✓ ბეჭდები (Vol. 2)

2015 წლის 6 ივნისს, ჩემს დაბადების დღეზე ბეჭდები შევუკვეთეთ “ზარაფხანაში“.

გიორგის სურდა შეეტყო ჩემი თითის Ringsზომა და დღეობაზე სიურპრიზი გაეკეთებინა. თუმცა, საიდუმლოდ ამის გაგება ვერ მოახერხა, რამდენადაც, “სწორი პასუხი” – თითის ზუსტი ზომა არც მე ვიცოდი.

ხოდა, ძალიანაც კარგი, იმიტომ, რომ საქორწინო ბეჭდის ზომას ასე ვერ გაიგებ. თავად უნდა მიხვედე და ადგილზე მოირგო.

თავდაპირველად, რამე ორიგინალურს ვფიქრობდით, თუმცა, ადგილზე მისულებს ისევ და ისევ სტანდარტული “ბუბლიკი” ვარჩიეთ, რამდენადაც, ყველაზე უფრო ლამაზად და ეფექტურად გამოიყურებოდა. Continue reading “✓ ბეჭდები (Vol. 2)”

ჩემი ბიჟუტერია

საახალწლოდ დედამ მაჩუქა სამი ყუთი, რომელიც მისივე განმარტებით სამკაულებისთვის შემიძინა.

სამივე ერთმანეთში იდო – და ბოლო რომ გავხსენი და ცარიელი დამხვდა, ჩემს დას “შევეცოდე” და სახლში მობრუნებულს ზედ წარწერა “3-ვე ყუთი გახსენი” და სამივეში ნახატი დამხვდა. 😀

მე კი მხოლოდ თებერვალში მოვიცალე ბიჟუტერიის დასახარისხებლა და თან გადავწყვიტე შემექმნა ფოტო-ალბომი, რომ არ დამავიწყდეს, რა მაქვს არჩევანში.

კიდევ, იცით, რა მჭირს? ამოჩემებული სამკაულები მაქვს (მაგალითად, სვოჩის საათი, ურომლისოდაც დანაკლისს განვიცდი), ხასიათის მიხედვით – ერთი და იგივე საყურე მიკეთია რამდენიმე თვეს გადაბმულად, ანაც – ყელსაბამი და ამათ ფონზე სხვა ფინთიკლუშკებს ისე ვჩაგრავ, რომ მათი არსებობა მავიწყდება კიდეც.

გადავხედავ სურათებს და ბევრი ძიების გარეშე შევარჩევ შესაფერისს.