ბავშვის მოვლა · მშობლები

7 რამ, რასაც ვერ გაიგებ სანამ არ გახდები მშობელი

შვილებამდე ცხოვრება? მინიმუმ სამ საათიანი უწყვეტი ძილი ღამით; ნორმალური ზომის ჩანთა; ქუსლები – რეგულარულად… მეგობართა გამაღიზიანებელი წუწუნი და გაუთავებელი საუბრები მათს შვილებზე…

აი, მცირედი იმისა, რასაც ვერ ვხვდებოდი, სანამ დედა გავხდებოდი:

1.  “არ მცალია”- ს ნამდვილ მნიშვნელობას

იყო მშობელი – ზედმეტად შრომატევადი საქმეა. ბავშვამდე ვფიქრობდი, რომ თუ დროს სწორად დაგეგმავ და სისტემას ააწყობ, არაფერიც არ არის რთული.

აწ უკვე სასაცილოდაც კი აღარ მყოფნის ეს ჩემი წარმოდგენები. ამისთვის წინასწარ ვერ მოემზადები.

huggies-INSLEE-2

2. ქოთანზე ჯდომის გაკვეთილები ფეისბუქზე

როდესაც შენი პატარა დაამხეცებს ქოთანზე ჯდომის ხელოვნებას, ეს ნამდვილად ფეისბუქზე აღნიშვნის ღირსია! სანამ აქამდე არ მიხვალ, სხვას ვერ გაუგებ…

3. რატომ უნდა გამოკვებო ბავშვი რესტორანში

‘ბავშვის ადგილი რესტორანში არ არის. ის ხომ ხმაურობს და ყველას აწუხებს…” – შეიძლება ფიქრობდეს რომელიმე… მაგრამ თუ არ ატარებ, არც არასდროს ეცოდინება, როგორ მოიქცეს საზოგადოებაში?! იქნებ, დედებსაც გვსურს გაზგურისაგან დასვენება?! თქვენი უცერემონიო მზერები თქვენთვის შეინახეთ… ნუ განიკითხავ და როცა დედები იქნებით, არც თქვენ განიკითხენით… 😉

4. ამდენი. ბავშვის. სურათი. ინსტაგრაზე.

ჩემი შვილი ძალიან ლამაზია და მინდა, ეს სილამაზე ყველას გავუზიარო, ვისაც პრობლემა გაქვთ, წამშალეთ/აღარ დამაფოლოვოთ!

5. რატომ ითვლება შხაპი ფუფუნებად

მეზარება ახსნა, მაგრამ კი, ეგრეა! მით უმეტეს, თუ აბაზანაში ჩემსავით დროის შეგრძენბა გეკარგებათ.

6. მეუღლესადმი მიმართვის ფორმები: “დედიკო” ან “მამიკო”

კი, რაღაცნაირად ცუდად ჟღერს. ამის კარგად ახსნა ჩემს ძალებს აღემატება.  ვცდილობ, არ გამოვიყენო, მაგრამ როდესაც საქმე 6 წლამდე ასაკის ბავშვებს ეხება, უნებურად, წამოგცდება კაცს…

7. სახალხოდ ბავშვის საჯდომის დაყნოსვა

საჯდომის დაყნოსვა? როცა შენი ბავშვისაა, არ გეზიზღება. აბა, ჩაქაქულს ხომ არ ატარებ და არც ყოველ წამს პამპერსში ჩახედვაა მოსახერხებელი. თქვენც იქნებით დედები!

Pascal-Campion-12

ხანდახან, რთულია, ხალხის ადგილას ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ. გაიფიქრე ეს, ყოველ ჯერზე, როცა უცნობი ან ნაცნობი თვალებს გადაატრიალებს და ცხვირს აიბზუებს. და გახსოვდეს, ბედის ირონია! 😉 კარმა მათ მწარედ უკბენს ტაკოებზე 😀

 

Advertisements

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s