ბუნება · თავსატეხი

გაზაფხული

დღეს გაზაფხულის პირველი დღეა, BTW, გილოცავთ! მე კი შუა შემოდგომა მგონია. What is wrong with me? PPL?! პ.ს. ბოტები (ახალი, თორემ ძველი კი მქონდა) უკვე ვიყიდე…

ბუნება · მოგზაურობა · ფოტოგრაფია

საირმე გაზაფხულზე

გაზაფხულზე საირმეში რა? სად? როდის? ჩემპიონატი გაიმართა და რა თქმა უნდა, ჩვენც გავემგზავრეთ. დილა უთენია შევხვდით ვანოსა და ნათიას და მათს მეგობრებს და ერთად გავემართეთ კურორტისაკენ. დაახლოებით პირველი-ორი საათისაკენ დანიშნულების ადგილამდე ჩავაღწიეთ და კარგად მოშიებულები კაფეტერიას შევესიეთ. სხვათაშორის, საკმაოდ კარგი საკვები ჰქონდათ და კარგად დავნაყრდით. კვების შემდგომ ჩემპიონატი დაიწყო. თავიდან მეც ვუსმენდი კითხვებს. მერე შემცივდა… Continue reading საირმე გაზაფხულზე

ბლოგი · ბუნება · თავსატეხი · საინტერესო · ხარა-ხურა · ხელოვნება

კრეატიული საახალწლო საჩუქრები

ალბათ, გონება გადაგეღალათ იმაზე ფიქრით, თუ რა აჩუქოთ ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს საახალწლოდ. აი, რამდენიმე ვარიანტი: სანიშნე-სტიკერი: ბალახი თუ თქვენი ახლობელი ჩემსავით წიგნის ჭიაა და საკანცელარიო ნივთების მაღაზია მისი სისუსტეა, ასევ, გიჟდება ბუნებაზე მაშინ მას აუცილებლად მოეწონება ბალახის ფორმისა სამი სხვადასხვა ზომის სტიკერი. რომელთა დახმარებითაც, ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ წიგნი “ყვავის”. მართალია, შეკვრაში მხოლოდ 75… Continue reading კრეატიული საახალწლო საჩუქრები

ბუნება · კულინარია · მოგზაურობა

გასეირნება მარნეულში

რვა მარტის დილა მზიანი გამოდგა, თუმცა, ამინდი მაინც და მაინც ბევრ არაფერ სასიხარულოს გვპირდებოდა. გადავწყვიტეთ, ყურები არ ჩამოგვეყარა და არ დავნებებულიყავით – დიდი ხნის ჩანაფიქრი აგვესრულებინა და მარნეულის “სახელგანთქმული ქაბაბი” დაგვეგემოვნებინა. ჩამოვედით ქალაქის ცენტრიდა ოდნავ მოშორებით, ხიდს გადაღმა. ჩემი შტურმანი მარნეულში ხშირად იყო ნამყოფი; ესეც რომ არა, Google Maps – მომარჯვებული მქონდა. თუმცა, ასეთ პატარა… Continue reading გასეირნება მარნეულში

ბუნება · თავსატეხი · მშობლები · პირადი · საქართველო · სიყვარული · ურთიერთობები · ცხოვრება

შორთქათი გაზაფხულისკენ

ჩემს ცხოვრებაში არასდროს მყვარებია გაზაფხული. ზამთარში თოვლი მიხაროდა, ზაფხულში – არდადეგები, მზე და ზღვა. შემოდგომასაც ჰქონდა თავისი ხიბლი – უნივერსიტეტში/სკოლაში დაბრუნება – მეგობრებისა და მონატრებული ხალხის ხილვის გამო. გაზაფხული წვიმებთან და ჩამოუყალიბებელ ამინდებთან ასოცირდებოდა. ნუ მაისს კიდევ არაუშავდა, ბუნება იღვიძებდა – მაგრამ მოახლოებული გამოცდების მოლოდინი ყველანაირ ხალისს ჰკლავდა, გარშემო სილამაზე აღმექვა. არ მინდა აუგი ვთქვა, მაგრამ… Continue reading შორთქათი გაზაფხულისკენ

ბუნება · მშობლები · სიყვარული

სამაგალითო მშობლები! ფოტოები საუკეთესო განწყობისთვის

მშობლის სიყვარულის შვილისადმი, ალბათ, ამ ქვეყნად ვერაფერი შეედრება. განსაკუთრებით სამაგალითო მშობლები ცხოველები არიან, იმიტომ, რომ ადამიანებმა “ადამიანობა” დავკარგეთ და ეჰ, ცხოველებს დამსგავსება სანატრელი გაგვიხდა. ნუ შემეწინააღმდეგებით, აბა, გაიხსენეთ, სამსახურიდან შინ დაბრუნებულები და გაღიზიანებულები ოჯახის წევრებს როგორ ვაკლებთ იმ სითბოსა და ყურადღებას, რომელსაც ჩვენში დებდნენ და ახლაც არ იშურებენ. IMHO, სიტყვა “ცხოველი” მალე სალანძღავ მნიშვნელობას დაკარგავს.… Continue reading სამაგალითო მშობლები! ფოტოები საუკეთესო განწყობისთვის

ბლოგი · ბუნება · დედმამიშვილი · მეგობრები · მოგზაურობა · მუსიკა · მშობლები · მხატვრობა · პირადი · საქართველო · სტილი · ცხოვრება · ძირითადი · ხელოვნება

რა გავაკეთე შვებულების დროს

4 აგვისტოდან – 17 აგვისტოს ჩათვლით მქონდა ნანატრი შვეულება, რომლის დროსაც: ვიყავი: კოჯორში; წყნეთში; მცხეთაში; ქუთაისში; მარტვილსა და სენაკში; სამ პანაშვიდსა თუ გასვენებაში (მარტვილი, სენაკი, თბილისი); სამსახურში – ერთხელ; სამსახურის საქმეზე – ერთხელ; წავიკითხე: მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან; A Kingdom of Dreams (განმეორებით); ლამაზი მეგობარი; 4 კონტრაქტი და 3 დადგენილება;