თვითგანვითარება · უკეთესი ცხოვრება 100 დღეში

როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება მომედვნო 100 დღის განმავლობაში: ზრდა/თვითგანვითარება

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს

1. აირჩიე წიგნი, რომელსაც ძალისხმევა და კონცენტრაცია სჭირდება და ყოველ დღე წაიკითხე მცირედი, იმგვარად, რომ ყდიდან ყდამდე ჩახვიდე 100 დღეში.

book, girl, and art image

წიგნის მოყვარულებს შეიძლება, ძალიან დიდ დროდ გეჩვენოთ 100 დღე ერთი წიგნისთვის, მაგრამ გაიხსენეთ, რამდენი ადამიანია თქვენს ირგვლივ, რომლის ხელშიც საუკუნეა, წიგნი არ გინახავთ მათი დატვირთული გრაფიკისა და მოუცლელობის გამო?! 

2.  მიზნად დაისახე დღეში სულ მცირე ერთი სიახლის გაცნობა: იმ ყვავილის სახელი, რომელიც ეზოში იზრდება, შორეული ქვეყნის დედაქალაქი, ან კლასიკური მუსიკა, რომელიც შენს საყვარელ ტანსაცმლის მაღაზიაში გაჟღერდა. თუ უკვე საწოლში ხარ და დღე ისე დასრულდა, რომ ვერაფრის სწავლა ვერ მოახერხე, გადაშალე ლექსიკონი და ერთი ახალი სიტყვა მაინც ისწავლე.

harry potter, thunderbird, and aesthetic image

3. შეწყვიტე წუწუნი მომდევნო 100 დღის მანძილზე. რამდენიმე წლის წინ უილ ბოუენმა კრებაზე მისულებს რეზინის იასამნისფერი სამაჯური დაურიგა, რათა შეეხსენებინა მათთვის, რომ არ ეწუწუნათ. “ნეგატიური საუბარი წარმოშობს ნეგატიურ აზრებს, ნეგატიური აზრები წარმოშობენ ნეგატიურ შედეგებს” – ამბობდა ის. მომდევნო 100 დღის მანძილზე, როგორც კი საკუთარ თავს წუწუნს შეამჩნევთ – შეჩერდით.

4. ყოველ დღე წინა დღესთან შედარებით ერთი წუთით ადრე დააყენე მაღვიძარა და დარწმუნდი, რომ ზარის დარეკვისთანავე ადგები, ფანჯარას გამოაღებ, ოთახში მზის სხივებს შემოუშვებ და ცოტას ივარჯიშებ. 100 დღის შემდგომ საათითა და 40 წუთით ადრე გაიღვიძებ.

mirror image

5. მომდევნო 100 დღის მანძილზე აწარმოე დილის ჩანაწერები. Morning Pages – ჯულია კამერონის მიერ შემოთავაზებული იარაღია, რომელიც აუცილებლად 3 გვერდისგან შედგება. ინსტრუქცია მარტივია, ვდგებით დილით და ვწერთ ყველაფერს, რაც მოგვდის თავში. ვაჯამებთ წასულ დღეს ან ვგეგმავთ მომავალს. ან სულაც, ვავსებთ საყვარელი სიმღერის ტექსტით, რომელიც თვალის გახელისთანავე აგვეკვიატა.

6. შემდეგი 100 დღის მანძილზე კვებე საკუთარი გონება ფიქრებით, თუ ვინ გინდა იყო, ასაზრდოვე სურათებით, თუ რა გინდა გქონდეს და რას გსურს, რომ მიაღწიო.

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს

Advertisements

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s