ბავშვის მოვლა · მოგზაურობა · სიბრძნე და გამოცდილება · ხარა-ხურა

ნივთების სია, როცა ბავშვთან ერთად მიდიხარ დასასვენებლად

წასაღები ნივთების სიას ყოველთვის ვაკეთებდი. ასე უფრო მარტივია. ყოველ წელს ვარედაქტირებდი, მაგრამ ძირითადი მაინც იგივე რჩება. მაისში ანა ბაკურიანში მყავდა და გთავაზობთ ჩამონათვალს, რომლის მიხედვითაც ბარგი ჩავალაგე და რომელიც აგვისტოშიც გამომადგება, რა თქმა უნდა, მცირედი ცვლილებებით – სეზონისა და ბავშვის ასაკის გათვალისწინებით. პ.ს. მაპატიეთ ზოგიერთი ბარბარიზმისათვის 😉 ანასთვის მძიმე არტილერია მანეჟი; კალასკა; ტაშტი; სათლი; კოვშიკი;… Continue reading ნივთების სია, როცა ბავშვთან ერთად მიდიხარ დასასვენებლად

ბუნება · მოგზაურობა · ფოტოგრაფია

საირმე გაზაფხულზე

გაზაფხულზე საირმეში რა? სად? როდის? ჩემპიონატი გაიმართა და რა თქმა უნდა, ჩვენც გავემგზავრეთ. დილა უთენია შევხვდით ვანოსა და ნათიას და მათს მეგობრებს და ერთად გავემართეთ კურორტისაკენ. დაახლოებით პირველი-ორი საათისაკენ დანიშნულების ადგილამდე ჩავაღწიეთ და კარგად მოშიებულები კაფეტერიას შევესიეთ. სხვათაშორის, საკმაოდ კარგი საკვები ჰქონდათ და კარგად დავნაყრდით. კვების შემდგომ ჩემპიონატი დაიწყო. თავიდან მეც ვუსმენდი კითხვებს. მერე შემცივდა… Continue reading საირმე გაზაფხულზე

მეგობრები · მოგზაურობა · პირადი

ილიას ტბა

ერთი ფრიად სამწუხარო ამბის გამო წლევანდელ ზაფხულს მოგვიწია კახეთის მონახულება. მარიკოსთან ეზოში ვისხედით და სხვადასხვა საკითხებზე ვბჭობდით. იქვე ნატალია-ტატალია რწყილიან ქეციან ლეკვს ეთამაშებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დედამ დაუშალა. ყველას ძლიერ გვშიოდა და ამიტომ, გადავწყვიტეთ წავსულიყავით ილიას ტბაზე და იქვე კარგად დავნაყრებულიყავით ლამაზი ბუნების ფონზე. გზად უამრავი სურათიც გადავიღეთ. აი, რამდენიმე მათგანი. ცუდი ის იყო, რომ… Continue reading ილიას ტბა

ბუნება · კულინარია · მოგზაურობა

გასეირნება მარნეულში

რვა მარტის დილა მზიანი გამოდგა, თუმცა, ამინდი მაინც და მაინც ბევრ არაფერ სასიხარულოს გვპირდებოდა. გადავწყვიტეთ, ყურები არ ჩამოგვეყარა და არ დავნებებულიყავით – დიდი ხნის ჩანაფიქრი აგვესრულებინა და მარნეულის “სახელგანთქმული ქაბაბი” დაგვეგემოვნებინა. ჩამოვედით ქალაქის ცენტრიდა ოდნავ მოშორებით, ხიდს გადაღმა. ჩემი შტურმანი მარნეულში ხშირად იყო ნამყოფი; ესეც რომ არა, Google Maps – მომარჯვებული მქონდა. თუმცა, ასეთ პატარა… Continue reading გასეირნება მარნეულში

მოგზაურობა · საქართველო

ექსპერიმენტი – თბილისი VOL 1.

ექსპერიმენტი იმიტომ, რომ ახალი ფოტოაპარატით ვპაპარაცობ და ვატარებ ექსპერიმენტებს… გთხოვთ, შეფასებისას ძალიან მკაცრი ნუ იქნებით.

მოგზაურობა · ფოტოგრაფია

ტვინის შერყევამდე ჩემი

დიდი ხნის ოცნება რომ ავისრულე და ციფრული ფოტოკამერა ვიყიდე, უკვე მოგახსენეთ. წინა კვირას კარგი ამინდი იყო და მეც გამოვედი შენაძენით. იმედი მქონდა, რომ ულამაზეს ფოტოებს გადავიღებდი, მაგრამ არ დამცალდა. ფეხი ამისრიალდა და კინაღამ ტვინიც გადავაყოლე… ეს დღე  -საავადმყოფოში და მთელი მომდევნო კვირა ლოგინში გავატარე “შერყევით”. თუმცა, შემთხვევამდე რამდენიმე სურათის გადაღება მაინც მოვასწარი. აი, ისინიც. ვეცდები,… Continue reading ტვინის შერყევამდე ჩემი

მოგზაურობა · ფოტოგრაფია

დიდი ხნის ნანატრი, ახდენილი ოცნება – ჩემი ციფრული ფოტო კამერა

პირნათლად დავიწყე წლის დასაწყისში საკუთარი თავისთვის მიცემული დაპირებების შესრულება და რამდენიმე კვირის წინ 7 თებერვალს დიდი ხნის ოცნება – DSLR კამერა ვარგუნე. რა თქმა უნდა, წამითაც არ მიორჭოფია და ქენონი შევარჩიე. მართალია, გამიჭირდა მოდელის არჩევა, 1100D თუ 1200D. საიტებზე შედარების შემდეგ – გადავწყვიტე, რომ მიუხედავად იმისა, რომ 1100D ძველი იყო, ის ბევრი არაფრით ჩამოუვარდებოდა მეორეს.… Continue reading დიდი ხნის ნანატრი, ახდენილი ოცნება – ჩემი ციფრული ფოტო კამერა