საინტერესო · ურთიერთობები · DIY

Tea Party

პირველ ივლის ჩვენი უსაყვარლესი თანამშრომლისა და ჩემი თანამეოთახის, თეას დღეობა იყო. ნინოს გენერალური იდეები ყოველთვის აწუხებს და ამჯერადაც, დაებადა ორიგინალური და კრეატიული მილოცვის ვერსია. რომ მოვისმინე, აღფრთოვანებული დავრჩი და მეორე დღიდანვე განხორციელებას შევუდექით. ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად გვჭირდებოდა: 10 უცხო ბიჭი, 10 წითელი ვარდი და ერთი ტორტი… უპირველეს ყოვლისა, ბიჭებზე უნდა გვეზრუნა. მათ გარეშე არაფერი გამოვიდოდა.… Continue reading Tea Party

ლიტერატურა · მეგობრები · საინტერესო · საქართველო · სტილი · ცხოვრება

წიგნები ბათუმში – აგრეთვე, “მიდის” BIAFF-ზე

წელს პირველად მოვახერხე და ვესტუმრე ესოდენ საოცნებო წიგნების მაღაზიას – საუკეთესოს მთელს ბათუმში და იცით, რა აღმოვაჩინე, შარშან “წიგნები ბათუმში” – საავტორო კინოს ბათუმის კინოფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი ყოფილა და წელსაც, მაღაზია მხარს უჭერს BIAFF-ს. მასპინძლები –  ჩემი კურსელი და ბლოგერი, ყველასათვის საყვარელი მარიფილე და მისი მეუღლე ირაკლი არიან. დიასახლისი, გაზაფხულივით მუდამ ჰაეროვანი და შემოდგომასავით ელეგანტური,… Continue reading წიგნები ბათუმში – აგრეთვე, “მიდის” BIAFF-ზე

მეგობრები · მშობლები · პირადი · სიყვარული · ურთიერთობები

ივნისი ჩემი თვეა

ჰო, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ივნისის დადგომა ყოველთვის მიხაროდა არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ წინ სამ თვიანი არდადეგები მელოდა, არამედ იმიტომაც, რომ ამ თვეს ვარ დაბადებული.

მიუხედავად იმისა, რომ ასაკი მემატებოდა, წელს მაინც გულის ფანცქალით ველოდი ივნისის დადგომას.

ერთი დღეა, წელიწადში, როცა შენ ხარ “სამყაროს” ცენტში, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ შენი გარემოცვისთვისაც და დასანანია, როცა რაღაც სისულელის გამო მთელს დღეს გაშხამებენ.

თუმცაღა, არიან გვერდით ადამიანები, რომელთაც მეგობრები ჰქვიათ და რომელთაც შეუძლიათ 180° – ით შემოატრიალონ შენი განწყობა და გადაარჩინონ ყველაზე წყალწაღებული დღეც კი. 🙂

BD Party

უბრალოდ, კარგად ვარ შემონახული…

ხოდა, ამ პოსტით მსურს ამ ადამიანებს გადავუხადო მადლობა.

შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ჩემი ივნისები ხართ! ყოველ ჯერზედ მოუთმენლად გელოდებით, ისეთივე გულის ფანცქალით, როგორითაც – ჩემს დღეობას.

მიხარია, რომ არსებობთ! მიყვარხართ, ძალიან!