თვითგანვითარება · სიბრძნე და გამოცდილება

27 მარტივი გზა გონების განვითარებისათვის

არ მისცე თავს საშუალება გაიჭედო ერთ ადგილას – ეცადე, გონება ყოველთვის აქტიურ და სპორტულ რეჟიმში გქონდეს “ჩართული”. ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება რეგულარული ვარჯიში. ამაში კი ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარება. დღეში თითო რომც გააკეთო, უკვე დიდ წინსვლა იგრძნობ.

@gizemkazancigil| Be Inspirational ❥|Mz. Manerz: Being well dressed is a beautiful form of confidence, happiness & politeness

  1. ამოხსენი კროსვორდი: საუკეთესო საშუალებაა ტვინი ფიქრისკენ წაახალისო. თუ გაზეთების ყიდვა გეზარებათ, უამრავი კროსვორდია ნეტშიც.
  2. მოუსმინე ახალ ამბებს სხვადასხვა ენაზე: გონება ახდენს სტიმულირებას, როდესაც რაღაც განსხვავებულს უსმენთ, ამიტომ, ქართული საინფორმაციო გამოშვების ყურების ნაცვლად, ხანდახან, უცხოურ არხებზეც გადართე და მოუსმინე ცხელ-ცხელ ამბებს;
  3. ეცადე, გამოიყენო მარჯვენის ნაცვლად მარცხენა, ხოლო თუ ცაცია ხარ, მარცხენის ნაცვლად მარჯვენა ხელი: მაგალითად – კბილების გახეხვისას ან საუზმობისას.
  4.  ისარგებლე კიბეებით: ზემოთ ასვლისა და ქვემოთ ჩასვლის მარტვი კომბინაციებიც კი ააქტიურებს ტვინს და იწყება ფიქრის პროცესი.
  5. ისაუბრე პირადად, დაივიწყე მესიჯები: ჭეშმარიტი დიალოგის გამართვა უკვე იშვიათ უნარად იქცა. არადა, ადამიანებთან პირადად ურთიერთობა იწვევს ჩვენ განვითარებასა და შესაბამისი ჩვევების გამომუშავებას.
  6. ისაუბრე უცნობთან: ნაცნობების გარდა, უცნობებთან საუბარიც სასიამოვნოა – გამოიყენეთ რიგი სალაროსთან ურთიერთობის დასამყარებლად. შეიძლება, თავი უცნაურად იგრძნო, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა თვითშეფასების ასამაღლებლად.
  7. გადაიღე სურათი ყოველ დღე: წაახალისე შენი კრეატიულობა და გადაიღე ფოტო ყოველ დღე. უბრალო “გაჩხაკუნებიდან” – მზის ჩასვლამდე. ასეთი ფოტოები შეგვახსენებს, რომ ცხოვრება ჩვენს ირგვლივ მშვენიერია და რომ ბედნიერება დეტალებშია.
  8. გაუკეთე საკუთარ თავს გულახდილი კომპლიმენტი: ჩაიხედე სარკეში და თქვი რამე სასიამოვნო. ეს პოზიტიური განწყობის შექმნასა და თვითშეფასების ამაღლებაში დაგეხმარებათ.
  9. უთხარით ნაცნობს გულახდილი კომპლიმენტი: როგორც შენ, ისე სხვას სიამოვნებს კომპლიმენტი! ამიტომ, არ დაიშურო ახლობლებისთვის თბილი სიტყვები. ამით თავს შენც უკეთ იგრძნობ.
  10. ყოველ დღე მოამზადე თითო კერძი: შესაძლოა, დიდი მზარეული არ იყოთ, მაგრამ კულინარია ცდად ღირს – ახალი უნარების შეძენა გონებას განვითარებაში ეხმარება. მერე რა, რომ კუჭი შეიძლება არ დარჩეს კმაყოფილი.
