არაფერზე და ყველაფერზე – წლის შემაჯამებელი პოსტი

სანამ წლის შეჯამებას გავაკეთებდე, აუცილებლად უნდა გავიხსენო საახალწლო რეზოლუცია – გეგმა, რომელიც ჩემს თავს დავუსახე წლის დასაწყისში. მათგან მხოლოდ რამდენიმე შევასრულე…

  1. უმთავრესად, მივალ ყველა ექიმთან, ვისთან მისვლაც შარშან გადავდე და პირობას ვდებ, რომ მივხედავ ჩემს ჯანმრთელობას;
  2. მივაღწევ კარიერულ წინსვლას; 
  3. სულ მცირე, ერთხელ მაინც დავტოვებ საქართველოს საზღვრებს;
  4. მოვღონიერდები ფინანსურად;
  5. არ ვიდარდებ ადამიანებზე, რომლებიც ჩემი ყურადღების ღირსნი არ არიან!
  6. ვიზრუნებ სულიერ სიმშვიდესა და ჩემი პიროვნების განვითარებაზე;
  7. ვიზრუნებ პროფესიულ განვითარებაზე და იურიდიულ ლიტერატურასთან ერთად, გავეცნობი მეტ სიახლეს;
  8. დავასრულებ ყველა დაუსრულებელ საქმეს; ხოო, კინაღამ დამავიწყდა…
  9. უცილებლად ვიყიდი ძალიან კარგ ციფრულ ფოტო-აპარატს (100%-ით Canon-ს  და ჩემს პატარა გეგმას განვახორციელებ).

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 90%-ით ვერ შევასრულე გეგმა, 2015 წელი მაინც საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში, რამდენადაც ის ძირეული ცვლილებებისა და გარდატეხის წელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი დედაჩემის ბიძის გარდაცვალებით დაიწყო და 31,1,2 და 3 ჭირისუფლებში ვირიცხებოდი. და ასევე, მიუხედავად იმისა, რომ იანვრის თვეში ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ადამიანს სერიოზული ოპერაცია გაუკეთეს და აღნიშნულის თაობზე ძლიერ ვღელავდი.

დასახულ მიზნებს მინდა დავუბრუნდე. თებერვალში ტვინის შერყევა მივიღე და ძალაუნებურად, მომიწია ექიმებთან სიარულმა. დღემდე აქტიურად ვიყენებ ჩემს დაზღვევას და ხან რომელი სფეროს სპეციალისტს ვაწუხებ და ხან – რომელ ლაბორატორიას. ასე რომ, დიახ, პირველ პუნქტს წარმატებით ვასრულებ ახლაც.

რაც შეეხება კარიერულ წინსვლას – მაისის დასაწყისში იურისტის თანამდებობაზე “კადრების ინსპექტორის” თანამდებობაც დამემატა. დეკემბრიდან კი სამსახური შევიცვალე, რამაც ფინანსურად ჩემ “მოღონიერებაზეც” იქონია გავლენა.

კარიერული წინსვლა მქონდა როგორც სამართალმცოდნეობის, ისე – სოციალური მედიის მხრიდანაც. კერძოდ, 2015 წლის ზაფხულიდან აქტიურად დავიწყე თანამშრომლობა პალიტრა მედიასთან და ჩემთვის უსაყვარლეს საქმეს – წიგნების კითხვასა და მათზე პატარა სტატიების წერასაც მივყავი ხელი. ამასთან, დავგეგმე და განვახორციელე კიდევ ერთი პროექტი – რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ჩემი თავით ფიად კმაყოფილი დავრჩი.

მართალია საფრანგეთში ვერ წავედი, მაგრამ სახელმწიფო საზღვარი ერთხელ მაინც გადავკვეთე. წელს მცირე ხნით თურქეთში ვიყავი.

