როცა შვებულებისთვის ემზადები…

აი, დადგა სანატრელი დრო – სულ რამდენიმე დღეში ჩემი შვებულებაც დაიწყება. შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენიმე რამ დაემატა ჩემ სიას, რაც უნდა წაიღო ქალაქ-გარეთ, გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანაში ინტერნეტი არც ისე საიმედოდ (ზოგან კი საერთოდ) არ მუშაობს… ინტერნეტს ვინ ჩივის, ხშირად, რადიოსაც კი ვერ დაიჭერს კაცი გზაში… ასე რომ, გარდა იმ ნივთებისა, რაც ჩვეულებრივ მიგაქვთ, მათ შორის,…

როგორ უნდა მოვიხსნათ ზარები?!

დედა: …მიდი, გააკეთე… მე: მეზარება… დედა: მოიხსენი ზარები… დიალოგი შორეული წარსულიდან ოხ, ეს ზარები რომ არა, რამდენ რამეს გავაკეთებდი. ელემენტარულიდან რომ დავიწყოთ, უკეთესი ბლოგი მექნებოდა, უკეთესი შიგთავსითა და ჩემივე გადაღებული ფოტო მასალით… როგორც წესი, დასაწყისში ყოველთვის აჟიტირებული ვარ. იდეა ყოველთვის მაქვს. ხან რისი გაკეთება მინდა და ხან რისი და საქმე საქმეზე რომ მიდგება, ან მავიწყდება,…

პროფესია და მისი არჩევა

ახლა, როცა ეროვნული გამოცდებია, სულ უფრო და უფრო აქტუალურია პროფესიის არჩევის თემა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ხშირად მომიკრავს ყური კურსელების წუწუნისთვის, რომ არასწორად აირჩიეს პროფესია (ვინც არ იცით, გეტყვით, რომ იურიდიული ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული). მე კი – პირიქით, ჩემი არჩევანი ყოველთვის მომწონდა და იმის გამო, რომ რაღაცის სწავლა მეზარებოდა, ნამდვილად არ ვთვლიდი, რომ შევცდი. იმასაც ვამბობდი,…

43 ცხოვრებისეული გაკვეთილი, 90 წლის ქალბატონისაგან

1. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც კარგია; 2. როცა ეჭვობ, უბრალოდ გადადგი შემდეგი პატარა ნაბიჯი; 3. ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა, რომ მისით არ დავტკბეთ; 4. შენი საქმე და სამსახური არ მოგივლის, როცა ავად ხარ. მეგობრები და ოჯახი მოგივლის; 5. არ იყიდო ნივთები, რაც არ გჭირდება; 6. არ არის აუცილებელი ყველა დავა მოიგო. დარჩი მართალი საკუთარ თავთან; 7….

ნივთების სია, როცა ბავშვთან ერთად მიდიხარ დასასვენებლად

წასაღები ნივთების სიას ყოველთვის ვაკეთებდი. ასე უფრო მარტივია. ყოველ წელს ვარედაქტირებდი, მაგრამ ძირითადი მაინც იგივე რჩება. მაისში ანა ბაკურიანში მყავდა და გთავაზობთ ჩამონათვალს, რომლის მიხედვითაც ბარგი ჩავალაგე და რომელიც აგვისტოშიც გამომადგება, რა თქმა უნდა, მცირედი ცვლილებებით – სეზონისა და ბავშვის ასაკის გათვალისწინებით. პ.ს. მაპატიეთ ზოგიერთი ბარბარიზმისათვის 😉 ანასთვის მძიმე არტილერია მანეჟი; კალასკა; ტაშტი; სათლი; კოვშიკი;…

მუქთა იყოს, კუბო იყოს…

ამ ხალხს ყველაფერი უფასოდ უნდა! ამას წინათ ფეისბუქზე შემომხვდა არ მახსოვს ვისი სტატუსი: “- ნაცნობმა დიდის ამბით დამპატიჟა დაბადების დღეზე და მერე, სასხვათაშორისოდ და ვითომ ხუმრობით დააყოლა, – ფოტოაპარატის გარეშე არ მოხვიდეო…” ბებიაჩემი მთხოვდა, ექიმი გამოდი და მერე უფასოდ მიმკურნალებო… ბებიას ეგ სურვილი ვერ ავუსრულე, არც დაცალდა, საწყალს… იქამდე მიილია, სანამ სკოლას დავამთავრებდი. დღეს დილით…

