ჟმოტობა გაპრავებითა და მფლაგველობა განკითხვით…

აი, რაც უნდა “გააპრავოს” კაცმა, ჟმოტობა – ჟმოტობაა, მაგრამ ხანდახან… შეიძლება ასე თუ ისე, უპოვო ფსიქოლოგიური ახსნა.

ერთ-ერთი ნაწარმოებიდან პასაჟი მახსენდება, როცა მთავარი მოქმედი გმირი საშინლად ღიზიანდება, როდესაც სხვები თეფშს ბოლომდე არ ასუფთავებენ და საკვებს ზედ ტოვებენ, ხოლმე. ეს იმიტომ, რომ რთული ბავშვობა და შიმშილობა გამოიარა. მაშინ, როცა აფრიკაში დღესაც ამდენი ადამიანი კვდება სწორედ აღნიშნული მიზეზით.

იგივე დაღი გვაქვს დასმული ჩვენც, ქართველებს, ბნელი 90-იანების, უშუქობის, უფულობის, უარაფრობის, ომგამოვლილსა და სანთელზე ადუღებული ჩაის თაობას.

თამამად ვიტყვი, არ გვილხენდა. ძლიან ცოტას თუ ულხენდა. ყოველთვის სუფთად გვეცვა, არ გვშიოდა. მაგრამ ეგ იყო და ეგ. სკოლის გადასახადს ძლივს ვქაჩავდით, და ალბათ, რამდენი უძილო ღამე აქვს ჩვენს მშობლებს გათენებული, იმაზე ფიქრით, როგორ მოეცათ უკეთესი განათლება ჩვენთვის. იშვიათად დავდიოდით თეატრებში, თითქმის არასდროს – კინოში; ატრაქციონებზე – წელიწადში – მაქსიმუმ – 2-ჯერ. ბევრი რამ გვაკლდა.

ამ პერიოდში, ფულის დაზოგვას მივეჩვიეთ, დაზოგვას, რომელიც თანდათან – ჟმოტობაში გადაგვეზარდა.

მთელი ბავშვობა ბარბის თოჯინაზე ვოცნებობდი, მერე, როცა ჩემი ხელფასი და შემოსავალი გამიჩნდა, ჩემი ოცნება ჩემს დას ავუსრულე, რომელსაც შენი ბარბი სულ ცალ ფეხზე ეკიდა… სადღაც მიწერია კიდეც. ის ბარბი მაშინ მინდოდა, მაშინ მაკლდა, პატარა რომ ვიყავი.

Hermès Read about French Glamour and style, and for wedding ideas, honeymoons and creating romantic occasions in Paris visit www.elopeinparis.comდღეს, ძალიან მიჭირს ძვრიადღირებული ნივთებისათვის ფული გავიმეტო, სანაცვლოდ კი 5-6 სხვა ნივთს ვყიდულობ, რომელიც ჯამში მაინც იმ რაოდენობაზე ადის, რაც ის თავდაპირველი ნივთი ღირდა.

ასე, მაგალითად, ლევისის ჯინსი მინდოდა, 100 ლარი ღირდა 50% ფასდაკლებით, დამენანა. წავედი და ვიყიდე 5 მაისური, 1 კაბა და “კოტონის” 2 შარვალი, მაგრამ არცერთს ისეთი სიამოვნება არ მოუნიჭებია, როგორიც შემდეგ ხელფასზე – მომენტალურად მიღებული გადაწყვეტილებისას ნაყიდ იმავე ლევისს. ის შვიდი ნივთი კარადაში დევს, ჯინსი კი 6/7 მაცვია და ერთი დღე – შრება.

ზოგს უცხოეთში დასასვენებლად წასვლა ეძვირება, არადა, საქართველოს კურორტებზე “ნამდვილი” პატრიოტივით, გაცილებით მეტი ეხარჯება.

მავანს დამლაგებლის სახლში მოყვანა და 30-50 ლარის გადახდა ენანება, იმაში, რომ თვითონ წელი არ მოიწყვიტოს და შაბათ-კვირას ჯვარს არ ეცვას, რასაც მერე მაინც არავინ დაუფასებს, არადა, რად ღირს ერთი კარგი ორდღიანი დასვენება – ყოველგვარი საოჯახო საქმისა და დასახეხი აბაზანა-ტუალეტის გარეშე.

“მდიდრები ხომ არ ვართ?!.”

არა, არ ვართ მდიდრები და ალბათ, არც არასდროს ვიქნებით.

ახლა ვცხოვრობთ. ერთხელ ვცხოვრობთ და თუ ჩვენი თავისთვის ფულის დახარჯვა გვენანება, სხვებს მაინც ვაცადოთ და ნუ განვიკითხავთ, თუ ცოლებს 300 ლარიან კაბებს ჩუქნიან და ოჯახი ერთი კვირით როიალ ბატონში ან თუნდაც მისაქციელში მიჰყავთ დასასვენებლად.

Here is our lazy river at the Velas Vallarta Resort that i work at. I love this resort!

 

ვისაც რაში უსწორდება, იმაში დახარჯავს ფულს. ვისაც სად უნდა, იქ შეინახავს ბანკნოტებით გამოტენილ მუთაქებს. 😀

2 thoughts on “ჟმოტობა გაპრავებითა და მფლაგველობა განკითხვით…

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.