ერთი წლის მანძილზე ძალიან გავიზარდე. ძალიან იშვიათად თუ მიმაქვს გულთან ახლოს იმ ადამიანების ბოდიალი, ვინც ჩემი ყურადღების ღირსნი არ არიან და მახსოვს, რატომ მაქვს ორი ყური. შესაბამისად, ნაკლებად მიტოკდება ნერვი და თავს სრულიად მშვიდად ვგრძნობ. სტრესი უკან მოვიტოვე. ახლა სხვა სადარდებელი და საზრუნავები მაქვს.

სადღეისოდ, მეტი დრო მრჩება იურიდიული ლიტერატურისა და სასამართლო პრაქტიკის გაცნობისათვის და იმედი მაქვს, ჩემს ცოდნას სულ უფრო და უფრო მეტად გავიღრმავებ.

2015 წელი ძველი საქმეების დასრულებისა და ახლის საწყისის წელია ოფიციალურად! შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მეშვიდე პუნქტი ყველაზე წარმატებულად შესრულდა.

წელს იმასაც მივაღწიე, რომ ალტაში შესულს აღარაფრის შეძენის სურვილი აღარ დამეუფლა. ყველა გაჯეტი მაქვს, რაც კი ოდესმე მდომებია. ბოლო პუნქტი ციფრული იყო, რომელიც ამჟმად წარმატებით განისვენებს ჩემს კომოდში.

გარდა ამისა, წელს კიდევ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა:

მოვნათლე ანგელოზები ელისაბედი და გაბრიელი და ახლა სამი ნათლული მყავს.

და ბოლოს, მივიღე ჩემი ცხოვრების უმთავრესი გადაწყვეტილება – გადავდგი ნაბიჯი და დავოჯახდი!

მგონი, საინტერესო წელი გამოვიდა.

Advertisements

კრეატიული საახალწლო საჩუქრები

ალბათ, გონება გადაგეღალათ იმაზე ფიქრით, თუ რა აჩუქოთ ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს საახალწლოდ. აი, რამდენიმე ვარიანტი:

სანიშნე-სტიკერი: ბალახი

თუ თქვენი ახლობელი ჩემსავით წიგნის ჭიაა და საკანცელარიო ნივთების მაღაზია მისი სისუსტეა, ასევ, გიჟდება ბუნებაზე მაშინ მას აუცილებლად მოეწონება ბალახის ფორმისა სამი სხვადასხვა ზომის სტიკერი. რომელთა დახმარებითაც, ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ წიგნი “ყვავის”.

მართალია, შეკვრაში მხოლოდ 75 სტიკერი დევს და ფასი ასტრალში მერყეობს სტიკერისთვის, მაგრამ ის მაინც ორიგინალური და კრეატიული საჩუქარი იქნება წიგნის ყველა მოყვარულისთვის.

სად შევიძინო?

ფოტო-კამერა გასაშლელ წიგნში

თქვენს წინაშეა წიგნი, რომელიც მარტივად გარდაიქმნება მუშა ფოტო-კამერად. წიგნს მოჰყვება დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გაამჟღავნოთ კადრი, რომელიც ფირის სახით ჩატვირთულია წიგნში.

სად შევიძინო?

iPhone-ის ქეისი 4 ერთში

მობილური ფოტოგრაფია ახალ საფეხურზე ადის, ეს შესანიშნავი საჩუქარია iPhone-ის მესაკუთრეთათვის. ერთდოულად, ქეისი და ლინზები (4 in 1). ლინზები იძლევიან იმის საშუალებას, რომ გადაიღოთ უმაღლესი ხარისხის სურათები შეუზღუდავი პერსპექტივიდან.

ესადაგება როგორც iPhone 5/5s, ისე – iPhone 6-სა და iPhone 6Plus-ს.

სად შევიძინო?

წყალგაუმტარი ბლუთუს სპიკერი/დინამიკი აბაზანისათვის

speaker

წყალგამძლე და წყალგაუმტარი სპიკერი აბაზანისთვის, რომელიც ბლუთუსის საშუალებით უკავშირდება თითქმის ნებისმიერ სმარტფონს. მასზე განთავსებული ღილაკები იძლევა იმის საშუალებას, რომ გადართოთ არასასურველი მელოდია და ასევე, უპასუხოთ შემოსულ ზარებს.