27 მარტივი გზა გონების განვითარებისათვის

არ მისცე თავს საშუალება გაიჭედო ერთ ადგილას – ეცადე, გონება ყოველთვის აქტიურ და სპორტულ რეჟიმში გქონდეს “ჩართული”. ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება რეგულარული ვარჯიში. ამაში კი ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარება. დღეში თითო რომც გააკეთო, უკვე დიდ წინსვლა იგრძნობ. ამოხსენი კროსვორდი: საუკეთესო საშუალებაა ტვინი ფიქრისკენ წაახალისო. თუ გაზეთების ყიდვა გეზარებათ, უამრავი კროსვორდია ნეტშიც. მოუსმინე ახალ ამბებს სხვადასხვა ენაზე: გონება…

21 გარდამტეხი ფრაზა ცნობილი ნაწარმოებებიდან

ლიტერატურას შეუძლია ადამიანის შეცვლა. ადამიანი ყოველი წაკითხული წიგნის შემდგომ უნდა იზრდებოდეს და ვითარდებოდეს. ქვემოთ მოცემულია 21 ფრაზაა ცნობილ ნაწარმოებთაგან, რომელთაც მკითხველზე დიდი გავლენა მოახდინეს. თარგმანი ჩემია, ამიტომ, გაპარულ შეცდომებს არ ვიმჩნევთ, ან ვიმჩნევთ, მიმითითებ და ვასწორებ. 🙂 1. “როგორ ვატარებთ დღეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, როგორ ვატარებთ ცხოვრებას.” ~ ანი დილარდი, სიცოცხლის წერისას 2. “არ…

ზაფხულის სამი თვე

6 წლის ასაკიდან სკოლის დასრულებამდე, ყოველ წელს ზაფხულის სამ თვეს მოუთმენლად ველოდებოდი. მიჩვეული ვიყავი, რომ ზაფხული იყო დასვენების სეზონი. ამ დროს სხვა რაზე უნდა იფიქრო, თუ არა კარგად გართობასა და გაგრილებაზე?! ყველაზე მომხიბლავი მაინც სასიამოვნო უსაქმურობაა. ხეზე ძრომიალი, საყვარელი მულტფილმებისა და ფილმების ყურება, წიგნების კითხვა, ხატვა, ცურვა, “განძის ძიება” და ა.შ. ბევრგან საზაფხულო სკოლაც არსებობს,…

როგორ დავლაშქრე GAP სულ რაღაც $3.93-ად

როდესაც GAP-ის, Old Navy-სსაიტებზე თითქმის ყოველთვის, ხოლო სხვა ონლაინ მაღაზიებში ხანდახან, შეხვდებით კუპონს, რომელიც თქვენს შენაძენზე დამატებით ფასდაკლებას გაავრცელებს. ფასდაკლების პროცენტები 10-50%-ამდე მერყეობს და კოდები ძირითადად, ამგვარად გამოიყურება: 1. საიტის ბანერთან – ზედა ნაწილში ამ შემთხვევაში, კოდის შეყვანა საჭირო არაა, როდესაც კალათაში სასურველ პროდუქტს ჩააგდებთ, ავტომატურად დააკლდება 20%. ყურადღებით იყავით, ეს კონკრეტული ფასდაკლება ყველა ფერზე…

როგორ დავწეროთ მკვლელი ესსე/რეფერატი

გაიგე, რა სურს მასწავლებელს/ლექტორს კარგად წაიკითხე დავალება და დაყავი ნაწილებად; დაყოფილი ნაწილები უკვე შენი ესსეს ჩონჩხი, ანუ გეგმაა; არ დაიწყო შესავლით ეს მხოლოდ დროის ფუჭი კარგვაა – შეიძლება, მუზაც დაკარგო; შესვალი? მაშინ, როცა შენი ესსე ჯერ არ არსებობს?! დაიწყე მთავარი/ძირითადი პარაგრაფებით. მთავარი/ძირითადი პარაგრაფები ყველაზე მაგარი თემის წერისას, ესაა საშუალება იმისა, რომ ადამიანებს ფიქრის მიმართულება შეუცვალო…

არასდროს გადაადგოთ “სილიკო” პაკეტები

გახსოვთ პაწუკა პაკეტები, რომლებიც ახალნაყიდ ფეხსაცმეს ან ჩანთებს მოჰყვებათ? თუ აქამდე ისინი უსარგებლო გეგონათ, ამიერიდან, გირჩევთ – არ გადააგდოთ. ჩემდა გასაკვირად, სილიკონის დიოქსიდი ბევრ რამეში შეგიძლიათ გამოიყენოთ, რამდენადაც, მათ აქვთ საოცარი უნარი, გააქრონ ნესტი სისველის შეწოვის გზით. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დანიშნულება – საქარე მინის დანისლვისისას ამ უკანასკნელის გაშრობაა. პაკეტები, ასვეე გამოგადგებათ, თუ მობილური წყალში ჩაგივარდებათ (ჩემსავით!)….

