მარისა მეიერის “სინდერი”

ბოლოს წაკითხული წიგნებიდან შედარებით განსხვავებული იყო მარისა მეიერის “სინდერი”. დასრულებისთანავე მსურდა გაგრძელების – ქრონიკის მეორე წიგნის – “სკარლეტის” წაკითხვა, მაგრამ პარალელურ რეჟიმში “ნისქმნილის” მეორე ტომი მაქვს დაწყებული, რომელიც დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ, მეიერს მცირე ხნით დალოდება მოუწევს. ავტორი ახალგაზრდა – ჩემი თაობის – მწერალია. ამით არის გაპირობებული ის, რომ აღნიშნული ნაწარმოების ინსპირაცია ჩვენი საერთო საყვარელი…

ღვარძლი, რომელსაც თესავ!

ყველანაირ ღვარძლს (ძალადობას, შურს, მაკიერებას, ბოროტებასა და ა.შ.) სწორად უფროსი თაობა თესავს ჩვენში და შემდგომ შედეგად იმკის…

იარლიყის ფორმის საახალწლო ორცხობილები

ფოტოები და ტექსტი წარმოადგენს ბლოგ Pixel Whisk – ის საკუთრებას. თარგმანზე საავტორო უფლება – Dianiko თქვენს წინაშეა – საჩუქრის იარლიყის ფორმის ორცხობილები. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისაგან შორს – წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორედაც მოგიწევთ გაზქურასთან დგომა! ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ! რეცეპტი ძალიან მარტივია. ლიმონის ცედრა უფრო სასიამოვნო არომატს სძენს ორცხობილას. პატარა ჯამში მოათავსეთ ფქვილი, დაიმატეთ მარილი გემოვნებით. დაამზადეთ…

5 უკვდავი “რეპ” სიმღერა ჩემს აუდიოთეკაში

ახლა უცებ მომაფიქრდა და გადავწყვიტე, ამისთვის პოსტი მიმეძღვნა. რეპისა და ჰიპ-ჰოპის ხანა თინეიჯერობის ეპოქაში ჩავტოვე… მაგრამ რამდენიმე სიმღერა უცვლელადაა ჩემს ფლეილისტში და არასდროს მომბეზრდება. აი, ჩემი ხუთეული. მეხუთე ადგილი: მეოთხე ადგილი: მესამე ადგილი: მეორე ადგილი: პირველი ადგილი: ძალიან გამიხარდება, თუ თქვენებსაც გამიზიარებთ კომენტარებში…

საუკეთესო სასიყვარულო სიმღერები მამაკაცებისთვის

“The Best” – Tina Turner ბონი ტაილერის სასიყვარულო სიმღერის ეს რიმეიქი მოწინავე პოზიციაზე გახლდათ ტერნერის 1989 წლის ალბომში. სიმღერა შედეგება აკვიატებადი როკ ბიტების, სულშიჩამწვდომი ვოკალისა და უსირცხვილო ტრაბახისგან, რომ მისი საყვარელი ყველაზე უკეთესია! “The Power of Love” – Celine Dion ჯენიფერ რაშის ტოპ ჰიტის ქავერი, რომელიც დიონის 1993 წლის The Color of My Love ალბომში გამოჩნდა,…

საუკეთესო სასიყვარულო სიმღერები ქალბატონებისთვის

“My Girl”  – The Temptations ტკბილი და უბიწო, კლასიკური სასიყვარულო სიმღერა, რომელიც 1965 წელს გამოჩნდა The Temptations – Sing Smokey ალბომში.  შესაძლოა, ის ამავე სახელწოდების ფილმიდანაც გახსოვრეთ. “You Are So Beautiful” – Joe Cocker სიმღერა 1974 წლის ალბომიდან (სახეწლწოდებით: I Can Stand a Little Rain) აუცილებლად მოიგებს ქალბატონების გულს. ვის არ უნდა, უთხრან, რომ “შენ…

