თვითგანვითარება · საინტერესო · სიბრძნე და გამოცდილება · ცხოვრება

43 ცხოვრებისეული გაკვეთილი, 90 წლის ქალბატონისაგან

1. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც კარგია; 2. როცა ეჭვობ, უბრალოდ გადადგი შემდეგი პატარა ნაბიჯი; 3. ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა, რომ მისით არ დავტკბეთ; 4. შენი საქმე და სამსახური არ მოგივლის, როცა ავად ხარ. მეგობრები და ოჯახი მოგივლის; 5. არ იყიდო ნივთები, რაც არ გჭირდება; 6. არ არის აუცილებელი ყველა დავა მოიგო. დარჩი მართალი საკუთარ თავთან; 7.… Continue reading 43 ცხოვრებისეული გაკვეთილი, 90 წლის ქალბატონისაგან

თვითგანვითარება · ცხოვრება

8 ფრაზა, რომელიც უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს ყოველ დილით

თავს ჯანმრთელად და ძლიერად ვგრძნობ! რაც საჭიროა, ყველაფერი მაქვს, რომ ეს დღე ერთ-ერთი ბედნიერთაგანი იყოს ჩემს ცხოვრებაში! მაქვს ყველანაირი ინფორმაცია, რაც საჭიროა დღევანდელ სირთულეთა გადასაჭრელად! მაქვს ცოდნა, რომელიც დამეხმარება საჩემოდ სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად! მთელი დღის მანძილზე სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებ – ჩემს შინაგან ხმასა და სიბრძნეზე დაყრდნობით! ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით! მომთმენი და მშვიდი… Continue reading 8 ფრაზა, რომელიც უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს ყოველ დილით

ორსულობა და მშობიარობა · პირადი · სიყვარული · ურთიერთობები

#100HappyDays – შემაჯამებელი პოსტი

100 დღიანი გამოწვევა მოიცავს დღეში ერთი დამამახსოვრებელი მომენტის ამსახველი ფოტოს განთავსებას სოციალურ ქსელში. მიზანია იმის გააზრება, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაშია ბედნიერი წამები და ამ წამების დანახვა, დაფასება. ორი სიტყვით – Carpe Diem – ანუ, თქვენ უნდა დაიჭიროთ წამი. ეს გამოწვევა ადრეც დამიწყია, მაგრამ ბოლომდე ვერ მიმიყვანია, მოტივაცია არ მქონდა. ამჯერად, სადღაც მოვკარი თვალი და გადავწყვიტე,… Continue reading #100HappyDays – შემაჯამებელი პოსტი

თვითგანვითარება

30 დღიანი გამოწვევა – ბედნიერებისათვის

– დღე პირველი – დილით, გაღვიძებისთანავე ჩამოთვალე სამი რამ, რის გამოც უსაზღვროდ მადლიერი ხარი. გააგრძელე მომდევნო 29 დღის მანძილზე; – დღე მეორე – დაწერე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში შეგემთხვა. გააგრძელე მომდევნო 28 დღის მანძილზე; – დღე მესამე – მოიკითხე ნაცნობები. შეაქე გულწრფელად. გააგრძელე მომდევნო 27 დღის მანძილზე; – დღე მეოთხე – დღეში 15… Continue reading 30 დღიანი გამოწვევა – ბედნიერებისათვის

ბუნება · თავსატეხი · მშობლები · პირადი · საქართველო · სიყვარული · ურთიერთობები · ცხოვრება

შორთქათი გაზაფხულისკენ

ჩემს ცხოვრებაში არასდროს მყვარებია გაზაფხული. ზამთარში თოვლი მიხაროდა, ზაფხულში – არდადეგები, მზე და ზღვა. შემოდგომასაც ჰქონდა თავისი ხიბლი – უნივერსიტეტში/სკოლაში დაბრუნება – მეგობრებისა და მონატრებული ხალხის ხილვის გამო. გაზაფხული წვიმებთან და ჩამოუყალიბებელ ამინდებთან ასოცირდებოდა. ნუ მაისს კიდევ არაუშავდა, ბუნება იღვიძებდა – მაგრამ მოახლოებული გამოცდების მოლოდინი ყველანაირ ხალისს ჰკლავდა, გარშემო სილამაზე აღმექვა. არ მინდა აუგი ვთქვა, მაგრამ… Continue reading შორთქათი გაზაფხულისკენ

მეგობრები · მშობლები · პირადი · სიყვარული · ურთიერთობები

ივნისი ჩემი თვეა

ჰო, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ივნისის დადგომა ყოველთვის მიხაროდა არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ წინ სამ თვიანი არდადეგები მელოდა, არამედ იმიტომაც, რომ ამ თვეს ვარ დაბადებული.

მიუხედავად იმისა, რომ ასაკი მემატებოდა, წელს მაინც გულის ფანცქალით ველოდი ივნისის დადგომას.

ერთი დღეა, წელიწადში, როცა შენ ხარ “სამყაროს” ცენტში, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ შენი გარემოცვისთვისაც და დასანანია, როცა რაღაც სისულელის გამო მთელს დღეს გაშხამებენ.

თუმცაღა, არიან გვერდით ადამიანები, რომელთაც მეგობრები ჰქვიათ და რომელთაც შეუძლიათ 180° – ით შემოატრიალონ შენი განწყობა და გადაარჩინონ ყველაზე წყალწაღებული დღეც კი. 🙂

BD Party

უბრალოდ, კარგად ვარ შემონახული…

ხოდა, ამ პოსტით მსურს ამ ადამიანებს გადავუხადო მადლობა.

შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ჩემი ივნისები ხართ! ყოველ ჯერზედ მოუთმენლად გელოდებით, ისეთივე გულის ფანცქალით, როგორითაც – ჩემს დღეობას.

მიხარია, რომ არსებობთ! მიყვარხართ, ძალიან!