სარვამარტო საჩუქარი და ზოგადად, საჩუქრებზედ

ამ პოსტის დაწერა, ცოტა არ იყოს, დამაგვიანდა – დღეს 22 რიცხვია, მაგრამ უნდა დავწერო. რა თქმა უნდა, თითქმის (“თითქმის” იმიტომ, რომ ზოგი ნივთი მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით არის ნაყიდი – მის შერჩევაში ადამიანს ბევრი დრო არ დაუხარჯავს) ყველა საჩუქარი სასიამოვნოა – რამდენადაც, თავად ყურადღებაა დასაფასებელი. ხელფასის დღეებში მაღაზიები დავიარე – მეც მქონდა საჩუქრები საყიდი. ჩემთვის…

9 რამ, თავი ბედნიერად რომ იგრძნო სახლში

მხოლოდ ის, რომ შენი სახლი მოდური და სუფთაა, არ ნიშნავს, რომ ის სიმყურდოვის განცდას მოგანიჭებს. მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, ზოგიერთ ფერს, სურნელსა და აქსესუარს შესწევთ უნარი, შინ თავი მაქსიმალურად ბედნიერად იგრძნო. ასეთია: 1. მწვანე ან ყვითელი კედლები ცისატყელას გამიდან მხოლოდ ამ ორს შეუძლია ბედნიერების შეგრძნების გამოწვევა, დაადგინეს ამსტერდამის უნივერსიტეტის სწავლულებმა. 2. ცინცხალი ყვავილები ყვავილები ადამიანებში ბედნიერ…

ურთიერთობები

დრაფტებში ძველი ჩანაწერი ვიპოვნე – შარშანდელი იანვრის, რომელიც მუდმივად აქტუალურია. მაშინ არ მახსოვს, რამ შემიშალა ხელი. სამაგიეროდ, ახლა გაგიზიარებთ 😉 მთელი ცხოვრება ურთიერთობაა. მეტი არაფერი. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, ადამიანებს ნაკლებ ვატკინოთ გული ჩვენი აწეწილი ნერვების გამო. როცა ადამიანს ვეუხეშებით და უხასიათობას ვიმიზეზებთ ამის გასამართლებლად (თუნდაც საკუთარ თავთან), ეს პიროვნება იმას კი არ ფიქრობს, რომ შენ…

რა რჩება ტკივილის გასვლის შემდგომ?

რა რჩება მას შემდგომ, რაც ტკივილი გაივლის? ბედნიერება თუ სიცარიელე? ტკივილი მხოლოდ მაშინ წყდება, როცა მის გამომწვევ მიზეზს ივიწყებ და თუ რემარკს დავესესხებით, რასაც ვივიწყებთ, ის მთელი ცხოვრება გვაკლია. განა, ბედნიერია ადამიანი, რომელმაც რაღაც მნიშვნელოვანი ამოძირკვა მახსოვრობიდან და სიცარიელის შეგრძნება აქვს? ცდილობს, ცდილობს მის ამოვსებას, მაგრამ ისე აქვს გული ნატკენი, რომ შესაბამისს სალბუნს ვერ პოულობს… “მომენტი” წებო…

წესია ასეთი

საქართველოში ასეთი წესია, ყველაფერი წესისამებრ გააკეთო. საქართველოში ასეთი წესია, ყველამ ყველაფერი შენზე უკეთ იცის. საქართველოში ასეთი წესია, ყველა საკუთარ აზრს გამოთქვამს, მიუხედავად იმისა, ეკითხები თუ არა. საქართველოში ასეთი წესია, სხვები რომ აზრს გამოთქვამენ, უნდა გაითვალისწინო, მიუხედევად იმისა, რომ აზრი არ გიკითხავს. საქართველოში ასეთი წესია, თუ სხვისი რჩევა არ გაითვალისწინე, იმდენს იზამენ, მაინც თავისი გაიტანონ თუ…