21 გარდამტეხი ფრაზა ცნობილი ნაწარმოებებიდან

ლიტერატურას შეუძლია ადამიანის შეცვლა. ადამიანი ყოველი წაკითხული წიგნის შემდგომ უნდა იზრდებოდეს და ვითარდებოდეს. ქვემოთ მოცემულია 21 ფრაზაა ცნობილ ნაწარმოებთაგან, რომელთაც მკითხველზე დიდი გავლენა მოახდინეს. თარგმანი ჩემია, ამიტომ, გაპარულ შეცდომებს არ ვიმჩნევთ, ან ვიმჩნევთ, მიმითითებ და ვასწორებ. 🙂 1. “როგორ ვატარებთ დღეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, როგორ ვატარებთ ცხოვრებას.” ~ ანი დილარდი, სიცოცხლის წერისას 2. “არ…

10 საუკეთესო საშობაო სიმღერა

Spotify-ის 2015 წლის დეკემბრის მონაცემებით:  Mariah Carey – “All I Want for Christmas Is You” Michael Bublé – “It’s Beginning To Look A Lot Like Christmas” The Pogues – “Fairytale of New York” (feat. Kirsty MacColl) Wham! – “Last Christmas” Brenda Lee – “Rockin’ Around The Christmas Tree” Ariana Grande – “Santa Tell Me” Justin…

ლორენ ოლივერის – “პანდემონიუმი”

ვისაც ლორენ ოლივერის – “დელირიუმი” წაკითხული აქვს და მისი მეორე ნაწილის თარგმნას ელოდებოდა, შეგიძლიათ, იხაროთ – “პანდემონიუმი” უკვე ქართულ ენაზეც შეგიძლიათ იხილოთ წიგნის მაღაზიის “ბესტსელერების” თაროზე. პირველი წიგნი რომ წავიკითხე, დასასრულს ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს, მთავარ მოქმედ გმირთან ერთად, სამყარო თავზე ჩამომექცა. “პანდემონიუმი” კი ცხოვრების წიგნის ახალი თავივით არის – იმედის მომცემი და იმის მანიშნებელი, რომ…

კირა კასი – “შერჩევა”

კირა კასის – “შერჩევა” – ქართველ მკითხველს გამომცემლობა “პალიტრა L” – მა – სერიით “Liberteens – შენი თაობის არჩევანი” – არგუნა.  თინეიჯერული კი ჰქვია, მაგრამ ყველაზე დიდი ინტერესით მაინც ამ სერიის წიგნებს ველი, ხოლმე. ეს არის “შიმშილის თამაშები” პრინცის გულის დასაპყრობად. ნუ, მთლად ხოცვა-ჟლეტას არ აქვს ადგილი, თუმცა, 35 გოგო სხვადასხვა კასტიდან ტახტის მემკვიდრის ცოლობისათვის…

მსოფლიოს საუკეთესო მზარეულებზედ

კუშის ბლოგზე სტატიას ვკითხულობდი და კომენტარში მუზა გამეხსნა. მერე გადავწყვიტე, აქაც გამეზიარებინა ჩემი მოსაზრება. ერთი ანეგდოტი გამახსენდა, შეიძლება, ნამდვილი ამბავიცაა. “კაცი ცოლს მოიყვანს და სთხოვს, ლობიო მომიმზადეო. გააკეთებს ქალი კერძს, ქმარი გასინჯავს და ეტყვის, კარგია, მაგრამ დედაჩემი რომ აკეთებდა, ეგეთი ვერაო. მოკლედ, რა არ სცადა ამ ქალმა, ხან რა დაამატა, ხან რა, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელაც, გულაცრუებულს,…

კრეატიული დეტალები სახლისთვის

სად შემიძლია შევიძინო სად შემიძლია შევიძინო სად შემიძლია შეძენა? სად შემიძლია შეძენა? სად შემიძლია შეძენა? სად შემიძლია შეძენა?  

