უკეთესი ცხოვრება 100 დღეში

როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება მომედვნო 100 დღის განმავლობაში: სოციალური ურთიერთობები

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს ❤

1. დაამყარე კონტაქტი ყოველდღიურად მომდევნო 100 დღის მანძილზე ისეთ ადამიანებთან, ვისაც აქამდე არასდროს გამოცნაურებიხარ, იქნება ეს მეზობელი, ტვიტერის ფოლოვერი,  ან თუნდაც – მე… ამ ბლოგზე კომენტარის დატოვების გზით. 🙂

2. მომდევნო 100 დღის მანძილზე მიზნად დაისახე იმ ადამიანების ირგვლივ ყოფნა, ან მათზე ფიქრი, ვინც ძლიან გიყვარს, პატივს სცემ და გყავს სამაგალითოდ.

tree, book, and illustration image

3. მომდევნო 100 დღის მანძილზე როცა ვინმე რამეს გაწყენინებს, სანამ პასუხს გასცემდე, მცირე ხნით დაფიქრდი და მხოლოდ შემდეგ უპასუხე.

4. მომდევნო 100 დღის მანძილზე ნუ დაიწყებ განსჯას, სანამ ორივე მხარეს არ მოუსმენ კარგად.

5. მომდევნო 100 დღის მანძილზე ჩაიდინე ერთი კეთილი საქციელი ვინმე კონკრეტული პირისადმი. სიდიდეს არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც, გულში რამე კარგი უსურვო.

6. მომდევნო 100 დღის მანძილზე ეცადე, რომ შეაქო ყველას, ვინც ამას იმსახურებს.

best friends, watercolor painting, and cute illustration image

7. მომდევნო 100 დღის მანძილზე აქტიურად უსმინე სხვებს. როცა ვიღაც გელაპარაკება, ამ ადამიანზე და მის ნათქვამზე ფოკუსირდი. მოახდინე მათი ნათქვამის პერეფრაზირება, რათა დარწმუნდე, რომ რამე არასწორად არ გაიგე და წაახალისე ისინი, რომ ისაუბრონ მეტი იმაზე, რაც არ არის სათანადოდ გასაგები.

8. გამოხატე ემპათია მომდევნო 100 დღის მანძილზე. თუ ვინმეს არ ეთანხმები, სცადე სამყარო მისი პერსპექტივიდან დაინახო. მათ ტყავში ჩაძვერი და ეცადე მათი მსჯელობის მსვლელობას ჩაწვდე.

9. მომდევნო 100 დღის მანძილზე დარჩი საკუთარ ტყავში და ნუ შეადარებ საკუთარ თავს სხვასთან.

aids, collaboration, and brazil image

10. მომდევნო 100 დღის მანძილზე ეცადე, სხვების საქციელს საუკეთესო შესაძლო ინტერპრეტირება მისცე.

11. მომდევნო 100 დღის მანძილზე მუდმივად შეახსენე თავს, რომ ყველა აკეთებს იმას, რაც შეუძლია.

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს ❤

Advertisements

2 thoughts on “როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება მომედვნო 100 დღის განმავლობაში: სოციალური ურთიერთობები

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s