მარისა მეიერის “სინდერი”

ბოლოს წაკითხული წიგნებიდან შედარებით განსხვავებული იყო მარისა მეიერის “სინდერი”. დასრულებისთანავე მსურდა გაგრძელების – ქრონიკის მეორე წიგნის – “სკარლეტის” წაკითხვა, მაგრამ პარალელურ რეჟიმში “ნისქმნილის” მეორე ტომი მაქვს დაწყებული, რომელიც დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ, მეიერს მცირე ხნით დალოდება მოუწევს. ავტორი ახალგაზრდა – ჩემი თაობის – მწერალია. ამით არის გაპირობებული ის, რომ აღნიშნული ნაწარმოების ინსპირაცია ჩვენი საერთო საყვარელი…

ღვარძლი, რომელსაც თესავ!

ყველანაირ ღვარძლს (ძალადობას, შურს, მაკიერებას, ბოროტებასა და ა.შ.) სწორად უფროსი თაობა თესავს ჩვენში და შემდგომ შედეგად იმკის…

ლორენ ოლივერის – “პანდემონიუმი”

ვისაც ლორენ ოლივერის – “დელირიუმი” წაკითხული აქვს და მისი მეორე ნაწილის თარგმნას ელოდებოდა, შეგიძლიათ, იხაროთ – “პანდემონიუმი” უკვე ქართულ ენაზეც შეგიძლიათ იხილოთ წიგნის მაღაზიის “ბესტსელერების” თაროზე. პირველი წიგნი რომ წავიკითხე, დასასრულს ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს, მთავარ მოქმედ გმირთან ერთად, სამყარო თავზე ჩამომექცა. “პანდემონიუმი” კი ცხოვრების წიგნის ახალი თავივით არის – იმედის მომცემი და იმის მანიშნებელი, რომ…

კირა კასი – “შერჩევა”

კირა კასის – “შერჩევა” – ქართველ მკითხველს გამომცემლობა “პალიტრა L” – მა – სერიით “Liberteens – შენი თაობის არჩევანი” – არგუნა.  თინეიჯერული კი ჰქვია, მაგრამ ყველაზე დიდი ინტერესით მაინც ამ სერიის წიგნებს ველი, ხოლმე. ეს არის “შიმშილის თამაშები” პრინცის გულის დასაპყრობად. ნუ, მთლად ხოცვა-ჟლეტას არ აქვს ადგილი, თუმცა, 35 გოგო სხვადასხვა კასტიდან ტახტის მემკვიდრის ცოლობისათვის…

ყურადღება! არ გამოტოვოთ “ღირსების” პრეზენტაცია!

დღეს მინდა ერთი ძალიან მაგარი წიგნის შესახებ მოგითხროთ, რომელიც გამომცემლობა – Palitra L – მა – “წლის ბესტსელერის” სერიით გამოსცა. რამდენიმე დღეა წიგნი ხელთ ჩამივარდა, მაგრამ მხოლოდ გუშინ გადავშალე პირველად, რადგანაც, აქამდე სხვა ნაწარმოებები მქონდა დაწყებული და ჯერ ისინი უნდა დამესრულებინა. რაა დასამალი და ვერ მოვწყდი. ერთი სული მაქვს, როდის მივალ შინ, როდის მოვრჩები საქმეებს და როდის ჩავუჯდები…

ვამპირების აკადემია

ნუ, ამ ვამპირებს ხომ ვერა და ვერ შეველიე. ამჯერად რიშელ მიდის ვამპირების აკადემიას შევეჭიდე. 6 ნაწილისგან შემდგარი რომანის პირველი წიგნი გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში” უკვე ქართულადაც თარგმნა და გამოსცა და მეც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ნაწარმოები იმდენად გითრევს, რომ რთულია მისი მეორე ნაწილის ჩვენს ენაზე გამოცემას დაელოდო. სიუჟეტი ორი მეგობრის როუზისა და ლისას ირგვლივ ვითარდება. ლისა ვამპირების პრინცესაა,…

მიშველე! ბოდიში…

„მიშველე! ბოდიში…“ ფრედერიკ ბეგბედერის ბესტსელერის, „99 ფრანკის“ ერთგვარ გაგრძელებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. მთავარი მოქმედი გმირი, ავტორის ორეული, ოქტავ პარანგო, საეკლამო ბიზნესს თავს ანებებს და მისი ოცნების საქმიანობას, მსოფილიოს ულამაზესი გოგონების ძიებას ჰკიდებს ხელს – ტალანტ სკაუტი, ასე უწოდებენ თავს სუპერმოდელების აღმომჩენები – რამდენადაც სილამაზეს დანახვა უნდა! მათ წინაშე ხომ რთული ამოცანაა, ამოიცნო ჭეშმარიტი სილამაზე – ყოველგვარი მაკიაჟისა და თანამედროვე…

PLAYLIST-ის საიდუმლო

მიშელ ფალკოფის PLAYLIST-ის საიდუმლო იმთავითვე საინტერესო იყო ჩემთვის, როგორც მელომანისთვის. ერთი სული მქონდა, ხელში ჩამეგდო და გადამეფურცლა.

თაფლობის თვის საკითხავი – საფრთხე ენდჰაუსში

“საფრთხე ენდჰაუსში” – აგათა კრისტის დეტექტიური რომანია, რომელიც გამომცემლობა პალიტრა L – მა სულ ახლახანს გამოსცა ქართულ ენაზე.  ეს არის პირველი წიგნი, რომელიც თავიდან ბოლომდე აწ უკვე ჩემმა ქმარმა წამიკითხა! დიახ, დიახ. რა საჭიროა აუდიო წიგნები, როდესაც არსებობს აუდიო კი არა და მეუღლე! თავად რომანი იმდენად საინტერესო და ჩახლართულია, ამასთან ერთად მხიარული და მახვილგონივრული, რომ…