემულ სურათზე, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრაფიკი ისე მჭიდროდ იყო შედგენილი, რომ ფილმიდან ფილმზე შესვლამდე სულ რამდენიმე წუთი გვრჩებოდა. ძალაინ რთულია, როცა გშია, გწყურია, ან იდეა მოგივიდა და გინდა ბლოგზე გადაიტანო… არადა, რამდენიმე წამში ის ფილმი დაიწყება, რომელიც ასე ძლიერ გაინტერესებს… და სხვაგან ვერსად გადააწყდები. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი შესრულებული გეგმა… Continue reading BIAFF 2014 – გრაფიკი და შესრულებული გეგმა

კინემატოგრაფია

BIAFF 2014 – სემინარი თენგიზ აბულაძის შემოქმედების შესახებ

18 სექტემბერს, 12:00 საათზე საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში Divan Suits Hotel – ში თენგიზ აბულაძის 90 წლის იუბილის გათვალისწინებით გაიმართა მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი სემინარი. შეხვედრას უძღვებოდა ბატონი ავთო მახარაძე (ვარლამის როლის შემსრულებელი – კინოფილმ – „მონანიებაში“). შეხვედრას აგრეთვე, ესწრებოდა ყველასათვის საყვარელი რეზო ჭეიშვილი.