სად შევიძინო?

ბალახის ფორმის კალმები

ვისაც მწვანე ბალახის სტიკერები მოეწონა, შესაბამისი კალმებითაც მოიხიბლება. გაუხალისეთ საყვარელ ადამიანებს სამუშაო გარემო და განწყობა!

სად შევიძინო?

თამაში-სიმულაცია

თქვენს წინაშეა მომავლის „რაკეტბოლი“ – თამაში სიმულაცია, რომელიც ორი მოთამაშისთვისაა შექმნილი, თუმცა, შესაძლოა ვირტუალურ მოთამაშესაც შეეჯიბროთ. ყველაზე კარგი ისაა, რომ ბავშვები თამაშისას არაფერს დალეწავენ.

.

სად შევიძინო?

მოსახერხებელი სანთებელა

Lighter

ლაითერ ბრო პრო – უჟანგავი ფოლადისგან შექმნილი სანთებელაა, რომელსაც დამატებით 13 „ხელსაწყო“ და უამრავი ფუნქციური დანიშნულება აქვს.

სად შევიძინო?

“ჭკვიანი” ლახტი

სმარტ ლახტი – ახდენს თქვენი ფიტნეს მონაცემების დემონსტრირებას, უშუალოდ ვარჯიშის პროცესში. ის უკავშირდება მობილურის აპლიკაციას – Smart Gym – და ვარჯიშის დროსთან ერთად ითვლის ახტომებისა და დამწვარი კალორიების რაოდენობას. შეგიძლიათ აირჩიოთ ზომებში. ოღონდ გაითვალისწინეთ, რაც  უფრო მოკლეა ლახტი, მით უფრო სწრაფია ის. ამიტომ, ვინც ამ საკითხში კარგად არის დახელოვნებული, შედარებით მოკლე ზომის გაჯეტი დასჭირდება.

სად შევიძინო?

ქოთნები წვიმით

წვიმიანი ქოთნის გამოყენება ძალზედ მარტივია. მხოლოდ ღრუბლების მომარაგება გევალებათ წყლით და წვეთები თავისით იპოვნიან გზას „დედამიწისკენ“. შედგება პლასტმასისა და სილიკონისაგან. მოეწონება ნებისმიერ დიასახლისს, ვისაც უყვარს ბუნება და მცენარეები.

სად შევიძინო?

იმედია, მოგეწონათ იდეები. ჯერ საკმარისად დრო გაქვთ შესაკვეთად და გამოსაწერად. თუ ამ პოსტმა კარგი გამოხმაურება ჰპოვა, აუცილებლად ელოდეთ გაგრძელებასაც.

რა კავშირია ჩემსა და კომბლეს შორის

კომბლე ხომ გახსოვთ, კომბლებს რომ თლიდა და სხვენზე აწყობდა…

მეც ეგრე ვარ… პოსტებს “ვთლი” და “დრაფტებში” ვაწყობ.

რამდენი კარგი რამ მაქვს გადატანილი ბლოგის ვირტუალურ ფურცლებზე, მაგრამ ვერ მივედი იქამდე, რომ გამოვაქვეყნო. ზოგს ხელის ბოლო შეხება სჭირდება (Featured – სურათის დამატება, Tag-ებისა და კატეგორიების განსაზღვრა), მე კი – ხან რას ვიმიზეზებ და ხან რას. ზოგი ძალზედ პირადულია… ზოგმაც – შესაძლოა, მავანთ გული ატკინოს. 

მე კი ახლა გაფილტვრის თავი არ მაქვს. მეორეც, რამე რომ შეცვალო – ის არ იქნება, რაც იყო ჩაფიქრებული. თითოუელი ჩანაწერი უნიკალურია და ღირებულია (ჩემთვის) ზუსტად ისეთი ფორმით, რა ფორმითაც ამჟამდ განისვენებს ესკიზების განყოფილებაში.

