კინემატოგრაფია · ლიტერატურა

გამოუსწორებელი რომანტიკოსების არჩევანი

ნიკოლას სპარკსი – ალბათ, ყველა გამოუსწორებელ რომანტიკოსს ჯერ კიდევ “დღიურიდან” (“The Notebook”) უყვარს. ამჯერადაც, ახალი რომანით -“The Choice” – არჩევანი – შეძლო, გადმოეცა იდეალური სასიყვარულო ისტორია, რომელზეც, უბრალოდ, ცრემლებს ვერ შეიკავებთ. ნაწარმოები ეცება ტრევისს, ვეტერინარს პატარა ქალაქში, რომელსაც ყველაფერი აქვს, რისი ნატვრაც ოდესმე შეეძლო: – შესანიშნავი მეგობრები, საყვარელი ძაღლი, სახლი და ბრწყინვალე სამსახური. არც პირად ფრონტზე უნდა… Continue reading გამოუსწორებელი რომანტიკოსების არჩევანი

კინემატოგრაფია

BIAFF 2014 – ფინალური აკორდები

წინამდებარე პოსტი ბათუმის 2014 წლის კინო-ფესტივალის შეჯამებაა! ძალიან დიდი ხანია, 2014 წლის შემოდგომიდან ის დრაფტების განყოფილებაში განისვენებს და ამჟამად, გადავწყვიტე, მცირედი რედაქტირების შემდგომ – გამოვაქვეყნო. შესაბამისად… Voilà… უპირველეს ყოვლისა, მსურს ორგანიზატორებსა, მონაწილეებს და ერთი სიტყვით – ყველას – მადლობა გადავუხადო შესანიშნავი დღეებისთვის, რომელთა ემოციები, კადრები და აკორდები ჩემი გულისა და ბლოგის ფურცლებს დააჩნდებათ 2014 წლის… Continue reading BIAFF 2014 – ფინალური აკორდები

კინემატოგრაფია

დისნეის გმირების იდენტური ცეკვები

კინემატოგრაფია · მუსიკა · ძირითადი · ხელოვნება

Alfie ალენი

ალბათ, უმრავლესობა იცნობთ ლილი ალენს და მის შემოქმედებას. დიდი ალბათობით, ეს სიმღერაც მოსმენილი გექნებათ. შეიძლება ისიც კი იცოდეთ, რომ ალფი – ლილის ძმაა… თუმცა, მცირემ თუ იცის, რომ ალფი ალენი, დიახ, სწორად ის ალფი – რომელსაც აღნიშნული სიმღერა ეძღვნება – მსახიობია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალ GAME OF THRONES – ში ასრულებს თეონ გრეიჯოის როლს.  … Continue reading Alfie ალენი

კინემატოგრაფია

კონკია 2015

ვის ჰგავს ლილი ჯეიმსი და რატომ აქვს პრინცსს ხეპრე ადამიანის გამომეტყველება?

ბლოგი · კინემატოგრაფია

“ნაღმი” – არ აფეთქდა?!

23 ოქტომბერს გახლდით კინოთეატრ რუსთაველში ახალი ქართულ-ჰოლივუდური ფსიქოლოგიური ტრილერის, “ნაღმის” პრეზენტაციაზე, რის შესახებაც პოსტი უკვე გაგიზიარეთ. ახლა შთაბეჭდილებების დროა: მინდა ვთქვა, რომ საერთო ჯამში – არაუშავდა. წინ ნამდვილად მივიწევთ. არ მომეწონა ის, რომ ფილმი რუსულად იყო გახმოვანებული. არც მსახიობების თამაშით ვარ მაინც და მაინც აღფრთოვანებული და შესაძლოა, ნაწილობრივ ეს ზუსტადაც რომ გახმოვანების ბრალია.

კინემატოგრაფია · ძირითადი

“ნაღმი ამოქმედდა!”

თუ დამიჯერებთ, Biaff-ის შემდგომ კინოთეატრში არ ვყოფილვარ. თუმცა, დღეს საღამოს ამას აუცილებლად გამოვასწორებ, როცა მეგობრებთან ერთად კიდევ ერთი ქართული ფსიქოლოგიური ტრილერის, “ნაღმის” კინოჩვენებას დავესწრები.

მიხარია, რომ ერთ ადგილას არ ვართ გაყინულები და ახალ-ახალ ფილმებს ვქმნით. რამდენად კარგად გამოგვდის, ეს მეორე საკითხია, თუმცა, დღევანდელი სეანსის შემდგომ მსურს ვთქვა, რომ აშკარად წინ მივიწევთ.

ეს არის კიდევ ერთი ჰოლივუდური პროექტი ქართველი და ამერიკელი მსახიობების მონაწილეობით – 247 გრადუსი ფარენგეიტის შემქმნელებისგან.

ფილმში მონაწილეობას იღებენ:

კოტე თოლორდავა, სტერლინგ ნაითი, ელენე ბეზარაშვილი, სპენსერ ლოცკე, ნანა კიკნაძე, დინ გეიერი, გიორგი ცაავა და სხვ.