ძირითადი

თამაში ზარმაცი დედებისთვის

გაყინული, მინიონები, პოპი და მინა? შეიძლება შენი შვილი ხუთის კი არის, მაგრამ შენ არ ყოფილხარ ხუთის აგერ, უკვე 20-30 წელია. მაგრამ რას იზამ? ბავშვი ითხოვს თამაშს; თან ისეთ თამაშს, რომელშიც არასდროს გექნება მთავარი როლი და ხანდახან, მესამეხარისხოვანი პერსონაშების, როგორიც მაგალითად, ოლაფია, განსახიერებას გთხოვენ…

თუ მოთმინება გყოფნის, ხომ კარგი. თუ არა და, ქვემოთ რამდენიმე თამაშის სცენარია შემოთავაზებული, რომელიც შეიძლება მოგეწონოს კიდეც…

1. რესტორანი

– არა, არა იმ პლასტიკატისგან დამზადებული პროდუქტებით, რომლებიც სახლის ყოველ კუთხეში გიყრია.  მოუმზადე დედას სენდვიჩი. არაუშავს, თუ საპურეს ვერ სწვდები. სკამები რისთვის არის? ჩქარა, თორემ, ვერ მიიღებ ხურდას. რას იზამ, შრომა რთულია, ძვირფასო!

2. პედიკურის სალონი

– დედიკოს ფეხებს 10 წუთით წყალში ჩაყოფა სჭირდება, სანამ მათ მასაჟს შეუდგებოდე. მანამდე შეგიძლია ის ცნობისმოყვარე კითხვები დამისვა, რომლებსაც სალონში სვამენ…

3. კონკია

– შენ კონკია იყავი. ხომ ყოველთვის ოცნებობდი ამაზე. მე ბოროტი დედინაცვალი ვიქნები. აი, აიღე ჯადოსნური საშლელი და არ გამოხვიდე ოთახიდან, სანამ კედლებს არ დააწკრიალებ. ხო, რა თქმა უნდა, ჯადოსნური საშლელით აწესრიგებდა კონკია კედლებს ზღაპარში. წიგნში ხომ ნახსენებია სიტყვა “ჯადოსნური”, არა?

Xuhui

4. მძინარე მზეთუნახავი

– მოდი, აქ დაწექი და წარმოიდგინე რომ მძინარე მზეთუნახავი ხარ. ცოტა წაუძინე კიდეც, ასე, სამი საათით, და მერე მე კოცნით გაგაღვიძებ. რას ნიშნავს, ამას ისედაც ვაკეთებთ? ჩვენ ხომ ყოველთვის “მძინარე მზეთუნახავს” ვთამაშობთ. არ იცოდი?

5. ლორაქსი

– აი, დარგე გარდენიადან მოტანილი ყვავილის თესლები. ჩვენ ვიწყებთ ოპერაცია – “ოზონის შრის შემცირებას,” რომელიც ბორტმა ინდუსტრიალისტებმა დააზიანეს. ჯანდაბას, შეგიძლია იმღერო კიდეც.

6. კბილის ექიმი

–  შენ იქნები პაციენტი, მე ვიქნები სტომატოლოგი. აი, ახლა მოდის მისტერ ჯაგრისი და მის ფლოსი… რას ამბობ, განა ეს სახალისო არ არის?

7. TV კრიტიკოსი

აჰა, უყურე ტელევიზორს და შემდგომ დაწერე სიუჟეტის შესახებ გაზეთისთვის. წერა არ იცი? არაუშავს, ზეპირად მომახსენე. აი, “მოსიარულე მკვდრების” ახალი სეზონი ძალიან საინტერესოა. პერსონაჟთა დახასიათება და მეტამოპრფოზა, ხომ… რატომ შეძვერი ტახტის ქვეშ?  მისმინე, ეს სამუშაო არ არის სუსტი გულის ხალხისთვის!

8. “Pinterest დედიკო”

აი, ახლავე მოვძებნით “ხელთნაკეთი პლასტელინი”, “DIY დრიმ ქეჩერები,” და“3დ ფიფქები,” და გააკეთე შენ თვითონ… სანამ მე ბევრს ვიცინებ, გამოვიპრანჭები, გადავიღებ ლამაზ ფოტოებს და ავტვირთავ ინსტაგრამზე. რას გულისხმობ, სხვებს რატომ არ ვუღებ ფოტოებს? უბრალოდ გაჩუმდი და უყურე შენს დრიმქეჩერს კმაყოფილი სახით, სანამ მე სურათს გადაგიღებ. მერე ავტვირთოთ და კომენტარებს დაველოდოთ!…

Advertisements

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s