უზრდელი თაობა?!

ორიოდე სიტყვით ზრდილობასა და პატივისცემაზე… ასაკი შეიძლება აძლევდეს ადამიანს გარკვეულ პრივილეგიებს, მაგრამ არა იმისა, რომ იყოს უზრდელი! უზრდელი თაობა კი არა, ადამიანია. ასაკს არ აქვს მნიშნელობა… უზრდელი ადამიანი პატივისცემას ვერასდროს დაიმსახურებს ჩემგან! მით უმეტეს ასაკის გამო! – აქაოდა, უფროსი ვარ და პატივი მეციო. 😉

30 დღე – ბედნიერებისთვის (Vol. 2)

წესები მარტივია, ქვემოჩამოთვლილთაგან უნდა აირჩიო სულ მცირე 1 დავალება და აკეთო მომდევნო 30 დღის მანძილზე. ყველაფერს ნუ მიედ-მოედები. იყავი რეალისტი. შეგიძლია, მეგობრებიც აიყოლიო – ერთად უფრო სახალისოა. აიღე რვეული/ბლოკნოტი, დაარქვი “მადლიერების ჟურნალი” და ჩაწერე მასში ყველაფერი, რის გამოც ხარ მადლიერი. თავდაპირველად, ჩამოწერე ყველაფერი, რაც გაგახსენდება. ყოველდღიურად უამრავი რამ ხდება, რის გამოც მადლიერი იქნები – მთავარია,…

“კაცებიც ზრუნავენ?!”

გუშინ ინტერნეტში ერთი კანონზომიერება მომხვდა თვალში.  ცოლ-ქმარს (რა თქმა უნდა, იმათ გარდა, ვისაც საერთო ფეისბუქი აქვთ, მათ შორის, შვილებთანაც კი… ასე მაგალითად: – “თაკო ნიკა ოთიკო” – სადაც ოთიკო შვილის სახელია ნიკა კი ქმრის – ნუ ეს რომ კიდევ სხვა ფენომენია – ცალკე პოსტის თემაა და ბევრჯერ დაწერილა კიდეც…), მათ შორის, საკმაოდ ცნობილ და წარმატებულ…

როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება მომედვნო 100 დღის განმავლობაში: სოციალური ურთიერთობები

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს ❤ 1. დაამყარე კონტაქტი ყოველდღიურად მომდევნო 100 დღის მანძილზე ისეთ ადამიანებთან, ვისაც აქამდე არასდროს გამოცნაურებიხარ, იქნება ეს მეზობელი, ტვიტერის ფოლოვერი,  ან თუნდაც – მე… ამ ბლოგზე კომენტარის დატოვების გზით. 🙂 2. მომდევნო 100 დღის მანძილზე მიზნად დაისახე იმ ადამიანების ირგვლივ ყოფნა, ან მათზე ფიქრი, ვინც…

როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება მომედვნო 100 დღის განმავლობაში: პირადი ურთიერთობები

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს ❤ 1. მომდევნო 100 დღის მანძილზე, ყოველდღიურად აქტიურად ეძებე რამე პოზიტიური შენს პარტნიორში და ჩაწერე. 2. გააკეთე სქრაფბუქი სადაც ასახავ ყველაფერს, რასაც შენ და შენი პარტნიორი მომდევნო 100 დღის განმავლობაში გააკეთებთ. ამ ვადის გასვლის შემდგომ გადაეცი პარტნიორს შენი დაკვირვებების სია და შენი შექმნილი…

როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება მომედვნო 100 დღის განმავლობაში: ჯანმრთელობა

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს ❤ 1. ერთი კილოგრამის დასაკლებად აუცილებელია დაახლოებით 7000 კალორიის დაწვა. თუ კი დღიურად მიღებული კალორიების რაოდენობას 175 კალორიით შეამცირებ, 100 დღეში 2,5 კილოს დაიკლებ. 2. მომდევნო 100 დღის მანძილზე ყოველდღიურად მიირთვი 5 პორცია ბოსტნეული; 3.  მომდევნო 100 დღის მანძილზე ყოველდღიურად მიირთვი 3 პორცია…

როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება მომედვნო 100 დღის განმავლობაში: დროის მენეჯმენტი

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს ❤ 1. მომდევნო 100 დღის მანძილზე ყველგან თან ატარე ბლოკნოტი, რათა მოახდინო იდეების ჩაწერა და გონებაში არსებული აურზაურის ფურცლებზე გადმოტანა მათი შემდგომი ბედის გადასაწყვეტად. ასე მაგალითად: იდეები წერითი დავალებებისათვის; შეხვედრების თარიღები; გასაკეთებელ საქმეთა ჩამონათვალი. 2.  5 დღის მანძილზე აკონტროლე როგორ ხარჯავ დროს. ეს…

როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება მომედვნო 100 დღის განმავლობაში: ფინანსები

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს ❤ 1. შეადგინე ხარჯვის გეგმა (ე.წ. ბიუჯეტი). დაითვალე თითოეული თეთრი, რა რაშუ დახარჯე. დარწმუნდი, რომ ხარჯვის გეგმიდან არ უხვევ. 2. დაგუგლე ინტერნეტში რჩევები ეკონომიურად ცხოვრებისათვის, აირჩიე 10 საუკეთესო და დაიწყე მათი გამოყენება. აი, რამდენიმე შესაძლებლობა. მაღაზიაში წასვლამდე გადახედე მარაგებს, რათა არ დაიხარჯო ორმაგად;…

როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება მომედვნო 100 დღის განმავლობაში: ზრდა/თვითგანვითარება

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს ❤ 1. აირჩიე წიგნი, რომელსაც ძალისხმევა და კონცენტრაცია სჭირდება და ყოველ დღე წაიკითხე მცირედი, იმგვარად, რომ ყდიდან ყდამდე ჩახვიდე 100 დღეში. წიგნის მოყვარულებს შეიძლება, ძალიან დიდ დროდ გეჩვენოთ 100 დღე ერთი წიგნისთვის, მაგრამ გაიხსენეთ, რამდენი ადამიანია თქვენს ირგვლივ, რომლის ხელშიც საუკუნეა, წიგნი არ…

როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება მომედვნო 100 დღის განმავლობაში: განწყობა

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს ❤ 1. გაითვალისწინე პოზიტიური ფსიქოლოგების რჩევა და ყოველდღიურად ჩამოწერე 10 რამ, რის გამოც, მადლიერი ხარ. 2. ჩამოწერე 20 რამ, რის კეთებაც სიამოვნებას განიჭებს, და დარწმუნდი, რომ მომდევნო 100 დღის მანძილზე, დღეში ერთს მაინც გააკეთებ ამ სიიდან. მაგალითად: საუკეთესო მეგობართან ჭორაობა; წიგნის კითხვა; ბუნებაში…

როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება მომედვნო 100 დღის განმავლობაში: სახლი

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს ❤ 1. შეადგინე კალენდარი: “100 დღე აურზაურის დასამარცხებლად”! დააჯგუფე ნივთები ერთად და ჩაწერე კალენდარში მომდევნო 100 დღის მანძილზე რა უნდა დალაგდეს. მაგალითად: ჟურნალების დალაგება; წიგნების დალაგება; სამზარეულოს ტექნიკის დალაგება… 2. იხელმძღვანელე ფრაზით: “ადგილი ყველაფრისთვის და ყველაფერი თავის ადგილზე…”. მომდევნო 100 დღის მანძილზე სახლის…

43 ცხოვრებისეული გაკვეთილი, 90 წლის ქალბატონისაგან

1. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც კარგია; 2. როცა ეჭვობ, უბრალოდ გადადგი შემდეგი პატარა ნაბიჯი; 3. ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა, რომ მისით არ დავტკბეთ; 4. შენი საქმე და სამსახური არ მოგივლის, როცა ავად ხარ. მეგობრები და ოჯახი მოგივლის; 5. არ იყიდო ნივთები, რაც არ გჭირდება; 6. არ არის აუცილებელი ყველა დავა მოიგო. დარჩი მართალი საკუთარ თავთან; 7….

