თავსატეხი · სიბრძნე და გამოცდილება

მუქთა იყოს, კუბო იყოს…

ამ ხალხს ყველაფერი უფასოდ უნდა!

ამას წინათ ფეისბუქზე შემომხვდა არ მახსოვს ვისი სტატუსი: “- ნაცნობმა დიდის ამბით დამპატიჟა დაბადების დღეზე და მერე, სასხვათაშორისოდ და ვითომ ხუმრობით დააყოლა, – ფოტოაპარატის გარეშე არ მოხვიდეო…”

ბებიაჩემი მთხოვდა, ექიმი გამოდი და მერე უფასოდ მიმკურნალებო… ბებიას ეგ სურვილი ვერ ავუსრულე, არც დაცალდა, საწყალს… იქამდე მიილია, სანამ სკოლას დავამთავრებდი. დღეს დილით სტატუსი შემომხვდა ფეისბუქზე, რომელშიც სამედიცინოს სტუდენტობის ბენეფიტებზე საუბრობდა: “ექიმობა რა გეგონა”, “ხომ იცი, ექიმები სულ სწავლობენ” და რამაც ყველაზე მეტად მიიპყრო ჩემი ყურადღება “მერე უფასოდ ხომ მიმკურნალებ”… ეს ფრაზა და ამ შინაარსის პოსტის წერის საღერღელიც ამეშალა,  ინსპირაცია ვიპოვე.

თუ ვინმე გაიგებს, რომ იურისტი ვარ, თუ თავისი არაფერი აქვს საკითხავი, ყვავის ჩხიკვის მამიდისას მკითხავს და აუცილებლად გადაამოწმებს ცემტან, რამდენად ზუსტად გასცეს იმას პასუხი კომპეტენტურმა პირებმა (წესიერად არც თვითონაა საქმის კურსში).

თუ იციან, რომ კარგად ხატავ, აუცილებლად მოგთხოვენ, რომ მათი მისაღებისთვის რამე დაუხატო.

თუ დახელოვნებული კულინარი ხარ, ხელი წაგიცდება და შენს რომელიმე შედევრს ატვირთავ სოციალურ ქსელში, ეგრევე ვიღაც დაიპატიჟებს თავს…

თუ არქიტექტორი ხარ, ვიღაც აუცილებლად დაგაპროექტებინებს რამეს.

თუ კედლების გალესვა გეხერხება – რემონტის დროს ყველა შენ გთხოვს დახმარებას.

და ასე, უსასრულოდ!

თუ სადმე მივდივარ, აუცილებლად ვიხდი ფულს. თუ რაიმე მიზეზის გამო ფულს არ მახდევინებენ, ძალიან უხერხულად და დავალებულად ვგრძნობ თავს და არ ვიცი, სად დავიმალო, ხოლმე და მადლობებად ვიღვრები. თუმცა, ეს მისი გადაწყვეტილება იყო და მე არ მითხოვია დახმარება.

სანამ ხალხი არ შეიგნებს, რომ მთელი ცხოვრება იმიტომ არ ვსწავლობთ და უნივერსიტეტში იმიტომ არ ვაბარებთ, რომ შემდგომ მოხალისეობრივ საწყისებზე PRO BONO – ვიმუშავოთ… იცით რა, მგონი, დამსაქმებელთა უმრავლესობაც მაგ აზრზეა… მაგრამ ეს უკვე სხვა ოპერიდანაა. მოკლედ, არაფერი მაქვს მოხალისეობის საწინააღმდეგო, თავადაც აქტიური მოხალისე ვიყავი და სადაც საქმე მოითხოვს, ახლაც კარგად “ვხალისობ” 😉 მაგრამ, ნამდვილად არ ჩემილევია 4 წელი იურიდიული ფაკულტეტისთვის და შემდგომ 2 წელიწადი და იმდენი ფინანსური საღსარი, ნერვები, გათენებული ღამეები და ძალისხმევა საქმისთვის, რომ მერე ვიღაცებს ამით უდიერად და თავხედურად ესარგებლათ.

მოდი, ასე ვთქვათ, ჩემმა მეგობარმა იმიტომ არ ისწავლა ფოტოგრაფია, დააკლო თავის სამ შვილს დრო და ფული – შეაწება კაპიკი კაპიკს, გამოიწერა შესაბამისი ლინზები, შტატივი, განათება და ათასი სხვა რამ, რომ თქვენს შვილებს უფასოდ გადაუღოს დაბადების დღეები და სკოლის ექსკურსიები. შეიძლება თქვათ, რა პრობლემაა კამერის ჩხაკუნიო, მაგრამ ჩხაკუნი თქვენც შეგიძლიათ და არც კამერები ღირს ისეთი ფასი, რომ ვერ შეწვდეთ – საჩხაკუნოდ. ცნობისათვის, რაც მეტს ‘აჩხაკუნებს” მით მეტად იზრდება გარბენი აქვს აპარატს და მით მალე ფუჭდება. გარდა ამისა, სახლში ბავშვები ძიძასთან ჰყავს დატოვებული და სულ მცირე, ძიძის ფული და ელემენტარული ხარჯების ანაზღაურება მაინც ინამუსეთ…

Image may contain: 2 people, indoor
ვერ გავაჩხაკუნე მე თვითონ, თუ რა…

მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ სანამ ვინმეს რამე მოქმედების შესრულებას მოსთხოვდეთ, შესაბამისი ანაზღაურების გარეშე, კარგად დაფიქრდით, რად უღირს ამ ადამიანს ეს ყოველივე… სულ რომ არაფრად უღირდეს, მის პროფესიას და ძალისხმევას პატივი ეცით. თუ თავადვე შემოგთავაზათ – ხომ კარგი, მაგრამ თუ მთლად უფასოდ არ გაგიკეთათ, არა იმიტომ, რომ წუწკია ან თავში აქვს რამე ავარდნილი, არამედ იმიტომ, რომ მის უკან ოჯახი დგას. ბავშვებს ჭამა სჭირდებათ,  ხარჯებს – გასტუმრება.

 

Advertisements

2 thoughts on “მუქთა იყოს, კუბო იყოს…

  1. ზუსტად. ამიტომ არავისთვის არაფერი მითხოვია. რადგან შემდეგში ვალდებულება არ გამჩენოდა ვინმესთან. თუმცა თუ ვაი და ერთხელ გაუკეთე საქმე, მერე ვალდებულებაში გადასდით 🙂

    1. კი, და რაც მეტს აკეთებ, მით მეტს გტენიან.. და შენ რომ რამე დაგჭირდება, ბოდიში და “ცუილივით” იპარებიან…

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s