მარისა მეიერის “სინდერი”

Image result for სინდერიბოლოს წაკითხული წიგნებიდან შედარებით განსხვავებული იყო მარისა მეიერის “სინდერი”. დასრულებისთანავე მსურდა გაგრძელების – ქრონიკის მეორე წიგნის – “სკარლეტის” წაკითხვა, მაგრამ პარალელურ რეჟიმში “ნისქმნილის” მეორე ტომი მაქვს დაწყებული, რომელიც დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ, მეიერს მცირე ხნით დალოდება მოუწევს.

ავტორი ახალგაზრდა – ჩემი თაობის – მწერალია. ამით არის გაპირობებული ის, რომ აღნიშნული ნაწარმოების ინსპირაცია ჩვენი საერთო საყვარელი ანიმე – “Sailor Moon” – გახდა. მთლიან სერიასაც – “მთვარის ქრონიკა” ჰქვია.

საინტერესო ისაა, რომ რამდენჯერმე დავიწყე ხსენებული წიგნის კითხვა, რადგანაც, მთავარ მოქმედ პირად “თინეიჯერი კიბორგი მექანიკოსი გოგონა” ვერ წარმომედგინა და დრო დამჭირდა შესაგუებლად. მერე თავს ძალა დავატანე და თვალი ვერ მოვწყვიტე. ლამის, ჩემი 1 წლისა და 9 თვის შვილიც დამავიწყდა.

360 გვერდის მოკლე შინაარსი შემიძლია 5 წინადადებით გადმოგცეთ, მაგრამ რომანი გაწელილად სულაც არ მოგეჩვენებათ.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე – ძლივს, რაღაც ცოტათი განსხვავებული…

მოქმედება ტოკიოში ვითარდება. მე-4 მსოფლიო (!!!) ომიდან დაახლოებით 1,25 საუკუნეა გასული. დედამიწას საერთო მტერი “მთვარის ვერაგი მოსახლეობა” და მათი ძალაუფლების მოყვარული დედოფალი ჰყავს, რომელიც არაფრიტ აწერს ხელს მსოფლიო ზავს და დედამიწას საკუთარ პირობებს უყენებს ულტიმატუმის სახით, რომლის არ შესრულებაც პლანეტას მეხუთე მსოფლიო ომს უქადის, მაშინ როცა პარალელურად, მიწაზე მომაკვდინებელი დაავადების, შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებს. სასწორზე ზედმეტად ბევრი დევს!

Image result for cinder

გაგიკვირდებათ და დედამიწის ხსნის უნარი მხოლოდ ზ.ა. თინეიჯერ კიბორგ მექანიკოსს გოგონას შესწევს. მისი სხეულის 30%-ი ადამიანის ხელოვნური ჩარევის შედეგია, რადგანაც მისი სიცოცხლე მეცნიერებმა და ტექნოლოგიის უახლოესმა მიღწევებმა ძლივს გამოსტყუეს სიკვდილს. ყველა სიკეთესთან ერთად, მას “ბოროტი დედინაცვალი” ზრდის, რომლის ქმარიც გოგონას შვილებიდან მალევე დაიღუპა შავი ჭირით.

ერთ მშვენიერ დღეს კი, როცა მის სახელოსნოს უჩვეულო სტუმარი ეწვევა, გოგონას ცხოვრება თავიდან ბოლომდე შეიცვლება…

სასიამოვნო კითხვის პროცესს გისურვებთ!

გამიხარდება, თუ კი გამიზიარებთ თქვენს შთაბეჭდილებებს. ❤

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.