გამოუსწორებელი რომანტიკოსების არჩევანი

ნიკოლას სპარკსი – ალბათ, ყველა გამოუსწორებელ რომანტიკოსს ჯერ კიდევ “დღიურიდან” (“The Notebook”) უყვარს. ამჯერადაც, ახალი რომანით -“The Choice” – არჩევანი – შეძლო, გადმოეცა იდეალური სასიყვარულო ისტორია, რომელზეც, უბრალოდ, ცრემლებს ვერ შეიკავებთ. ნაწარმოები ეცება ტრევისს, ვეტერინარს პატარა ქალაქში, რომელსაც ყველაფერი აქვს, რისი ნატვრაც ოდესმე შეეძლო: – შესანიშნავი მეგობრები, საყვარელი ძაღლი, სახლი და ბრწყინვალე სამსახური. არც პირად ფრონტზე უნდა…

ყველა ბილეთი მომგებიანია?! :O

ასეთი რამ გაგიგიათ? მოკლედ მოგიყვებით: დღეს შესვენებაზე გარეთ გამოვედი – თან წიგნი მქონდა. მზიანი სკამი ვიპოვე, ე.წ. “წითელ პარკში” ჩამოვჯექი და ბოლო რამდენიმე თავს შევექეცი. საკითხავი მზესუმზირასავით შემომეფრცქვნა; რაღაცნაირი უკმარისობის გრძნობა დამრჩა, ამიტომ, აქეთობისას, ბიბლუსში გამოვიარე, რომელიც სულ ახლახანს გაგვიხსნეს, რათა წიგნის შემდეგი ტომი მეკითხა. ჩემი ყურადღება ჯერ მაღაზიის კარზე მითითებულმა სტიკერმა მიიპყრო – სადაც ეწერა – ყველა ბილეთი…

ყურადღება! არ გამოტოვოთ “ღირსების” პრეზენტაცია!

დღეს მინდა ერთი ძალიან მაგარი წიგნის შესახებ მოგითხროთ, რომელიც გამომცემლობა – Palitra L – მა – “წლის ბესტსელერის” სერიით გამოსცა. რამდენიმე დღეა წიგნი ხელთ ჩამივარდა, მაგრამ მხოლოდ გუშინ გადავშალე პირველად, რადგანაც, აქამდე სხვა ნაწარმოებები მქონდა დაწყებული და ჯერ ისინი უნდა დამესრულებინა. რაა დასამალი და ვერ მოვწყდი. ერთი სული მაქვს, როდის მივალ შინ, როდის მოვრჩები საქმეებს და როდის ჩავუჯდები…

BIAFF 2014 – ფინალური აკორდები

წინამდებარე პოსტი ბათუმის 2014 წლის კინო-ფესტივალის შეჯამებაა! ძალიან დიდი ხანია, 2014 წლის შემოდგომიდან ის დრაფტების განყოფილებაში განისვენებს და ამჟამად, გადავწყვიტე, მცირედი რედაქტირების შემდგომ – გამოვაქვეყნო. შესაბამისად… Voilà… უპირველეს ყოვლისა, მსურს ორგანიზატორებსა, მონაწილეებს და ერთი სიტყვით – ყველას – მადლობა გადავუხადო შესანიშნავი დღეებისთვის, რომელთა ემოციები, კადრები და აკორდები ჩემი გულისა და ბლოგის ფურცლებს დააჩნდებათ 2014 წლის…

სამეფო გლაზური

შაქრიანი გლაზური საუკეთესო ტოპინგია ორცხობილებისათვის, მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც Cupcake-ების, ისე – ტორტების მოსართავად. ის შრება როგორც მყარი, თეთრი, ბრჭყვიალა მასა. შესაძლებელია საკვები საღებავების დამატებაც. . საჭირო დრო: 10 წუთი რაოდენობა: დაახლოებით 1  1/4 ჭიქა INGREDIENTS 1 კვერცხის ცილა; 225  გრამი შაქრის პუდრა (2  1/4 ჭიქა); 1 სუფრის კოვზი წყალი; საშუალო ზომის თასში ავთქვიფოთ ცულა საშუალო სიჩქარით. დავამატოთ შაქრის პუდრა,…

