✓ ჯვრისწერა (Vol. 21)

მე და გიორგიმ ტაძარი დიდი რუდუნებით შევარჩიეთ. გვსურდა, განსაკუთრებული ყოფილიყო. მართლაც, “ანჩისხატი” – უძველესია თბილისში. მამაოც, რომელმაც ჯვარი დაგვწერა, საოცარი იყო. ამ დიდ საიდუმლოზე ბევრს არ ვისაუბრებ. ეს უფრო პირადულია, ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი. ამიტომაც, ჩემს განცდებსა და ფიქრებს ჩემთვის დავიტოვებ. თქვენ კი შეგიძლიათ, სურათები შეათვალიეროთ. რჩევის სახით კი გეტყვით, რომ ტაძარს ჯვრისწერაზე სასურველ თარიღამდე…

✓ საქორწილო თავსაბურავი (Vol. 9)

თავდაპირველად, ვიფიქრე, მაღაზიებს დავივლი, იქნებ, რამე მარტივ თეთრ თავსაბურავს წავაწყდე მეთქი. ერთადერთი, რაც ოდნავ შესაბამისი იყო, პრომოდში – რაღაცნაირად ორიგინალური შარფი. თუმცა, არც კაბის ფერში მიდიოდა და არც – სტილში. თან ზამთრის უფრო იყო და ფასიც – მაღალი ჰქონდა. შეკერვა გადავწყვიტე. დავიარე მაღაზიები. თუმცა, არჩევანი მანამ ვერ გავაკეთე, სანამ საქორწილო კაბის თასმა არ წავიღე თან….

ექსპერიმენტი – თბილისი VOL 1.

ექსპერიმენტი იმიტომ, რომ ახალი ფოტოაპარატით ვპაპარაცობ და ვატარებ ექსპერიმენტებს… გთხოვთ, შეფასებისას ძალიან მკაცრი ნუ იქნებით.

ექსკურსია: ახალციხე, რაბათი

ძალიან დიდი ხანია, რაც რაბათის ნახვა მსურდა და როგორ იქნა, ამისრულდა. რატომღაც, მეგონა, რომ უფრო ახლოს იქნებოდა დედაქალაქთან, თუმცა, გზაში სასიამოვნოდ გავერთეთ. ჩვენი ერთი თანამშრომელი გვართობდა 45 კაციან ავტობუსს. როგორც წინა პოსტში დაგპირდით, გიზიარებთ ჩემ მიერ გადაღებულ ფოტოებს. მკაცრად არ განსაჯოთ ჩემი SIII-ით გადაღებული სურათები. ოდესმე, აუცილებლად ვიყიდი პროფესიონალურ ფოტო–კამერას. იმედია, მოგეწონათ!

მე რაბათში

გუშინწინ, 6 ივლისს ჩვენმა სამსახურმა თანამშრომლების ექსკურსიას გაუკეთა ორგანიზება. ვესტუმრეთ ახალციხეს. დავათვალიერეთ რაბათი. ძალიან ენერგიული გიდი გვყავდა, რომელიც, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, მუზეუმის დირექტორი გახლდათ. რომლის მსგავსად მაინც თუ ეყვარება ყველა ადამიანს თავისი პროფესია, დამიჯერეთ, საქართველო გაბრწყინდება. შიგადაშიგ, უამრავი ფოტო გადავიღეთ. ოდნავ მოგვიანებით, ხედებსაც გაგიზიარებთ. საღამოს ურაველის ედემში დავსხედით, სადაც თან გადაგვყვნენ. აუცილებლად, ეწვიეთ ამ შესანიშნავ…