27 მარტივი გზა გონების განვითარებისათვის

არ მისცე თავს საშუალება გაიჭედო ერთ ადგილას – ეცადე, გონება ყოველთვის აქტიურ და სპორტულ რეჟიმში გქონდეს “ჩართული”. ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება რეგულარული ვარჯიში. ამაში კი ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარება. დღეში თითო რომც გააკეთო, უკვე დიდ წინსვლა იგრძნობ. ამოხსენი კროსვორდი: საუკეთესო საშუალებაა ტვინი ფიქრისკენ წაახალისო. თუ გაზეთების ყიდვა გეზარებათ, უამრავი კროსვორდია ნეტშიც. მოუსმინე ახალ ამბებს სხვადასხვა ენაზე: გონება…

ზაფხულის სამი თვე

6 წლის ასაკიდან სკოლის დასრულებამდე, ყოველ წელს ზაფხულის სამ თვეს მოუთმენლად ველოდებოდი. მიჩვეული ვიყავი, რომ ზაფხული იყო დასვენების სეზონი. ამ დროს სხვა რაზე უნდა იფიქრო, თუ არა კარგად გართობასა და გაგრილებაზე?! ყველაზე მომხიბლავი მაინც სასიამოვნო უსაქმურობაა. ხეზე ძრომიალი, საყვარელი მულტფილმებისა და ფილმების ყურება, წიგნების კითხვა, ხატვა, ცურვა, “განძის ძიება” და ა.შ. ბევრგან საზაფხულო სკოლაც არსებობს,…

წინ გადადგმული ნაბიჯი

“ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დრო რომელიც სამსახურამდე და უკან დასაბრუნებლად იხარჯება, სამუშაო საათებად მიიჩნევა.” თუმცა, ეს რეგულაცია ეხებათ მხოლოდ და მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც არ აქვთ სტაბილური ოფისი და უწევთ სხვადასხვა დანიშნულების ადგილას მისვლა. ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, სამსახურამდე და უკან გზა იმ მუშაკთათვისაც სამუშაო დროდაა ჩასათვლელი, ვისაც სტაბილური ოფისი აქვთ და აი, რატომ… თითქმის სამი…

8 ფრაზა, რომელიც უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს ყოველ დილით

თავს ჯანმრთელად და ძლიერად ვგრძნობ! რაც საჭიროა, ყველაფერი მაქვს, რომ ეს დღე ერთ-ერთი ბედნიერთაგანი იყოს ჩემს ცხოვრებაში! მაქვს ყველანაირი ინფორმაცია, რაც საჭიროა დღევანდელ სირთულეთა გადასაჭრელად! მაქვს ცოდნა, რომელიც დამეხმარება საჩემოდ სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად! მთელი დღის მანძილზე სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებ – ჩემს შინაგან ხმასა და სიბრძნეზე დაყრდნობით! ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით! მომთმენი და მშვიდი…

10 რამ წინსვლისთვის

1. არ მისცე სხვის აზრებს შენი ცხოვრების კონტროლის საშუალება! მნიშვნელოვანია, არა ის – სხვები რას ფიქრობენ, არამედ რასაც თავად თვლი ასეთად; მხოლოდ ის უნდა გააკეთო, რაც საჭიროა შენი ცხოვრებისათვის და არა სხვების კეთილდღეობისათვის; 2. დაივიწყე წარსული “ჩავარდნები!” შენი წარსული არ ასახავს შენს მომავალს; მნიშვნლოვანია, მხოლოდ ის, თუ რას გააკეთებ სამომავლოდ; 3. გაერკვიე და გადაწყვიტე, რა…

სახლი – მუდმივად წესრიგში

იმისათვის, რათა სახლი მუდმივად წესრიგში გვქონდეს, გამოცდილი დიასახლისები გვიზიარებენ განრიგს – თუ რა უნდა გავაკეთოთ და როდის. რთულია, ერთბაშად არეული სახლის დალაგება, თუმცა, თუ ამ გეგმას მივყვებით – შინ მუდმივი წესრიგი და კომფორტი დაისადგურებს. გასაკეთებელი საქმეების სია და განრიგი: დღეში ერთხელ: გადაწმინდეთ მტვერი; გაწმინდეთ ნიჟარა; გამოგავეთ; გადაყარეთ ნაგავი. კვირაში ერთხელ: გაწმინდეთ ტექნიკა; გახეხეთ უნიტაზი, ნიჟარები…