სოკოს სუპი

ინგრედიენტები: ქამა სოკო – 200/300 გრ; კარტოფილი – 2; სტაფილო – 1; მაკარონი (ვერმიშელი) – სურვილისამებრ; ხახვი – 1 საშუალო ზომის თავი; ქინძი / კამა / ოხრახუში – 2-2 ღერი თითო; მარილი გემოვნებით; ქამა სოკოს, კარტოფილს და სტაფილოს ვჭრით კუბიკებად და მაკარონთან ერთად ვათავსებთ ქვაბში. ვასხამთ ცივ წყალს და ვადუღებთ მოხარშვამდე; პარალელურად, ზეთში ვხრაკავთ ხახვს; წვრილად…

ვამპირების აკადემია

ნუ, ამ ვამპირებს ხომ ვერა და ვერ შეველიე. ამჯერად რიშელ მიდის ვამპირების აკადემიას შევეჭიდე. 6 ნაწილისგან შემდგარი რომანის პირველი წიგნი გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში” უკვე ქართულადაც თარგმნა და გამოსცა და მეც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ნაწარმოები იმდენად გითრევს, რომ რთულია მისი მეორე ნაწილის ჩვენს ენაზე გამოცემას დაელოდო. სიუჟეტი ორი მეგობრის როუზისა და ლისას ირგვლივ ვითარდება. ლისა ვამპირების პრინცესაა,…

კრეატიული საახალწლო საჩუქრები

ალბათ, გონება გადაგეღალათ იმაზე ფიქრით, თუ რა აჩუქოთ ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს საახალწლოდ. აი, რამდენიმე ვარიანტი: სანიშნე-სტიკერი: ბალახი თუ თქვენი ახლობელი ჩემსავით წიგნის ჭიაა და საკანცელარიო ნივთების მაღაზია მისი სისუსტეა, ასევ, გიჟდება ბუნებაზე მაშინ მას აუცილებლად მოეწონება ბალახის ფორმისა სამი სხვადასხვა ზომის სტიკერი. რომელთა დახმარებითაც, ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ წიგნი “ყვავის”. მართალია, შეკვრაში მხოლოდ 75…

მიშველე! ბოდიში…

„მიშველე! ბოდიში…“ ფრედერიკ ბეგბედერის ბესტსელერის, „99 ფრანკის“ ერთგვარ გაგრძელებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. მთავარი მოქმედი გმირი, ავტორის ორეული, ოქტავ პარანგო, საეკლამო ბიზნესს თავს ანებებს და მისი ოცნების საქმიანობას, მსოფილიოს ულამაზესი გოგონების ძიებას ჰკიდებს ხელს – ტალანტ სკაუტი, ასე უწოდებენ თავს სუპერმოდელების აღმომჩენები – რამდენადაც სილამაზეს დანახვა უნდა! მათ წინაშე ხომ რთული ამოცანაა, ამოიცნო ჭეშმარიტი სილამაზე – ყოველგვარი მაკიაჟისა და თანამედროვე…

PLAYLIST-ის საიდუმლო

მიშელ ფალკოფის PLAYLIST-ის საიდუმლო იმთავითვე საინტერესო იყო ჩემთვის, როგორც მელომანისთვის. ერთი სული მქონდა, ხელში ჩამეგდო და გადამეფურცლა.

კარი ზაფხულში

რამდენიმე წუთის წინ გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში” – ფეისბუქის გვერდზე დააანონსა, რომ სულ მალე გაყიდვაში რობერტ ჰაინლაინის წიგნი “კარი ზაფხულში” გამოვა. არ ვიცი, ავტორი ნაწარმოებში რის შესახებ მოგვითხრობს, რას წერს, თუმცა, სიამოვნებით ვიქონიებდი კარს ზაფხულში! აი, რომ შემცივდებოდა, გამოვაღებდი და გაყინულ ძვლებს მივუშვერდი. ავიღებდი საცურაო კოსტუმს, რომელიმე კარგ რომანს, გადავიკიდებდი პირსახორცს და მივაშურებდი ზღვის სანაპიროს. მერე მზის ჩასვლით…