სიბრძნე და გამოცდილება

როგორ უნდა მოვიხსნათ ზარები?!

დედა: …მიდი, გააკეთე…
მე: მეზარება…
დედა: მოიხსენი ზარები…

დიალოგი შორეული წარსულიდან

ოხ, ეს ზარები რომ არა, რამდენ რამეს გავაკეთებდი.

ელემენტარულიდან რომ დავიწყოთ, უკეთესი ბლოგი მექნებოდა, უკეთესი შიგთავსითა და ჩემივე გადაღებული ფოტო მასალით…

როგორც წესი, დასაწყისში ყოველთვის აჟიტირებული ვარ. იდეა ყოველთვის მაქვს. ხან რისი გაკეთება მინდა და ხან რისი და საქმე საქმეზე რომ მიდგება, ან მავიწყდება, ან მეზარება ან ორივე ერთად.

ხანდახან ვფიქრობ, რომ მეტი დრო რომ მქონდეს, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა…

სინამდვილეში, არაფერი შეიცვლებოდა. ისევ უაზროდ გავფლანგავდი… რაც მეტი საქმე მაქვს, მით მეტს ვასწრებ და რაც უფრო მოდუნებული ვარ, მით უფრო მეზარება ყველაფერი.

ხოდა, ამგვარად, მივაგენი “ზარების მოხსნის” საშუალებას – რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა დაიტვირთო თავი. რაც შეიძლება მეტი უნდა აკეთო. არ დაზოგო დრო, ენერგია და ყველაფერი გამოვა.❤️ have confidence, follow your passion and never give up

კი, დაგეგმვა კარგია, მაგრამ იმდენ დროს გაცლის, რომ როცა მორჩები, უკვე ისე ხარ დაღლილი, რომ გეგმის შესრულების ან თავი არ გაქვს, ანაც – წარმოუდგენლად შორს, მიუღწევლად გეჩვნება ეს ყველაფერი. არადა, ცდა ხომ ბედის მონახევრეა?!. თუ არ სცადე, არაფერი გამოვა.

არა, მესმის, რომ კარგად შედგენილი ბიზნეს გეგმა ბიზნესის წარმატების საწინდარია, მაგრამ ხანდახან და ხშირად, მოქმედების დროა. არ უნდა გაჩერდე, მაშინაა მომენტი. მერე მატარებელი ჩაივლის.

აი, ასე. უნდა ადგე და დაწერო პოსტი დაუგეგმავად, როცა გეწერინება… აბა, თუ ჯერ პოსტის გეგმაზე დავკარგე დრო, მერე, იქნებ სათქმელიც გამიფრინდეს და აზრებს თავი ვერ მოვუყარო. ასეა ეს. 😀

გადმოვაფრქვიე სიბრძნეები… 😀

 

Advertisements

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s