იყო დრო, ყველაფერს ნათლად და ცხადად ვაქვეყნებდი და ეს თამამი გოგო მენატრება. 🙂

აი, ეს საერთოა ჩემსა და კომბლეს შორის – შავი დღისთვის კომბლებს/პოსტებს ვთლით და “ჭერში” ვაწობთ – ვინცობაა და ჩვენი “ცხვრები” გასაჭირში აღმოჩნდნენ…

ბლოგის 7 წლის იუბილე

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე სულ მავიწყდებოდა და გვიან მახსენდებოდა, რომ 16 მარტს ჩემი ბლოგის დაბადების დღეა.

ამჯერად, მოხდა საოცრება და დროულად ამომიტივტივდა გონებაში ტბილი მოგონება…print & pattern designed by Carolyn Gavin www.ecojot.com www.designerjots.squarespace.com

მართალია, დღეს ის მისამართი აღარ არის ცოცხალი და აქეთ გადმოვბარგდი – სუფთა ფურცლიდან დავიწყე ჩანაწერების კეთება, მაგრამ თარიღი მაინც უცვლელია – ეს ის დღეა, როცა ჩემი მოსაზრებების “ფართო” აუდიტორიისთვის გაზიარება გადავწყვიტე და აგერ, უკვე შვიდი წელია, ხან აქტიურად, ხანაც – პასიურად, ვცდილობ, სათქმელი თქვენამდე მოვიტანო.

მადლობა ყველას, ვინც ერთხელ მაინც ესტუმრეთ ჩემი ბლოგის ვირტუალურ ფურცლებს.

მიხარია, რომ მისი წყალობით უამრავი სასიამოვნო ადამიანი გავიცანი და რამდენიმე გულითადი მეგობარიც შევიძინე.

რაც მთავარია, თავად ბლოგია ჩემი ერთგული თანამგზავრი და მესაიდუმლე. Happy Blogsday to you!

იმედია, საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის!

Love you all.

წლის პირველი პოსტი

ჯერ კიდევ გუშინ დავიწყე…

რამდენიმე აბზაცი დაწერილი მქონდა, მაგრამ ავტომატურად არ შეუნახავს და დავრჩი ისე…

აქამდე რას აკეთებდიო, თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ საცივში თავი არ მდებია.

ხოო, მართლა, ყველა დღესასწაულს ერთად გილოცავთ! თქვენ როგორც გაგიხარდებათ, ისე ყოფილიყავით 😉

what is nice about this is that more of most of these would be so welcome. and they are so easy to get. :)აგერ, უკვე მალე მეშვიდე გაზაფხული იქნება, რაც ბლოგი მაქვს და არასდროს გამომიქვეყნებია ჩემი “წლის გეგმა” – ერთი მარტივი მიზეზის გამო, მაგისტრატურის დასრულებისა და სამსახურის პოვნის შემდგომ ჩანაფიქრები და მიზნები არ დამისახავს. იმას, რაც მე მქონდა, გეგმას ვერც დავარქმევთ, ალბათ… “ცხოვრების საფეხური” და/ან “აუცილებელი ეტაპი” უფრო ეთქმის.

New year’s resolution – ასე ეწოდება ინგლიურად… მე რაღაც ახალი ტრადიცია მეგონა და ამ პოსტის წერისას შევიტყვე, რომ თურმე, ჯერ კიდევ ბაბილონელები დებდნენ პირობას ღვთის წინაშე, რომ დააბრუნებდნენ ნასესხებ ვალებსა და ნათხოვარ ნივთებს.

მოგვიანებით, რომაელებიც დებდნენ პირობებს იანუსის , ღმერთის წინაშე, რომლის პატივსაცემადაც იანვარს ეწოდა სახელი.

ხოდა, წელს მეც დაგავწყვიტე, შევერთებოდი მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს და რომ აუცილებლად უნდა დავსახო შესასრულებელი მინიმუმი, რომლის ნაწილს (რომელიც ზედმეტად პირადული არ იქნება) თქვენც გაგიზიარებთ. Continue reading “წლის პირველი პოსტი”