სიყვარული · ურთიერთობები

მიყვარხარ!

დრაფტებში ჩემი ძველი ნაჯღაბნი ვიპოვე, ძალიან რომანტიყვად მეჩვენა, მარა, ესკიზების მტვერისთვის მაინც მენანება და მგონი, არც ისეთი პათეტიკურია, დღის შუქს რომ არ იმსახურებდეს. რა არის სიყვარული? ალბათ, სიმშვიდის უსასრულო შეგრძნებაა, რომელიც იმით არის გაპირობებული, რომ ზურგი გაქვს. გეიმედება. იცი, რომ რაც უნდა მოხდეს, ყველაფერს გაუძლებთ ერთად. კიდევ, ალბათ მონატრების შეგრძნებაა, ესეც უსასრულო. გვერდით გყავს და… Continue reading მიყვარხარ!

ორსულობა და მშობიარობა · პირადი · სიყვარული · ურთიერთობები

#100HappyDays – შემაჯამებელი პოსტი

100 დღიანი გამოწვევა მოიცავს დღეში ერთი დამამახსოვრებელი მომენტის ამსახველი ფოტოს განთავსებას სოციალურ ქსელში. მიზანია იმის გააზრება, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაშია ბედნიერი წამები და ამ წამების დანახვა, დაფასება. ორი სიტყვით – Carpe Diem – ანუ, თქვენ უნდა დაიჭიროთ წამი. ეს გამოწვევა ადრეც დამიწყია, მაგრამ ბოლომდე ვერ მიმიყვანია, მოტივაცია არ მქონდა. ამჯერად, სადღაც მოვკარი თვალი და გადავწყვიტე,… Continue reading #100HappyDays – შემაჯამებელი პოსტი

ჩემი ქორწილი

✓ თაფლობის თვე საირმეში (Vol. 26)

ქორწილის მეორე დღეს, 6 სექტემბერს, საირმეში გავემგზავრეთ. ბუნება საოცარი იყო. კვებასაც არაფერი დაეწუნებოდა. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მაინც და მაინც ვერ იყო ფასის შესაბამისი. ორ კაციანი ნომერი იმდენად ვიწრო იყო, რომ სული შეგეხუთებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ უფასოდ გადაგვიცვალეს 3 კაციან ნომერში, რადგანაც ნათქვამი გვქონდა რომ ახალდაქორწინებულები ვიყავით და ნომერში ერთ კაციანი ორი ლოგინი ისე ედგათ, ვერაფრით შეატყუპებდი.… Continue reading ✓ თაფლობის თვე საირმეში (Vol. 26)

ჩემი ქორწილი

✓ რესტორანი / ბანკეტი (Vol. 25)

რესტორანში რომ მივედით, სტუმრები უკვე მაგიდებზე განაწილებულიყვნენ მოსაწვევების მიხედვით. ზღურბლზე თეფში დაგვახვედრეს… გიორგი გავაფრთხილე – დაბალქუსლიანი ფეხსაცმლით ვერ გავტეხ და აბა შენ იცი, არ შემარცხვინო მეთქი. ხოდა, არც აცია, არც აცხელა და – ერთი დარტყმით დაამსხვრია. ეს ჩემი ნათქვამი ისე დაუჯდა თავში, მეორე დღეს შინ რომ მივედით – იქაც კი არ მიმაკარა თეფშს, ფეხის გამოყოფაც… Continue reading ✓ რესტორანი / ბანკეტი (Vol. 25)

ჩემი ქორწილი

✓ ფოტოსესია ლისის ტბაზე (Vol. 24)

იუსტიციის სახლში ხელის მოწერის შემდგომ გეგმისამებრ, ლისის ტბაზე ავედით. აქ უკვე დავრწმუნდი, რომ ჩემი დაქალები ადგილზე იყვნენ. და მათთან ერთად ჩემი ცხოვრები ერთ-ერთი საუკეთესო დღის უფრო გალამაზებას შევუდექი. ჩვენი მისია ფოტოების გადაღება იყო და ვგონებ, წარმატებითაც შევასრულეთ. ამინდში გაგვიმართლა. მართალია, კაბაში მცხელოდა, თუმცა ზაფხულის მწველი მზეც გადასულიყო და არც წვიმას შევუწუხებივართ. მოგვიანებით, სტუმრებს ვურჩიეთ რესტორანში… Continue reading ✓ ფოტოსესია ლისის ტბაზე (Vol. 24)

ჩემი ქორწილი

✓ ხელის მოწერის ცერემონია (Vol. 23)

იუსტიციის სახლთან მისულებს ჩემი დაქალები ადგილზე დაგვხვდნენ და დაიწყო მათთან ერთად პოზირებაც. შემდგომ ქორწინების სახლიში გვიხმეს. სანამ სტუმრები დალაგდებოდნენ – ჯერ ისინი შეიყვანეს დარბაზში – ჩვენ ცოტა ხნით ჩამოვსხედით… მერე ჩვენი ჯერიც დადგა. არავის გავუფრთხილებივართ, რომ ერთმანეთისთვის რამე უნდა გვეთქვა. მაღალფარდოვანი სიტყვების არც თავი მქონია და არც სურვილი, ვინმეს მოესმინა, ერთის გარდა. ამიტომ, იმ ერთს დავპირდი,… Continue reading ✓ ხელის მოწერის ცერემონია (Vol. 23)

ჩემი ქორწილი

✓ ფოტოსესია ძველით ახალ თბილისში (Vol. 22)

ჯვრისწერის შემდგომ – ხელის მოწერის ცერემონიამდე დრო საკმარისზე მეტი გვქონდა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ ძველ თბილისში გაგვესეირნა. წინა დღით საქართველო-შოტლანდიის მატჩი გაიმართა, თუ არ ვცდები. ხოდა, ქალაქი სავსე იყო შოტლანდიელებით. განსაკუთრებით, შარდენის მიმდებარე ტერიტორია. როდესაც ანჩისხატიდან სიონამდე მივდიოდით, ქვედა ფოტოებზე გამოსახული რიგები გამოვიარეთ, სადაც უცხოელები ისხდნენ. ჩვენს დანახვაზე ტაში შემოკრეს. ისეთი სასიამოვნო გრძნობა იყო… არადა, მხოლოდ ქართველები… Continue reading ✓ ფოტოსესია ძველით ახალ თბილისში (Vol. 22)