თავსატეხი · კარიერა · სიბრძნე და გამოცდილება

პროფესია და მისი არჩევა

ახლა, როცა ეროვნული გამოცდებია, სულ უფრო და უფრო აქტუალურია პროფესიის არჩევის თემა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ხშირად მომიკრავს ყური კურსელების წუწუნისთვის, რომ არასწორად აირჩიეს პროფესია (ვინც არ იცით, გეტყვით, რომ იურიდიული ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული).

მე კი – პირიქით, ჩემი არჩევანი ყოველთვის მომწონდა და იმის გამო, რომ რაღაცის სწავლა მეზარებოდა, ნამდვილად არ ვთვლიდი, რომ შევცდი. იმასაც ვამბობდი, რომ არასდროს ჩავთვლიდი, და მით უმეტეს, ხმამაღლა ვიტყოდი, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე.

სამწუხაროდ, ყველა თავიდანვე არ არის ჩამოყალიბებული. საკმაოდ ბევრმა ჩემმა კურსელმა პროფესია და ფაკულტეტი შეიცვალა და დღეს სულ სხვა რამეს აკეთებს. ყველაზე ნაკლებ იმათ გაუმართლათ, ვინც ასე რომ ვთქვათ, დიპლომის გამო დაასრულა უნივერსიტეტი და თავის რჩენის მიზნით ამ ან სულ სხვა სფეროში უწევთ მუშაობა და საკუთარი მოწოდება ჯერ კიდევ არ უპოვიათ.

Want to stay connected in style? Our premium leather tech accessories, fashionable laptop and phone cases, and smartphone wristlets will give you the edge you need to live your fashionably organized life.

ესეც რომ არა, და სკოლის მოსწავლემ თუ უკვე იცის, რისი კეთება სურს ცხოვრების ბოლომდე, ბევრს, სამწუხაროდ, არ ჰყოფნის ძალა, უნარები, მოთმინება და გამბედაობა, რომ ახლო ნათესავთა მიერ თავს მოხვეულ სურვილებსა და ბრძანებებს დააღწიოს თავი.

ასეთ დროს, ეს პირები, თუნდაც, საუკეთესო განზრახვის მქონენი (და ძირითადაც ასეც ხდება), ვერ აცნობიერებენ, თუ როგორ დათვურ სამსახურს უწევენ მათ ნაშიერებს, აღსაზრდელებს თუ ძვირფას ადამიანებს.

ამიტომ, იმ აზრზე ვარ, რომ სკოლის დასრულების შემდგომი ასაკი მეტისმეტად ადრეა, იმისთვის, რომ პირმა განსაზღვროს, თუ რისი კეთება სურს ცხოვრებაში. კარგი იქნებოდა, ყველას რამდენიმე შანსი ჰქონოდა თავი სხვადასხვა პროფესიაში მოესინჯა და ეს ზედმეტ ბიუროკრატიასთან არ ყოფილიყო დაკავშირებული. კარგი იქნებოდა, მეტი სტაჟირება კომპანიებსა თუ სახელმწიფო დაწესებულებებში, სადაც არც დიპლომს მოითხოვდნენ და არც დამამთავრებელი კურსის სტუდენტობის დამადასტურებელ ცნობას.

foolish and adorable nonsense

კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა, სკოლა დამთავრებულებს მოგზაურობისა და საკუთარი თავის შეცნობის საშუალება ჰქონოდათ, მაგრამ ეს უკვე ოცნების სფეროდანაა.  სულ მცირე, იმის უნარი შეეძინათ, რომ თავს მოხვეული აზრები და რჩევები უკუეგდოთ და გაებედათ საკუთარი გულის მოსმენა.

ძილისწინ მოსაყოლ ზღაპარს რომ არ დაემსგავსოს ეს პოსტი და ძალიან არ გამიგრძელდეს, აქვე ვიტყვი, რომ შრომა რთულია, თუ იმას არ აკეთებ, რაც გიყვარს. და ხანდახან, კონკრეტულ თუ ზოგად მიზეზთა გამო, მაშინაც რთულია, როცა გიყვარს შენი საქმე. რატომ უნდა მოვიშხამოთ სიცოცხლე ნაადრევად? ცხოვრება ხომ მეტისმეტად მოკლეა….

Advertisements

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s