თვითგანვითარება · უკეთესი ცხოვრება 100 დღეში

როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება მომედვნო 100 დღის განმავლობაში: განწყობა

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს

1. გაითვალისწინე პოზიტიური ფსიქოლოგების რჩევა და ყოველდღიურად ჩამოწერე 10 რამ, რის გამოც, მადლიერი ხარ.

2. ჩამოწერე 20 რამ, რის კეთებაც სიამოვნებას განიჭებს, და დარწმუნდი, რომ მომდევნო 100 დღის მანძილზე, დღეში ერთს მაინც გააკეთებ ამ სიიდან. მაგალითად:

  • საუკეთესო მეგობართან ჭორაობა;
  • წიგნის კითხვა;
  • ბუნებაში გასვლა;
  • ფეხით სეირნობა…

girl, illustrations, and illustration image

3.  მომდევნო 10 დღის მანძილზე წერილობით დააფიქსირე შენი განწყობა, როგორც პოზიტიური, ისე, ნეგატიური. მაქსიმალურად დაკონკრეტდი:

  • 24 საათის განმავლობაში რამდენჯერ გალანძღე საკუთარი თავი?
  • არაადექვატური გრძნობები თუ დააფიქსირე?
  • მუდმივად აკრიტიკებ სხვებს?
  • რამდენი პოზიტიური აზრი გქონდა დღის მანძილზე?

ასევე, ჩაიწერე ემოციები, რაც ამ ფიქრებს ახლავს. მომდევნო 90 დღის მანძილზე, ეცადე ეს ემოციები შეცვალო უკეთესით – ისევე, როგორც მენტალური საუბარი საკუთარ თავთან

4. მომდევნო 100 დღის განმავლობაში გულიანად იცინე დღეში ერთხელ მაინც. შეიძინე კალენდარი, რომელზეც ყოველ დღე თითო ანეგდოტია. ან, ინტერნეტში მოიძიე საყვარელი მულტფილმები და მიიღე დღიური დოზა.

ეს პოსტი წარმოადგენს ექსპერიმენტის ნაწილს, რომლის ყველა სტატიის სანახავად, შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს

Advertisements

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s