14 რამ, რასაც წარმატებული ადამიანები აკეთებენ შაბათ-კვირას

1. უთმობენ დროს ოჯახსა და მეგობრებს; 2. ვარჯიშობენ; 3. მისდევენ მათს გატაცებებს; 4. მიდიან დასასვენებლად ქალაქ-გარეთ; 5. წყვეტენ ტელე-საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას; 6. იღებენ მონაწილეობას “მოხალისეობრივ” საქმიანობებში; 7. თავს არიდებენ ყოველდღიურ საქმეებს; 8. გეგმავენ კვირას / თვეს, მიზნებს; 9. მეტს ურთიერთობენ ადამიანებთან – პირადად; 10. მიდიან გასართობად თეატრში, ოპერასა და სპორტულ ღონისძიებებზე; 11. ამყარებენ ურთიერთობებს ახალ…

30 დღიანი გამოწვევა – ბედნიერებისათვის

– დღე პირველი – დილით, გაღვიძებისთანავე ჩამოთვალე სამი რამ, რის გამოც უსაზღვროდ მადლიერი ხარი. გააგრძელე მომდევნო 29 დღის მანძილზე; – დღე მეორე – დაწერე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში შეგემთხვა. გააგრძელე მომდევნო 28 დღის მანძილზე; – დღე მესამე – მოიკითხე ნაცნობები. შეაქე გულწრფელად. გააგრძელე მომდევნო 27 დღის მანძილზე; – დღე მეოთხე – დღეში 15…

ისევ და ისევ დეგენერატ მძღოლებზედ

რამდენჯერ უნდა დავწერო ამ თემაზე?! მაგრამ მაინც უნდა ვთქვა რა – მართვის მოწმობას ყოველ წელს უნდა აბარებდეს მძღოლი და წესები უნდა იყოს ძალზედ მკაცრი! სხვანაირად არაფერი ეშეველებათ ამათ არასდროს!  გადავდივარ ქუჩას ქვეითის გადასასვლელზე ბავშვთან ერთად. მანქანამ შეანელა და დამითმო. ამ დროს პირველ ხაზზე მეორე ხაზიდან (იმ მანქანის უკნიდან, რომელმაც შეანელა) გამორბის მარშრუტკა “აბგონზე” მაგრამ მე…

9 რამ, თავი ბედნიერად რომ იგრძნო სახლში

მხოლოდ ის, რომ შენი სახლი მოდური და სუფთაა, არ ნიშნავს, რომ ის სიმყურდოვის განცდას მოგანიჭებს. მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, ზოგიერთ ფერს, სურნელსა და აქსესუარს შესწევთ უნარი, შინ თავი მაქსიმალურად ბედნიერად იგრძნო. ასეთია: 1. მწვანე ან ყვითელი კედლები ცისატყელას გამიდან მხოლოდ ამ ორს შეუძლია ბედნიერების შეგრძნების გამოწვევა, დაადგინეს ამსტერდამის უნივერსიტეტის სწავლულებმა. 2. ცინცხალი ყვავილები ყვავილები ადამიანებში ბედნიერ…

დაუსრულებელ საქმეებზედ…

არის საქმეები, რომელთაც ზურგს უკან მოვიტოვებთ ხოლმე. ხანდახან, ათასში ერთხელ მოვიხედავთ და ან რამეს ვცვლით (თუ განწყობაზე ვართ), ანაც, ხელუხლებელსვე ვივიწყებთ შემდეგ მოხედვამდე. სადღაც ქვეცნობიერში ეს საქმეები წვეთებად გვეკიდებიან, წვეთებად, რომლებიც თანდათან მძიმდებიან და საკუთარ თავზედვე თქეშად გვექცევიან, თუ ფიალას ბოლომდე ვაცლით ავსებას. მხოლოდ თქეშს კიდევ რა უჭირს, გაილუმპები და გაშრები, მაგრამ ამასთან ერთად წვეთებს უზომო…