ბლოგერები BIAFF-ის შესახებ – ინტერვიუ აჭარის ტელევიზიისათვის

Press Cafe-ში, ბლოგერების სამფლობელოში აჭარის ტელევიზია გვეწვია და ზოგიერთი ჩვენგანისაგან ინტერვიუ აიღო. “ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალს თხუთმეტამდე ბლოგერი აშუქებს. ისინი BIAFF-ის სამუშაო პროცესში უკვე მეოთხე წელია ჩართულები არიან, სპეციალური ჟიური კი ბლოგერების მიერ დაწერილ საუკეთესო სტატიებს ფესტივალის დასრულების შემდეგ გამოავლენს. გიორგი წეროძე გიამბობთ.” – იტყობინება ტელევიზიის ოფიციალური გვერდი – YouTube – ზე. ხოდა, იმის თქმა…

მშვიდობით, გოდარ!

ამ წამს ნაადრევად გამოვედი საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი (არა საკონკურსო) ფილმიდან: მშვიდობით ენავ, ჟან–ლიუკ გოდარი, საფრანგეთი, 2014 წ; 70 წთ არ მახსოვს, რომელი პოსტი იყო, მაგრამ ადრე დავიფიცე, ფრანგულ კინოზე მეტს არ მოვცდები მეთქი. მოკლედ: ჟან-ლიუკ გოდარ, იცი რას გეტყვი, – მსგავსი ტიპის ნაწარმოებისთვის არსებობს ლიტერატურის ჟანრი. დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შენს მოსაზრებებს წიგნის სახით,…

BIAFF 2014 – ოფიციალური ნაწილის გახსნა

გუშინ, 14 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოს მე-9 საერთაშორისო ფესტივალი სერგო ფარაჯანოვის ფილმით – “ამბავი სურამის ციხისა” გაიხსნა. გახნის ცერემონიალს ბათუმის ღია საზაფხულო თეატრი მასპინძლობდა. ადრე მხოლოდ გარედან მქონდა ნანახი ეს შენობა. გუშინ კი მქონდა ბედნიერება შიგნიდანაც დავმტკბარიყავი მისი სილამაზით. თუმცა, დარბაზში საოცრად მოუხერხებელი სკამები იდგა.

გაპარტახებული ბლოგოსფერო

იცით, როგორი შეგრძნება მაქვს? დიდი ხნის შემდეგ რომ დაბრუნდები ბავშვობის სახლში, რომელიც გაპარტახებულია და არც შენი ნაცნობ-მეგობრები ტრიალებენ სამეზობლოში. ირგვლივ უცხო ხალხი დაბოდიალობს და მათთვის შენ თავადვე ხარ უცნობი…