ლიტერატურა · ლიტერატურის მიმოხილვა

ვამპირების აკადემია

ნუ, ამ ვამპირებს ხომ ვერა და ვერ შეველიე. ამჯერად რიშელ მიდის ვამპირების აკადემიას შევეჭიდე. 6 ნაწილისგან შემდგარი რომანის პირველი წიგნი გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში” უკვე ქართულადაც თარგმნა და გამოსცა და მეც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ნაწარმოები იმდენად გითრევს, რომ რთულია მისი მეორე ნაწილის ჩვენს ენაზე გამოცემას დაელოდო. სიუჟეტი ორი მეგობრის როუზისა და ლისას ირგვლივ ვითარდება. ლისა ვამპირების პრინცესაა,… Continue reading ვამპირების აკადემია

ძირითადი

BIAFF 2014 – ზამთრის ძილი

გაერთიანებული სტამბულის შემდგომ, ეს იყო რიგით მეორე ფილმი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – არასაკნონკურსო. ზამრთრის ძილისათვის ნური ბილგე ჯეილანს ოქროს პალმის რტო აქვს მიღებული კანის წლევანდელ კინოფესტივალზე. სიუჟეტი ვითარდება ანატოლიაში – პატარა სასტუმროში, რომელიც ზამრთის პირს ერთგვარ თავშესაფრად იქცევა. სასტუმროს მესაკუთრე აიდინი, ყოფილი მსახიობია, რომელსაც ახალგაზრდა ცოლთან, ნიჰალთან ყველაფერი რიგზე ვერ აქვს. წყვილთან ერთად… Continue reading BIAFF 2014 – ზამთრის ძილი

კინემატოგრაფია

მშვიდობით, გოდარ!

ამ წამს ნაადრევად გამოვედი საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი (არა საკონკურსო) ფილმიდან: მშვიდობით ენავ, ჟან–ლიუკ გოდარი, საფრანგეთი, 2014 წ; 70 წთ არ მახსოვს, რომელი პოსტი იყო, მაგრამ ადრე დავიფიცე, ფრანგულ კინოზე მეტს არ მოვცდები მეთქი. მოკლედ: ჟან-ლიუკ გოდარ, იცი რას გეტყვი, – მსგავსი ტიპის ნაწარმოებისთვის არსებობს ლიტერატურის ჟანრი. დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი შენს მოსაზრებებს წიგნის სახით,… Continue reading მშვიდობით, გოდარ!

კინემატოგრაფია

BIAFF 2014 – გრაფიკი და შესრულებული გეგმა

როგორც ხედავთ ქვემოთ მოცემულ სურათზე, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრაფიკი ისე მჭიდროდ იყო შედგენილი, რომ ფილმიდან ფილმზე შესვლამდე სულ რამდენიმე წუთი გვრჩებოდა. ძალაინ რთულია, როცა გშია, გწყურია, ან იდეა მოგივიდა და გინდა ბლოგზე გადაიტანო… არადა, რამდენიმე წამში ის ფილმი დაიწყება, რომელიც ასე ძლიერ გაინტერესებს… და სხვაგან ვერსად გადააწყდები. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი შესრულებული გეგმა… Continue reading BIAFF 2014 – გრაფიკი და შესრულებული გეგმა

კინემატოგრაფია · მოგზაურობა · საქართველო

BIAFF 2014 – ოფიციალური ნაწილის გახსნა

გუშინ, 14 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოს მე-9 საერთაშორისო ფესტივალი სერგო ფარაჯანოვის ფილმით – “ამბავი სურამის ციხისა” გაიხსნა. გახნის ცერემონიალს ბათუმის ღია საზაფხულო თეატრი მასპინძლობდა. ადრე მხოლოდ გარედან მქონდა ნანახი ეს შენობა. გუშინ კი მქონდა ბედნიერება შიგნიდანაც დავმტკბარიყავი მისი სილამაზით. თუმცა, დარბაზში საოცრად მოუხერხებელი სკამები იდგა.

ბლოგი · კინემატოგრაფია · საინტერესო

ბათუმისკენ ჰერი-ჰერი

ბათუმის ბილეთი საავტორო კინოს მე-9 საერთაშორისო ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ავიღე მწვანე ვაშლთან ერთად.  გამგზავრების დილას ბაქანზე გაბო შეგვხვდა, რომელიც მეზობელი ვაგონით მოგვყვებოდა.

ძირითადი

შვებულება Vol. 2

სულ რაღაც ხუთ საათში დაიწყება ჩემი მეორე შვებულება. პირველის დროს რაც მქონდა დაგეგმილი და რაც შევასრულე, უკვე გაგიზიარეთ. რაც შეეხება მომდევნო ერთ კვირას. მის გატარებას ბათუმში, BIAFF – ზე ვაპირებ. იმდენ ფილმს უნდა ვუყურო, რომ მერე დიდ ხანს კინოებისკენ გახედვა არ მომინდეს. ბათუმში ყოფნის დროს, ვაპირებ ზარების დაძლევასა და ცხოვრებით ტკბობას. მაქსიმალურად უნდა დავისვენო. ბილეთი… Continue reading შვებულება Vol. 2