მუზა წერაში მოდისო?!

3 მაისი

გახსნილი გაქვს ახალი ფანჯარა, გინდა რამე დაწერო, სათქმელი ბევრია, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო…

მასეთ დროს, ალბათ, უნდა ადგე და დაიწყო წერა. სულერთია, თუნდაც რამდენიმე წინადადება, იმიტომ, რომ “მადა ჭამაში მოდისო” და იქნებ, ანალოგიურად – მუზაც წერაში მოვიდეს.

17 ივლისი

ტყუილი ამბავია ის, რაც ზემოთ მიწერია. სულაც არ მოდის მუზა წერაში. რომ მოდიოდეს, ამხელა შუალედი არ იქნებოდა ნაწერებს შორის.

აი, რაღაცნაირად რომ ხარ, გინდა რაღაც შექმნა – შინაგანი წვა გაქვს, მოუსვენრობა გიპყრობს, მაგრამ სიზარმაცე, ან არ ვიცი, რა – ვერაფრის შექმნის შიში რომ გაჩერებს:

– მოიცა, რა… თუ ძმა ხარ. რა დროის წერაა? რა დროის ხატვაა? ღირებული მაინც არაფერი გამოგივა და ტყუილად დრო უნდა დაკარგო. მოდი, საქმე გააკეთე, ვერ ხედავ, თავზე გაყრია…

ხოდა, შენც დგები, შემოქმედებას საქმეს ანაცვალებ, მაგრამ საქმის კეთებაზე რომ მიდგება საქმე, იქ Facebook-ს გახსნი, აქ ვიღაც დაგიძახებს, იქ – შეტყობინება მოგივა და ა.შ.

რამდენ დროს ვფლანგავთ ადამიანები უაზრობებში.

ხანდახან მინდა, ავდგე და რაღაც შევცვალო და ვდგები და ვცვლი, ოღონდ, იცით, როგორ? აი, სურათი გამახსენდა საილუსტრაციოდ გამოდგება 99%-ით:

რა ვაკეთო? / What Shall I do?-ს ფოტო.

ის 1%-იც კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ მოსაწყენი სულაც არ არის და ირგვლივ უამრავი რამ ხდება, მაგრამ ჩემი დადებითი წვლილი არ შემაქვს ამ ყოველივეში – არაფერს ვქმნი, თუ რამეს ვქმნი – უმნიშვნელოს.

არა, მუზა წერაში არ მოდის…

მუზა საერთოდ არაფერ შუაშია.

მთავარია, თუ გაქვს რამე სათქმელი და სენტიმენტალურ განწყობაზე იყო.

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.