როგორ ვებღაუჭებით წარსულს…

ადამიანებს, ხშირად გვიჭირს სიახლეებთან შეგუება. განსაკუთრებით – ტექნიკასთან. დროის სვლასთან ერთად, ყველაფერი მარტივი და მოსახერხებელი ხდება, ჩვენ კი გვეზარება ელემენტარულის სწავლა და ისევ ძველს ვებღაუჭებით. აი, ზუსტად ეს ამბავია: მიუჩვეველს ნუ შეაჩვევ და შეჩვეულს ნუ გადააჩვევო! მე მიყვარს სიახლეები. განსაკუთრებით, ტექნიკური. მათი საშუალებით ცხოვრება უფრო მარტივი ხდება, რაც დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

ყველაფერი კარგად იქნება

მეფე სოლომონის ბეჭდის შესახებ იგავი არ გეხმარება სირთულეების დაძლევაში? მაშ, განაგრძე კითხვა: “თუ ბრიტნიმ (იგულისხმება ბრიტნი სპირსი) გადაიტანა 2007 წელიწადი, შენც შეგწევს უნარი დასძლიო დღევანდელი გასაჭირი!”

ყველაზე მძაფრად ქართულ რეალობაში

თავიდან მიყვარდა… სანამ სიტყვების შინაარს ჩავწვდებოდი…  შემდეგ Pink Floyd – ის სხვა სიმღერებს შორის – ყველაზე ნაკლებ. მიხაროდა, რომ მქონდა ღილაკი NEXT. დღეს ისევ ვუსმინე და მივხვდი, რომ გენიალურია – საკითხი კვლავ აქტუალური და მწვავეა, განსაკუთრებით მძაფრად – ქართულ რეალობაში. Mother, do you think they’ll drop the bomb? Mother, do you think they’ll like this song?…

Banal Quotes That Can Help You Through The Bad Times

Intelligence without ambition is a bird without wings. — Salvador Dali If things start happening, don’t worry, don’t stew. Just go right along and you’ll start happening too.  — Dr. Suess You may not control all the events that happen to you but you can decide not to be reduced by them.  — Maya Angelou Being deeply…

61 ნაბიჯი ცოვრების ყველაზე რთული მომენტების დასაძლევად. ნაწილი III

ნაწილი I ნაწილი II ნაბიჯი 42: ნუ აჰყვები სტერეოტიპებს. ინტერნეტი ასეთ აზროვნებას ხელს უწყობს. მხოლოდ იმიტომ, რომ საყვარელმა ადამიანმა მიგატოვათ, ნუ იფიქრებთ, რომ ყველა ყ%^ ან ყ#%ქალაა. მხოლოდ იმიტომ, რომ შენმა მეგობრებმა არ იციან, როგორ დაგიდგნენ გვერდში, როცა ოჯახში მიცვალებული გყავს, ნუ იქნები უგულო და დაუნდობელი. ეს ქვეყანა რთულად არის მოწყობილი. ნაბიჯი 43:უთხარი დედას, რომ…

61 ნაბიჯი ცოვრების ყველაზე რთული მომენტების დასაძლევად. ნაწილი II

ნაწილი I ნაბიჯი 22: არ შეგეშინდეს, ხანდახან მარტო დარჩენის. დაუმეგობრდი საკუთარ თავს! გახდი მისი საუკეთესო მეგობარი. ნაბიჯი 23: გამოიტანე სულ მცირე სამი ცხოვრებისეული გაკვეთილი ამ საზიზღარი სიტუაციიდან. ეს მძიე  და არასახალისო სამუშაოა. უფრო მარტივია შეხვიდე ინტერნეტში და სხვებზე ანთხიო შენი ბოღმა. მაგრამ ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, ამიტომ, სერიოზულად მიუდექი საკითხს. რა შეიძლება ამ საშინელმა გამოცდილებამ გასწავლოს? როგორ…

61 ნაბიჯი ცოვრების ყველაზე რთული მომენტების დასაძლევად. ნაწილი I

ნაბიჯი 1: შემოირტყი სახეში, სასურველია მაგრად! თუ სახეში შემორტყმა წარმოსადგენად მტკივნეულია, არცერთი პრობლემა, რომლის წინაშეც ახლა დგახარ, მხედველობაში არაა მისაღები. დიდი ალბათობით, ყველაფერი თითიდან გამოიწოვე ხალხის ყურადღების მისაპყრობად და საკუთარი თავის შეცოდების მიზნით. და ამ დროს შენ ფიქტრობ: “ჰეჰ… სახეში გავირტყა? ეს ხომ არაფერია ჩემს გასაჭირთან შედარებით? მერე ერთხელ და ორჯერ? სამჯერაც შემოვირტყამ…” ხოდა, ან შემოირტყი, ანაც…