ლიტერატურა · ლიტერატურის მიმოხილვა

ლორენ ოლივერის – “პანდემონიუმი”

ვისაც ლორენ ოლივერის – “დელირიუმი” წაკითხული აქვს და მისი მეორე ნაწილის თარგმნას ელოდებოდა, შეგიძლიათ, იხაროთ – “პანდემონიუმი” უკვე ქართულ ენაზეც შეგიძლიათ იხილოთ წიგნის მაღაზიის “ბესტსელერების” თაროზე. პირველი წიგნი რომ წავიკითხე, დასასრულს ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს, მთავარ მოქმედ გმირთან ერთად, სამყარო თავზე ჩამომექცა. “პანდემონიუმი” კი ცხოვრების წიგნის ახალი თავივით არის – იმედის მომცემი და იმის მანიშნებელი, რომ… Continue reading ლორენ ოლივერის – “პანდემონიუმი”

ლიტერატურა · ლიტერატურის მიმოხილვა

კირა კასი – “შერჩევა”

კირა კასის – “შერჩევა” – ქართველ მკითხველს გამომცემლობა “პალიტრა L” – მა – სერიით “Liberteens – შენი თაობის არჩევანი” – არგუნა.  თინეიჯერული კი ჰქვია, მაგრამ ყველაზე დიდი ინტერესით მაინც ამ სერიის წიგნებს ველი, ხოლმე. ეს არის “შიმშილის თამაშები” პრინცის გულის დასაპყრობად. ნუ, მთლად ხოცვა-ჟლეტას არ აქვს ადგილი, თუმცა, 35 გოგო სხვადასხვა კასტიდან ტახტის მემკვიდრის ცოლობისათვის… Continue reading კირა კასი – “შერჩევა”

კინემატოგრაფია · ლიტერატურა

გამოუსწორებელი რომანტიკოსების არჩევანი

ნიკოლას სპარკსი – ალბათ, ყველა გამოუსწორებელ რომანტიკოსს ჯერ კიდევ “დღიურიდან” (“The Notebook”) უყვარს. ამჯერადაც, ახალი რომანით -“The Choice” – არჩევანი – შეძლო, გადმოეცა იდეალური სასიყვარულო ისტორია, რომელზეც, უბრალოდ, ცრემლებს ვერ შეიკავებთ. ნაწარმოები ეცება ტრევისს, ვეტერინარს პატარა ქალაქში, რომელსაც ყველაფერი აქვს, რისი ნატვრაც ოდესმე შეეძლო: – შესანიშნავი მეგობრები, საყვარელი ძაღლი, სახლი და ბრწყინვალე სამსახური. არც პირად ფრონტზე უნდა… Continue reading გამოუსწორებელი რომანტიკოსების არჩევანი

ლიტერატურა · საინტერესო

ყველა ბილეთი მომგებიანია?! :O

ასეთი რამ გაგიგიათ? მოკლედ მოგიყვებით: დღეს შესვენებაზე გარეთ გამოვედი – თან წიგნი მქონდა. მზიანი სკამი ვიპოვე, ე.წ. “წითელ პარკში” ჩამოვჯექი და ბოლო რამდენიმე თავს შევექეცი. საკითხავი მზესუმზირასავით შემომეფრცქვნა; რაღაცნაირი უკმარისობის გრძნობა დამრჩა, ამიტომ, აქეთობისას, ბიბლუსში გამოვიარე, რომელიც სულ ახლახანს გაგვიხსნეს, რათა წიგნის შემდეგი ტომი მეკითხა. ჩემი ყურადღება ჯერ მაღაზიის კარზე მითითებულმა სტიკერმა მიიპყრო – სადაც ეწერა – ყველა ბილეთი… Continue reading ყველა ბილეთი მომგებიანია?! :O

ლიტერატურა · ლიტერატურის მიმოხილვა

ყურადღება! არ გამოტოვოთ “ღირსების” პრეზენტაცია!

დღეს მინდა ერთი ძალიან მაგარი წიგნის შესახებ მოგითხროთ, რომელიც გამომცემლობა – Palitra L – მა – “წლის ბესტსელერის” სერიით გამოსცა. რამდენიმე დღეა წიგნი ხელთ ჩამივარდა, მაგრამ მხოლოდ გუშინ გადავშალე პირველად, რადგანაც, აქამდე სხვა ნაწარმოებები მქონდა დაწყებული და ჯერ ისინი უნდა დამესრულებინა. რაა დასამალი და ვერ მოვწყდი. ერთი სული მაქვს, როდის მივალ შინ, როდის მოვრჩები საქმეებს და როდის ჩავუჯდები… Continue reading ყურადღება! არ გამოტოვოთ “ღირსების” პრეზენტაცია!

ლიტერატურა · ლიტერატურის მიმოხილვა

ვამპირების აკადემია

ნუ, ამ ვამპირებს ხომ ვერა და ვერ შეველიე. ამჯერად რიშელ მიდის ვამპირების აკადემიას შევეჭიდე. 6 ნაწილისგან შემდგარი რომანის პირველი წიგნი გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში” უკვე ქართულადაც თარგმნა და გამოსცა და მეც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ნაწარმოები იმდენად გითრევს, რომ რთულია მისი მეორე ნაწილის ჩვენს ენაზე გამოცემას დაელოდო. სიუჟეტი ორი მეგობრის როუზისა და ლისას ირგვლივ ვითარდება. ლისა ვამპირების პრინცესაა,… Continue reading ვამპირების აკადემია

ლიტერატურა · ლიტერატურის მიმოხილვა

მიშველე! ბოდიში…

„მიშველე! ბოდიში…“ ფრედერიკ ბეგბედერის ბესტსელერის, „99 ფრანკის“ ერთგვარ გაგრძელებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. მთავარი მოქმედი გმირი, ავტორის ორეული, ოქტავ პარანგო, საეკლამო ბიზნესს თავს ანებებს და მისი ოცნების საქმიანობას, მსოფილიოს ულამაზესი გოგონების ძიებას ჰკიდებს ხელს – ტალანტ სკაუტი, ასე უწოდებენ თავს სუპერმოდელების აღმომჩენები – რამდენადაც სილამაზეს დანახვა უნდა! მათ წინაშე ხომ რთული ამოცანაა, ამოიცნო ჭეშმარიტი სილამაზე – ყოველგვარი მაკიაჟისა და თანამედროვე… Continue reading მიშველე! ბოდიში…