გაბრიელის ნათლობა

ზუსტად ერთი წლის წინ, წმ. გაბრიელის ხსენების დღეს პატარა გაბრიელი გავაქრისტიანეთ! შარშან ამ დროს გადარბენებზე ვიყავი, ამიტომაც, ამ ღირშესანიშნავ ამბავს პოსტი ვერ გამოვაცხვე! არც დღეს გვაქვს დრო თავზე საყრელად ერთი პაწაწა სულიერის გამო, თუმცა, იმდენი კი მოგვეპოვება, ჩვენს გაბერილს გაბრიელობა და გაქრისტიანების ერთი წლის იუბილე მივულოცოთ! 2015 წლის 26 აგვისტოს ორი თვის ბაჭია ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში…

ურთიერთობები

დრაფტებში ძველი ჩანაწერი ვიპოვნე – შარშანდელი იანვრის, რომელიც მუდმივად აქტუალურია. მაშინ არ მახსოვს, რამ შემიშალა ხელი. სამაგიეროდ, ახლა გაგიზიარებთ 😉 მთელი ცხოვრება ურთიერთობაა. მეტი არაფერი. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, ადამიანებს ნაკლებ ვატკინოთ გული ჩვენი აწეწილი ნერვების გამო. როცა ადამიანს ვეუხეშებით და უხასიათობას ვიმიზეზებთ ამის გასამართლებლად (თუნდაც საკუთარ თავთან), ეს პიროვნება იმას კი არ ფიქრობს, რომ შენ…

ილიას ტბა

ერთი ფრიად სამწუხარო ამბის გამო წლევანდელ ზაფხულს მოგვიწია კახეთის მონახულება. მარიკოსთან ეზოში ვისხედით და სხვადასხვა საკითხებზე ვბჭობდით. იქვე ნატალია-ტატალია რწყილიან ქეციან ლეკვს ეთამაშებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დედამ დაუშალა. ყველას ძლიერ გვშიოდა და ამიტომ, გადავწყვიტეთ წავსულიყავით ილიას ტბაზე და იქვე კარგად დავნაყრებულიყავით ლამაზი ბუნების ფონზე. გზად უამრავი სურათიც გადავიღეთ. აი, რამდენიმე მათგანი. ცუდი ის იყო, რომ…

წლის პირველი პოსტი

ჯერ კიდევ გუშინ დავიწყე… რამდენიმე აბზაცი დაწერილი მქონდა, მაგრამ ავტომატურად არ შეუნახავს და დავრჩი ისე… აქამდე რას აკეთებდიო, თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ საცივში თავი არ მდებია. ხოო, მართლა, ყველა დღესასწაულს ერთად გილოცავთ! თქვენ როგორც გაგიხარდებათ, ისე ყოფილიყავით 😉 აგერ, უკვე მალე მეშვიდე გაზაფხული იქნება, რაც ბლოგი მაქვს და არასდროს გამომიქვეყნებია ჩემი “წლის გეგმა” – ერთი…

წიგნები ბათუმში – აგრეთვე, “მიდის” BIAFF-ზე

წელს პირველად მოვახერხე და ვესტუმრე ესოდენ საოცნებო წიგნების მაღაზიას – საუკეთესოს მთელს ბათუმში და იცით, რა აღმოვაჩინე, შარშან “წიგნები ბათუმში” – საავტორო კინოს ბათუმის კინოფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი ყოფილა და წელსაც, მაღაზია მხარს უჭერს BIAFF-ს. მასპინძლები –  ჩემი კურსელი და ბლოგერი, ყველასათვის საყვარელი მარიფილე და მისი მეუღლე ირაკლი არიან. დიასახლისი, გაზაფხულივით მუდამ ჰაეროვანი და შემოდგომასავით ელეგანტური,…

რა გავაკეთე შვებულების დროს

4 აგვისტოდან – 17 აგვისტოს ჩათვლით მქონდა ნანატრი შვეულება, რომლის დროსაც: ვიყავი: კოჯორში; წყნეთში; მცხეთაში; ქუთაისში; მარტვილსა და სენაკში; სამ პანაშვიდსა თუ გასვენებაში (მარტვილი, სენაკი, თბილისი); სამსახურში – ერთხელ; სამსახურის საქმეზე – ერთხელ; წავიკითხე: მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან; A Kingdom of Dreams (განმეორებით); ლამაზი მეგობარი; 4 კონტრაქტი და 3 დადგენილება;

შაბათი მეგობრებთან ერთად

უკვე აღარ მახსოვს, კვირის ბოლოს როდის დავრჩი მთელი დღით სახლში. სამსახურიდან მოსულსა და დაღლილს, შაბათ საღამოს სახლში ჯდომა და ხატვა მსურდა, მაგრამ ვინ მაცალა. მეგობრებმა ნამუსზე ამაგდეს და ამ პაპანაქებაში გარეთ გამომაგდეს. როგორც უკვე გითხარით, დიდი ხანია, რაც დაქალები არ მყავდა ნანახი. პინგვინების სტუმრობა გვქონდა გადაწყვეტილი ზოოპარკში. მაგრამ შეხვედრა 7-ისთვის დავთქვით, მე კი ამ სიცხეში, სახლში…

მოგზაურობა სვანეთში, დღე მეორე

დილა უთენია კარებზე კაკუნი გაისმა, რომელიც მე არ გამიგია. ბესომ რომ ადრე დაიძინა, ადრე ადგა და ჩვენს გაღვიძებას შეუდგა. მარიამს არ დაეზარა და ადგა, კომპანიონობა გასწია, რისთვისაც დიდად მადლობელი ვარ, იმიტომ, რომ მომეცა საშუალება რამდენიმე საათი კიდევ წამეძინა. მე ხომ დილის ძილი ასე ძლიერ მიყვარს. მერე გენაც შეუერთდა ეზოში მონებივრეთ. ნამუსმა შემაწუხა და მეც გადავწყვიტე…

გასეირნება ძველ თბილისში

მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ბოდიალს არაფერი სჯობს. განსაკუთრებით, თუ საბოდიალო ადგილი ძველი თბილისია. ხანდახან წარმოვიდგენ, რომ უცხოელი ტურისტი ვარ და ამ ყველაფერს პირველად ვხედავ. ყოველ ჯერზედ ახალ–ახალ რაღაცებს აღმოვაჩენ და შთაბეჭდილებაც სხვადასხვანაირია. ხო და კიდევ, გასეირნება ქალაქური ხინკლით ან აჭარული ხაჭაპურით თუ არ აღნიშნე, “რაა მამული…” მოკლედ, მიყვარს მე ამგვარ ბოდიალში გატარებული დღეები.

ივნისი ჩემი თვეა

ჰო, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ივნისის დადგომა ყოველთვის მიხაროდა არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ წინ სამ თვიანი არდადეგები მელოდა, არამედ იმიტომაც, რომ ამ თვეს ვარ დაბადებული. მიუხედავად იმისა, რომ ასაკი მემატებოდა, წელს მაინც გულის ფანცქალით ველოდი ივნისის დადგომას. ერთი დღეა, წელიწადში, როცა შენ ხარ “სამყაროს” ცენტში, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ შენი გარემოცვისთვისაც და დასანანია, როცა…