ბავშვის მოვლა · მშობლები

7 რამ, რასაც ვერ გაიგებ სანამ არ გახდები მშობელი

შვილებამდე ცხოვრება? მინიმუმ სამ საათიანი უწყვეტი ძილი ღამით; ნორმალური ზომის ჩანთა; ქუსლები – რეგულარულად… მეგობართა გამაღიზიანებელი წუწუნი და გაუთავებელი საუბრები მათს შვილებზე… აი, მცირედი იმისა, რასაც ვერ ვხვდებოდი, სანამ დედა გავხდებოდი: 1.  “არ მცალია”- ს ნამდვილ მნიშვნელობას იყო მშობელი – ზედმეტად შრომატევადი საქმეა. ბავშვამდე ვფიქრობდი, რომ თუ დროს სწორად დაგეგმავ და სისტემას ააწყობ, არაფერიც არ არის… Continue reading 7 რამ, რასაც ვერ გაიგებ სანამ არ გახდები მშობელი

ბავშვის მოვლა · ორსულობა და მშობიარობა · საქართველო

ახლადგამომცხვარი დედის ჩანაწერები (Vol. 4)

ეს აღშფოთებული პოსტი იმ პრობლემებს ეხება, რასაც უახლოეს წარსულში გადავაწყდი, როგორც ორსული  და როგორც დედა. უპრიველეს ყოვლისა, ესაა გზებისა და ტროტუარების მდგომარეობა საქართველოში ნუცუბიძის ქუჩა ორსულისთვის, სრული კოშმარი იყო. თავდაპირველად, საშიშია, რომ ნაყოფი არ მოსწყდეს ადამიანს, შემდგომ თვეებში – კი საშინელი დისკომფორტია. მანქანასთან ერთად ბავშვიც დახტოდა შიგ. როცა ჩემები ისხდნენ საჭესთან, კიდევ ჰო, მაგრამ აი საზოგადოებრივი… Continue reading ახლადგამომცხვარი დედის ჩანაწერები (Vol. 4)

კულინარია · მშობლები

მსოფლიოს საუკეთესო მზარეულებზედ

კუშის ბლოგზე სტატიას ვკითხულობდი და კომენტარში მუზა გამეხსნა. მერე გადავწყვიტე, აქაც გამეზიარებინა ჩემი მოსაზრება. ერთი ანეგდოტი გამახსენდა, შეიძლება, ნამდვილი ამბავიცაა. “კაცი ცოლს მოიყვანს და სთხოვს, ლობიო მომიმზადეო. გააკეთებს ქალი კერძს, ქმარი გასინჯავს და ეტყვის, კარგია, მაგრამ დედაჩემი რომ აკეთებდა, ეგეთი ვერაო. მოკლედ, რა არ სცადა ამ ქალმა, ხან რა დაამატა, ხან რა, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელაც, გულაცრუებულს,… Continue reading მსოფლიოს საუკეთესო მზარეულებზედ

ჩემი ქორწილი

✓ საქორწილო თავსაბურავი (Vol. 9)

თავდაპირველად, ვიფიქრე, მაღაზიებს დავივლი, იქნებ, რამე მარტივ თეთრ თავსაბურავს წავაწყდე მეთქი. ერთადერთი, რაც ოდნავ შესაბამისი იყო, პრომოდში – რაღაცნაირად ორიგინალური შარფი. თუმცა, არც კაბის ფერში მიდიოდა და არც – სტილში. თან ზამთრის უფრო იყო და ფასიც – მაღალი ჰქონდა. შეკერვა გადავწყვიტე. დავიარე მაღაზიები. თუმცა, არჩევანი მანამ ვერ გავაკეთე, სანამ საქორწილო კაბის თასმა არ წავიღე თან.… Continue reading ✓ საქორწილო თავსაბურავი (Vol. 9)