უკეთესი ცხოვრება 100 დღეში · ურთიერთობები

როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება მომედვნო 100 დღის განმავლობაში: პირადი ურთიერთობები

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს ❤ 1. მომდევნო 100 დღის მანძილზე, ყოველდღიურად აქტიურად ეძებე რამე პოზიტიური შენს პარტნიორში და ჩაწერე. 2. გააკეთე სქრაფბუქი სადაც ასახავ ყველაფერს, რასაც შენ და შენი პარტნიორი მომდევნო 100 დღის განმავლობაში გააკეთებთ. ამ ვადის გასვლის შემდგომ გადაეცი პარტნიორს შენი დაკვირვებების სია და შენი შექმნილი… Continue reading როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება მომედვნო 100 დღის განმავლობაში: პირადი ურთიერთობები

ბავშვის მოვლა · მოგზაურობა · სიბრძნე და გამოცდილება · ხარა-ხურა

ნივთების სია, როცა ბავშვთან ერთად მიდიხარ დასასვენებლად

წასაღები ნივთების სიას ყოველთვის ვაკეთებდი. ასე უფრო მარტივია. ყოველ წელს ვარედაქტირებდი, მაგრამ ძირითადი მაინც იგივე რჩება. მაისში ანა ბაკურიანში მყავდა და გთავაზობთ ჩამონათვალს, რომლის მიხედვითაც ბარგი ჩავალაგე და რომელიც აგვისტოშიც გამომადგება, რა თქმა უნდა, მცირედი ცვლილებებით – სეზონისა და ბავშვის ასაკის გათვალისწინებით. პ.ს. მაპატიეთ ზოგიერთი ბარბარიზმისათვის 😉 ანასთვის მძიმე არტილერია მანეჟი; კალასკა; ტაშტი; სათლი; კოვშიკი;… Continue reading ნივთების სია, როცა ბავშვთან ერთად მიდიხარ დასასვენებლად

ბავშვის მოვლა · მშობლები

7 რამ, რასაც ვერ გაიგებ სანამ არ გახდები მშობელი

შვილებამდე ცხოვრება? მინიმუმ სამ საათიანი უწყვეტი ძილი ღამით; ნორმალური ზომის ჩანთა; ქუსლები – რეგულარულად… მეგობართა გამაღიზიანებელი წუწუნი და გაუთავებელი საუბრები მათს შვილებზე… აი, მცირედი იმისა, რასაც ვერ ვხვდებოდი, სანამ დედა გავხდებოდი: 1.  “არ მცალია”- ს ნამდვილ მნიშვნელობას იყო მშობელი – ზედმეტად შრომატევადი საქმეა. ბავშვამდე ვფიქრობდი, რომ თუ დროს სწორად დაგეგმავ და სისტემას ააწყობ, არაფერიც არ არის… Continue reading 7 რამ, რასაც ვერ გაიგებ სანამ არ გახდები მშობელი

სიყვარული · ურთიერთობები

მიყვარხარ!

დრაფტებში ჩემი ძველი ნაჯღაბნი ვიპოვე, ძალიან რომანტიყვად მეჩვენა, მარა, ესკიზების მტვერისთვის მაინც მენანება და მგონი, არც ისეთი პათეტიკურია, დღის შუქს რომ არ იმსახურებდეს. რა არის სიყვარული? ალბათ, სიმშვიდის უსასრულო შეგრძნებაა, რომელიც იმით არის გაპირობებული, რომ ზურგი გაქვს. გეიმედება. იცი, რომ რაც უნდა მოხდეს, ყველაფერს გაუძლებთ ერთად. კიდევ, ალბათ მონატრების შეგრძნებაა, ესეც უსასრულო. გვერდით გყავს და… Continue reading მიყვარხარ!

თავსატეხი · საქართველო · ურთიერთობები

არიან ადამიანები…

არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რა სურთ ცხოვრებაში. ეგოისტი ადამიანები, რომლებიც მშობლის კალთას ამოფარებული შეჰყურებენ ცხოვრებას და როცა რაღაც სათამაშოს დაინახავენ, რომლის აღებაც სურთ, ვერ წყვეტენ დედასთან დარჩნენ, თუ წავიდნენ და იმ სათამაშოთი გაერთონ. მაგრამ იმ სათამაშოს არც სხვებს ანებებენ. – ავი ძაღლივით. არიან ადამიანები, რომლებსაც პატარა ბავშვებივით ეშინიათ ნათესავების აზრის. იმის, თუ როგორ დაუწყებენ პატარა… Continue reading არიან ადამიანები…

დედმამიშვილი · თავსატეხი · ურთიერთობები

Decisions they make – ანუ როგორ იზედებიან ბავშვები?!

რამდენიმე წუთის წინ ჩემი ბიძაშვილის ინსტაგრამის პროფილი დავათვალიერე. ყოველ ჯერზედ, მინდება რაღაც შევუსწორო. ზოგან თმა გადავუწიო და თვალები გამოვუჩინო, ზოგან “DuckFace”- მოვაშალო, ან თუნდაც, სურათს განსხვავებული ეფექტი დავადო. დაბადების პირველივე დღიდან ვიცნობ და ამხელა რომაა, მიჭირს აღვიქვა. გავიაზრო, რომ გაიზარდა. ისევ ის პატარა სასაცილო ქალუკა მგონია. მერე მივხვდი, რომ საკუთარი სტილი და ნიშა აქვს ნაპოვნი… Continue reading Decisions they make – ანუ როგორ იზედებიან ბავშვები?!

ორსულობა და მშობიარობა

ვნებს თუ არა ექო ბავშვის ჯანმრთელობას?!

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უამრავ სტატიას გავეცანი. ექიმებსაც ვეკითხებოდი რჩევებს და როგორც აღმოვაჩინე, სადღეისოდ, ექოსკოპია ბავშვის ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ ისახება. ყოველ შემთხვევაში, საპირისპირო ჯერ არ დაუმტკიცებიათ. რაც უფრო ახალია აპარატურა, მით უფრო ნაკლებად ასხივებს ნაყოფს. ერთ-ერთმა ექიმმა, ისიც მითხრა, თუ გინდა, ყოველ დღე გაიკეთეო… 🙂 დააკვირდით აპარატს, 5 რად-ზე ნაკლები თუ აქვს დასხივების საზომი, მშვიდად იყავით.… Continue reading ვნებს თუ არა ექო ბავშვის ჯანმრთელობას?!