ბლოგი

ბლოგის 7 წლის იუბილე

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე სულ მავიწყდებოდა და გვიან მახსენდებოდა, რომ 16 მარტს ჩემი ბლოგის დაბადების დღეა. ამჯერად, მოხდა საოცრება და დროულად ამომიტივტივდა გონებაში ტბილი მოგონება… მართალია, დღეს ის მისამართი აღარ არის ცოცხალი და აქეთ გადმოვბარგდი – სუფთა ფურცლიდან დავიწყე ჩანაწერების კეთება, მაგრამ თარიღი მაინც უცვლელია – ეს ის დღეა, როცა ჩემი მოსაზრებების “ფართო” აუდიტორიისთვის გაზიარება… Continue reading ბლოგის 7 წლის იუბილე

მშობლები · პირადი · სიყვარული · ურთიერთობები

ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი შიში

როცა მოცქნაფული ვიყავი, ყველაზე მეტად მშობლების განშორების მეშინოდა, თუმცა არასდროს საბაბი არ მოუციათ ჩემი შიში საფუძვლიანი ყოფილიყო. ალბათ,  ყველაფერი ტელევიზიის ბრალი იყო. დღევანდელ ბავშვებს არ ვიცი, რამდენად აწუხებთ მსგავსი პრობლემები, თუმცა ჩემი ღამის ყველა კოშმარი აღნიშნული შინაარსის სიზმრებით იყო დახუნძლული. ეს ყველაფერი დღეს იმიტომ გამახსენდა, რომ 22 ნოემბერი ჩემი მშობლების შეუღლების თარიღია და წელს 28-ე… Continue reading ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი შიში

მეგობრები · მშობლები · პირადი · სიყვარული · ურთიერთობები

ივნისი ჩემი თვეა

ჰო, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ივნისის დადგომა ყოველთვის მიხაროდა არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ წინ სამ თვიანი არდადეგები მელოდა, არამედ იმიტომაც, რომ ამ თვეს ვარ დაბადებული.

მიუხედავად იმისა, რომ ასაკი მემატებოდა, წელს მაინც გულის ფანცქალით ველოდი ივნისის დადგომას.

ერთი დღეა, წელიწადში, როცა შენ ხარ “სამყაროს” ცენტში, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ შენი გარემოცვისთვისაც და დასანანია, როცა რაღაც სისულელის გამო მთელს დღეს გაშხამებენ.

თუმცაღა, არიან გვერდით ადამიანები, რომელთაც მეგობრები ჰქვიათ და რომელთაც შეუძლიათ 180° – ით შემოატრიალონ შენი განწყობა და გადაარჩინონ ყველაზე წყალწაღებული დღეც კი. 🙂

BD Party

უბრალოდ, კარგად ვარ შემონახული…

ხოდა, ამ პოსტით მსურს ამ ადამიანებს გადავუხადო მადლობა.

შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ჩემი ივნისები ხართ! ყოველ ჯერზედ მოუთმენლად გელოდებით, ისეთივე გულის ფანცქალით, როგორითაც – ჩემს დღეობას.

მიხარია, რომ არსებობთ! მიყვარხართ, ძალიან!