თავსატეხი · კარიერა · სიბრძნე და გამოცდილება

პროფესია და მისი არჩევა

ახლა, როცა ეროვნული გამოცდებია, სულ უფრო და უფრო აქტუალურია პროფესიის არჩევის თემა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ხშირად მომიკრავს ყური კურსელების წუწუნისთვის, რომ არასწორად აირჩიეს პროფესია (ვინც არ იცით, გეტყვით, რომ იურიდიული ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული). მე კი – პირიქით, ჩემი არჩევანი ყოველთვის მომწონდა და იმის გამო, რომ რაღაცის სწავლა მეზარებოდა, ნამდვილად არ ვთვლიდი, რომ შევცდი. იმასაც ვამბობდი,… Continue reading პროფესია და მისი არჩევა

თავსატეხი · თვითგანვითარება · კარიერა · სიბრძნე და გამოცდილება · ცხოვრება

ზაფხულის სამი თვე

6 წლის ასაკიდან სკოლის დასრულებამდე, ყოველ წელს ზაფხულის სამ თვეს მოუთმენლად ველოდებოდი. მიჩვეული ვიყავი, რომ ზაფხული იყო დასვენების სეზონი. ამ დროს სხვა რაზე უნდა იფიქრო, თუ არა კარგად გართობასა და გაგრილებაზე?! ყველაზე მომხიბლავი მაინც სასიამოვნო უსაქმურობაა. ხეზე ძრომიალი, საყვარელი მულტფილმებისა და ფილმების ყურება, წიგნების კითხვა, ხატვა, ცურვა, “განძის ძიება” და ა.შ. ბევრგან საზაფხულო სკოლაც არსებობს,… Continue reading ზაფხულის სამი თვე

კარიერა · ცხოვრება

წინ გადადგმული ნაბიჯი

“ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დრო რომელიც სამსახურამდე და უკან დასაბრუნებლად იხარჯება, სამუშაო საათებად მიიჩნევა.” თუმცა, ეს რეგულაცია ეხებათ მხოლოდ და მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც არ აქვთ სტაბილური ოფისი და უწევთ სხვადასხვა დანიშნულების ადგილას მისვლა. ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, სამსახურამდე და უკან გზა იმ მუშაკთათვისაც სამუშაო დროდაა ჩასათვლელი, ვისაც სტაბილური ოფისი აქვთ და აი, რატომ… თითქმის სამი… Continue reading წინ გადადგმული ნაბიჯი

კარიერა · საინტერესო · სიბრძნე და გამოცდილება · DIY

როგორ დავწეროთ მკვლელი ესსე/რეფერატი

გაიგე, რა სურს მასწავლებელს/ლექტორს კარგად წაიკითხე დავალება და დაყავი ნაწილებად; დაყოფილი ნაწილები უკვე შენი ესსეს ჩონჩხი, ანუ გეგმაა; არ დაიწყო შესავლით ეს მხოლოდ დროის ფუჭი კარგვაა – შეიძლება, მუზაც დაკარგო; შესვალი? მაშინ, როცა შენი ესსე ჯერ არ არსებობს?! დაიწყე მთავარი/ძირითადი პარაგრაფებით. მთავარი/ძირითადი პარაგრაფები ყველაზე მაგარი თემის წერისას, ესაა საშუალება იმისა, რომ ადამიანებს ფიქრის მიმართულება შეუცვალო… Continue reading როგორ დავწეროთ მკვლელი ესსე/რეფერატი

კარიერა · საქართველო

დასვენების დღეებში მუშაობის თაობაზედ

16 იანვარს, შაბათს ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ჩავაბარე ანალიზები. როცა ვკითხე, პასუხები როდის იქნება მეთქი, მითხრეს, სამშაბათს, დღის მეორე ნახევარშიო. დღეს გამახსენდა, რომ ხვალ, ანუ სამშაბათს, 19 რიცხვია – შესაბამისად, დასვენების დღეა. გადავრეკე აღნიშნულ კლინიკაში და მითხრეს, რომ ჩვეულებრივ, მუშაობდნენ. მართალია, მე ვისვენებ და ჩემთვის ხელსაყრელი დროა ექიმთან მისასვლელად , მაგრამ მაინც!სულ ვბრაზდები ხოლმე, დაწესებულებებზე, რომლებიც თანამშრომლებს შრომის… Continue reading დასვენების დღეებში მუშაობის თაობაზედ

კარიერა · ცხოვრება

შაბათი ანგრევს ჯანმრთელობას

პირადი დაკვირვებიდან გამომაქვს დასკვნა, რომ შაბათს მუშაობა არყევს როგორც დასაქმებულის ფსიქიკურ, ისე, ფიზიკურ ჯანმრთელობას! შაბათს მუშაობაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება ექვს დღიანი სამუშაო კვირა. გიჟები არ არიან საფრანგეთში სამუშაო კვირა 35 საათამდე რომ ჰყავთ დაყვანილი. ჩვენთან კი ოფიციალურად 40-ია, თუმცა, რეალურად – ზოგან შესვენებითაც ვერ სარგებლობ ნორმალურად, რაც ავტომატურად 45-ამდე ზრდის საათებს და გარდა ამისა,… Continue reading შაბათი ანგრევს ჯანმრთელობას

კარიერა · ურთიერთობები

უტაქტო შენიშვნების თაობაზედ

ამ პოსტის გამოქვეყნება რამდენიმე თვის წინ მსურდა, მაგრამ დრაფტებში ჩამრჩა დაუსრულებელი, ამიტომაც, ახლა დავხვეწ და გაგიზიარებთ! არამგონია, რომელიმე მაღალი თანამდებობა გაძლევდეთ იმის უფლებას, თანამშრომელს უტაქტო და უადგილო შენიშვნა მისცეთ, მით უმეტეს, ისეთ საკითხზე, რომელიც საქმეს არ ეხება. თუ ვინმეს შეურაცხყოფას მიაყენებთ, შეიძლება მავანი გაჩუმდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ თანამდებობა გაქვთ მაღალი. მაგრამ როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებთ, სხვისგან… Continue reading უტაქტო შენიშვნების თაობაზედ