როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება მომედვნო 100 დღის განმავლობაში: დროის მენეჯმენტი

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს

1. მომდევნო 100 დღის მანძილზე ყველგან თან ატარე ბლოკნოტი, რათა მოახდინო იდეების ჩაწერა და გონებაში არსებული აურზაურის ფურცლებზე გადმოტანა მათი შემდგომი ბედის გადასაწყვეტად. ასე მაგალითად:

  • იდეები წერითი დავალებებისათვის;
  • შეხვედრების თარიღები;
  • გასაკეთებელ საქმეთა ჩამონათვალი.

2.  5 დღის მანძილზე აკონტროლე როგორ ხარჯავ დროს. ეს ინფორმაცია დროის ბიუჯეტის შესადგენად გამოგადგება: თითოეულ აქტივობას, რომელსაც რეგულარულად ასრულებ გამოუყავი დროის შესაბამისი პროცენტი ან ერთეული:

  • ტრანსპორტი – 1/24;
  • საშინაო საქმეები 1/24;
  • ბავშვი 2/24
  • გართობა 2/24;
  • ძილი – 8/24;
  • დასვენება 1/24;
  • შემოსავლის მისაღებად საჭირო აქტივობები 8/24;
  • სხვა – 1/24;

დარწმუნდი, რომ მომდევნო 95 დღის განმავლობაში აღნიშნულ დროის ბიუჯეტს არ გადაუხვევ.

art, clock, and time image

3. მოახდინე იმ საქმიანობის იდენტიფიკაცია, რომლის შეწყვეტაც მომდევნო 100 დღის განმავლობაში არაფერს ავნებს და ეს დრო უფრო მაღალი პრიორიტეტის დავალებებს დაამატე.

4. მოახდინე ხუთი რამ, რაშიც რეგულარულად ფლანგავ დროს, და ამ საქმიანობას დაუწესე მკაცრი ლიმიტები. აი, სამი მაგალითი:

  • შეზღუდე ტელევიზორის ყურებისათვის განკუთვნილი დრო ნახევარ საათამდე;
  • შეზღუდე დრო სოციალურ საიტებზე: Facebook-ზე,  Twitter-ზე და სხვ.
  • არ დახარჯო ვიდეო თამაშებზე დღეში 20 წუთზე მეტი დრო.

5. მომდევნო 100 დღის მანძილზე შეწყვიტე რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება, კონცენტრირდი ერთზე – გონების გაფანმფანტავი საშუალებების გარეშე.

6. ყოველ საღამოს დაგეგმე მომდევნო დღე 100 დღის მანძილზე.

7. მომდევნო 100 დღის მანძილზე, დაიწყე ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებით შენი გასაკეთებელი საქმეების სიიდან.

8. მომდევნო 14 კვირის მანძილზე დაწერე გასული კვირის მიმოხილვა და უპასუხე შემდეგ კითხვებს:

  • რას მივაღწიე?
  • რა მოხდა გაუთვალისწინებელი და არასასურველი?
  • რა მოხდა წინასწარ დაგეგმილი, გათვლილი და სასურველი?

9. მომდევნო 100 დღის მანძილზე, დახარჯე მცირედი დრო სამუშაო ადგილის მოსაწესრიგებლად, ქაღალდის მოსამარაგებლად, მარაგების შესავსებად.

10. შედგინე სია ყველა ურთიერთობისა და სოციალური ვალდებულებისა, რაც მომდევნო 100 დღის განმავლობაში წარმოიშობა. შემდეგ აიღე წითელი კალამი და გადახაზე ყველა ურთიერთობა, რომელმაც არაფერი (მათ შორის, არც სიხარული და არც არანაირი დახმარება) მოგიტანა შენი მთავარი ცხოვრებისეული მიზნებისკენ.

11. მომდევნო 100 დღის მანძილზე, ყოველ ჯერზედ, როდესაც აქტივობას ასრულებ და ახალს იწყებ, დაფიქრდი და ჰქითხე თავს, არის კი ეს ამ წამს დროის გამოყენების საუკეთესო საშუალება?

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს

Advertisements

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s