კინემატოგრაფია

BIAFF 2014 – ფინალური აკორდები

წინამდებარე პოსტი ბათუმის 2014 წლის კინო-ფესტივალის შეჯამებაა! ძალიან დიდი ხანია, 2014 წლის შემოდგომიდან ის დრაფტების განყოფილებაში განისვენებს და ამჟამად, გადავწყვიტე, მცირედი რედაქტირების შემდგომ – გამოვაქვეყნო. შესაბამისად… Voilà… უპირველეს ყოვლისა, მსურს ორგანიზატორებსა, მონაწილეებს და ერთი სიტყვით – ყველას – მადლობა გადავუხადო შესანიშნავი დღეებისთვის, რომელთა ემოციები, კადრები და აკორდები ჩემი გულისა და ბლოგის ფურცლებს დააჩნდებათ 2014 წლის… Continue reading BIAFF 2014 – ფინალური აკორდები

ძირითადი

BIAFF 2014 – ზამთრის ძილი

გაერთიანებული სტამბულის შემდგომ, ეს იყო რიგით მეორე ფილმი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – არასაკნონკურსო. ზამრთრის ძილისათვის ნური ბილგე ჯეილანს ოქროს პალმის რტო აქვს მიღებული კანის წლევანდელ კინოფესტივალზე. სიუჟეტი ვითარდება ანატოლიაში – პატარა სასტუმროში, რომელიც ზამრთის პირს ერთგვარ თავშესაფრად იქცევა. სასტუმროს მესაკუთრე აიდინი, ყოფილი მსახიობია, რომელსაც ახალგაზრდა ცოლთან, ნიჰალთან ყველაფერი რიგზე ვერ აქვს. წყვილთან ერთად… Continue reading BIAFF 2014 – ზამთრის ძილი

ბლოგი · კარიერა · კინემატოგრაფია

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი #BIAFF და კონკურსი ბლოგერებისთვის

აგერ უკვე, მეოთხე წელია, ჩემი მეგობრები მონაწილეობას იღებენ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორების მიერ გამოცხადებულ ბლოგერების კონკურსში. წელს მეც გადავწყვიტე, გამეკეთებინა განაცხადი. ბოლო პერიოდია, რაც წერას კვლავ აქტიურად მივყავი ხელი. ჩემგან რომ კარგი კრიტიკოსი დადგებოდა, ფაქტია, თუმცა, საინტერესო იქნებოდა, თავი ჟურნალისტის ამპლუაშიც გამომეცადა – ფესტივალი საშუალებას იძლევა ჩავწერო უამრავი საინტერესო ადამიანი, რომ არაფერი ვთქვათ იმ ფილმებზე, რომელთა ხილვის ბედნიერებაც… Continue reading ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი #BIAFF და კონკურსი ბლოგერებისთვის