ღვარძლი, რომელსაც თესავ!

ენჯი თომასის აღნიშნული წიგნი პირველად GoodReads-ის ჯილდოების კანდიდატებში ვიხილე. რატომღაც, მაშინვე ძლიერ მომინდა მისი წაკითხვა. ქინდლშიც ჩამოვტვირთე, თუმცა, სანამ მისი ჯერი დადგებოდა, “გამომცემლობა წიგნები ბათუმში”-ს ერთ-ერთიმა დამფუძნებელმა წიგნი შეაფასა და რატომღაც, გულმა მიგრძნო, რომ მისი ქართული თარგმანის გამოცემა იგეგმებოდა და Voilà.

წიგნის კითხვისას ისეთი შეგრძნება გიჩნდება, რომ დიდი ხნის წინანდელ ამბავს კითხულობ. გგონია, რომ დღეს მსგავსი არაფერი ხდება. გგონია, რომ ამერიკა რასიზმისგან გათავისუფლდა და საქართველო ჯერ კიდევ ისე შორსაა – ამ მიზნის მიღწევისაგან. მერე აკვირდები, რომ წიგნის მთავარი მოქმედი პირი – გოგონა – ძირითადად თანამედროვე მომღერლებს ასახელებს და უსმენს რადიოში და აცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი უახლოესი წარსულის ამბავია და რომ საქართველოსთან ერთად ამერიკაც ჯერ კიდევ ღრმად არის რასიზმის ჭაობში ჩაფლული. დიახ, ეს სწორად ის ამერიკაა, რომელსაც პრეზიდენტან პარალელურად ბარაკ ობამა ჰყავს და მაინც…

წიგნის მთავარი სათქმელი ისაა, რომ: Black lives matter! და ეს უნდა გაიაზროს აბსოლუტურად ყველამ.

მთავარი მოქმედი გმირი საკუთარ თავში ებრძვის შიგნიდან წამოსულ თუ გარედან თავს მოხვეულ ეჭვებსა და სტერეოტიპებს და გადაწყვეტს, სამართლიანობის მისაღწევად არ გაჩუმდეს და ხმა ამოიღოს. არჩეული გზის გავლისას უამრავი წინააღმდეგობა შეხვდება, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს, რომ სულ მცირე – საკუთარ თავთან იყოს მართალი. და როცა მოვლენები მაინც არასამართლიანად განვითარდება, ის ფარ-ხმალს არ ჰყრის და მიზნის მისაღწევად ალტერნატიულ, მაგრამ უფრო მეტად ეფექტურ გზასაც კი ირჩევს და სიტყვის ძაკლის საშუალებით ცდილობს უსამართლობასთან ბრძოლას!

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინება, რომელსაც ავტორი გვიგზავნის, რეპერ 2PAC-ის სიმღერიდანაა – Thug life, რომელიც იშიფრება, როგორც: “The Hate U Give Little Infants Fucks Everybody” – “ღვარძლი, რომელსაც თესავ ბავშვებში გვხმარობს ყველას”. მართალია, სიტყვაში Hate – მომღერალი ნარკოტიკულ საშუალებებს გულისხმობდა, მაგრამ მაინც, მას რომ  რომ თავი დავანებოთ, ყველანაირ ღვარძლს (ძალადობას, შურს, მაკიერებას, ბოროტებასა და ა.შ.) სწორად უფროსი თაობა თესავს ჩვენში და შემდგომ შედეგად იმკის. პრობლემას ფესვებიდან უნდა ვებრძოლოთ – უნდა ვუმკურნალოთ გამომწვევ მიზეზს და არა სიმფტომებს.

Thug Life

მართლაც, არ შემიძლია წიგნის ავტორსა და მთავარ მოქმედ პერსონაჟს არ დავეთანხმო ზ.ა. რეპერის გენიალობაში, რამეთუ, ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, შემოქმედის გენიალობის შეფასების კრიტერიუმი სწორად მის მიერ გადმოცემული საკითხის აქტუალობაა… დღესაც არ ჰკარგავს მისი “ნაწარმოებები” აქტუალობას და თუ პირდაპირ მაინც ვერ მიაქვს სათქმელი მსმენელთან, ისეთი ავტორების შთაგონების წყარო ხდება, როგორიც ენჯი თომასია, რომელმაც შემდგომ მე შთამაგონა და სადღეისოდ, სხვა თუ არაფრის შეცვლის ძალა შემწევს, იმას მაინც ვცდილობ, ჩემი ბავშვისთვის უკეთესი მშობელი ვიყო და სულ თუ არა, ნაკლები ღვარძლი ვთესო მასში.

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.