ბლოგი · კარიერა · ლიტერატურა · მეგობრები · მოგზაურობა · მხატვრობა · პირადი · სიყვარული · ურთიერთობები · ჯანმრთელობა · DIY

წლის პირველი პოსტი

ჯერ კიდევ გუშინ დავიწყე… რამდენიმე აბზაცი დაწერილი მქონდა, მაგრამ ავტომატურად არ შეუნახავს და დავრჩი ისე… აქამდე რას აკეთებდიო, თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ საცივში თავი არ მდებია. ხოო, მართლა, ყველა დღესასწაულს ერთად გილოცავთ! თქვენ როგორც გაგიხარდებათ, ისე ყოფილიყავით 😉 აგერ, უკვე მალე მეშვიდე გაზაფხული იქნება, რაც ბლოგი მაქვს და არასდროს გამომიქვეყნებია ჩემი “წლის გეგმა” – ერთი… Continue reading წლის პირველი პოსტი

მხატვრობა · ხელოვნება · DIY

ჩემი ნახატები აკვარელში Vol 3

დიდი ხნის პაუზის შემდგომ, დღევანდელი კვირა დღის საღამო კვლავ ხატვასა და აკვარელებს დავუთმე! გამოგიტყდებით და – ნამდვილი ნეტარებაა… ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ხშირად არ ვხატავ, ისაა, რომ ფუნჯებისა და საღებავების გამოტანა მეზარება… ჰმ! გასალახი ვარ, აბა რა ვარ… რაღაც ასე ძლიერ მიყვარს, სულიერ სიმშვიდეს მანიჭებს, მე კი ზარებს ვერ ვიხსნი.

ბლოგი · ბუნება · დედმამიშვილი · მეგობრები · მოგზაურობა · მუსიკა · მშობლები · მხატვრობა · პირადი · საქართველო · სტილი · ცხოვრება · ძირითადი · ხელოვნება

რა გავაკეთე შვებულების დროს

4 აგვისტოდან – 17 აგვისტოს ჩათვლით მქონდა ნანატრი შვეულება, რომლის დროსაც: ვიყავი: კოჯორში; წყნეთში; მცხეთაში; ქუთაისში; მარტვილსა და სენაკში; სამ პანაშვიდსა თუ გასვენებაში (მარტვილი, სენაკი, თბილისი); სამსახურში – ერთხელ; სამსახურის საქმეზე – ერთხელ; წავიკითხე: მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან; A Kingdom of Dreams (განმეორებით); ლამაზი მეგობარი; 4 კონტრაქტი და 3 დადგენილება;

ბლოგი · კულინარია · მხატვრობა · პირადი · სტილი · ცხოვრება · ხელოვნება · DIY

კვირა სახლში

ბოლო თვეებისა და გუშინდელი საღამოს შემდგომ მსურდა კვირა დღე საკუთარი თავისთვის დამეთმო. მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი, რაც უნდა მომხდარიყო, სახლიდან არ გავსულიყავი (თუ მაღაზიას არ ჩავთვლით, რომელიც შენობის სარდაფშივეა). დედამ ტრადიცია არ დაარღვია და ისევ მომართვა ყავა ლოგინგში. დილა სწორად ამ ყავითა და კითხვით დავიწყე. ნილ გეიმანის “კორალაინი” ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, თუმცა, ისეთი არ იყო, როგორსაც მოველოდი. ცოტა იმედი… Continue reading კვირა სახლში

ბუნება · მეგობრები · მხატვრობა · საქართველო · ხელოვნება

შაბათი მეგობრებთან ერთად

უკვე აღარ მახსოვს, კვირის ბოლოს როდის დავრჩი მთელი დღით სახლში. სამსახურიდან მოსულსა და დაღლილს, შაბათ საღამოს სახლში ჯდომა და ხატვა მსურდა, მაგრამ ვინ მაცალა. მეგობრებმა ნამუსზე ამაგდეს და ამ პაპანაქებაში გარეთ გამომაგდეს. როგორც უკვე გითხარით, დიდი ხანია, რაც დაქალები არ მყავდა ნანახი. პინგვინების სტუმრობა გვქონდა გადაწყვეტილი ზოოპარკში. მაგრამ შეხვედრა 7-ისთვის დავთქვით, მე კი ამ სიცხეში, სახლში… Continue reading შაბათი მეგობრებთან ერთად

მხატვრობა · პირადი

ჩემი ნახატები აკვარელში Vol 2

გაგრძელება იქნება… (იმედია…)

ბუნება · მხატვრობა · პირადი · ხელოვნება

ჩემი ნახატები აკვარელში

მკაცრად არ განმსაჯოთ, ჯერ მხოლოდ დამწყები ვარ. პირველად ვხატავ აკვარელებით.