  11. დახატე ნახატი: შემდეგში, როცა საქმე არ გექნება, აიღე ფანქარი და დახატე რამე – თუნდაც ის, რასაც ცხვირწინ ხედავ. ანაც შექმენი უნიკალური ლოგო საკუთარი თავისთვის. ხატვა ტვინის ნაკლებად გამოყენებად მარჯვენა ნახევარსფეროზე ახდენს სტიმულირებას. ბალანსის დაცვა კი ძალზედ მნიშვნელოვანია.
  12. წაიკითხე წიგნი: ის მაინც თუ გახსოვს, ბოლოს რა წიგნი წაიკითხე? არ გეკითხები – როდის… 🙂 კითხვა სასარგებლოსთან ერთად საინტერესოცაა; განტვირთვისა და სხვა სამყაროში მოგზაურობის საუკეთესო საშუალებაა.
  13. დადე ტელეფონი: კი, ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი ანდროიდები და “ჩაკმეჩილი ვაშლები”, მაგრამ მიეცი ტვინს დასვენების საშუალება. შესაძლოა, ტელეფონი არაკომფორტულ სიტყაციებში ძლეირ გეხმარება, მაგრამ სჯობს, ჯიბეში ჩადო და ლიფტში უცნობებს გამოელაპარაკო.
  14. აწარმოე დღიური: თუნდაც, ელექტრონული. წერა საუკეთესო საშუალებაა გონებისთვის.
  15. დაისახე დღიური მიზანი: 8 ჭიქა (1.15-2 ლიტრა) წყლის დალევიდან დაწყებული, 2-3 კილომეტრიანი სეირნობით გაგრძელებული… დაისახე დღიური მიზანი და როცა მას მიაღწევ, თავს ბედნიერად იგრძნობ.
  16. ეცადე უფრო მეტად: დღეს გუშინდელზე უფრო რთული მიზანი დაისახე და მიაღწიე. მოხსენი საკუთარი რეკორდი.
  17. დასძლიე თითო შიში: გეშინია ობობების? დაძებნე სახლში და გაუმკლავდი. შიშის დაძლევა კმაყოფილების საოცარ განცდას მოგგვრის.
  18. გაიღიმე განწყობის მიუხედავად: სიცილი ენდორფინების (ბედნიერების ჰორმონების) გამომუშავებაში ეხმარება ორგანიზმს და მომენტალურად ამაღლებს განწყობას.
  19. გადააგდე მავნე ჩვევა: იკვნეტ ფრჩხილებს? სიგარეტს ეწევი? მავნე ჩვევის გადაგდება ტვინისათვის საუკეთესო გამოწვევაა.
  20. ისწავლე რამე, რაც გაინტერესებს: ყოველთვის გაინტერესებდა ანტიკური რომის შესახებ? ყოველ დღე ან კვირა დაუთმე დრო დამაინტრიგებელი საკითხების გამოკვლევას.
  21. გააკეთე საშინაო საქმეები: არავის უყვარს დილაობით, ადგომისთანავე საშინაო საქმეების კეთება, მაგრამ დღის ბოლოს უფრო მეტი დრო დაგრჩება დასასვენებლად. გარდა ამისა, სისუფთავე და წესრიგი ბედნიერი ადამიანების წესია და დადებითად მოქმედებს განწყობაზეც.
  22. იარე ხაზზე: ბავშვობისას დარწმუნებული ვარ, ყველას გიცდიათ ტროტუარის მიჯნაზე სიარული. მართალია, უკვე დიდები ხართ, მაგრამ გირჩევთ, გაიხსენოთ ბავშვობა! ეს სასარგებლოა თქვენი ტვინისთვის.
  23. მიმართე მედიტაციას: ეს საუკეთესო საშუალებაა გონების დასასვენებლად და თავიდან გადასატვირთად – ვისაც “Restart” ღილაკი გსურდათ – აღმოჩენა გაკეთებულია.
  24. ითამაშე სამაგიდო თამაში მეგობრებთან: სამაგიდო თამაშები მეგობრებთან ერთად ყველაფერია მოსაწყენის გარდა, რომ არაფერი ვთქვათ ტვინის უბნების აქტიურობაზე;
  25. დაუკარი ინსტრუმენტზე: ისნტრუმენტზე დაკვრის სწავლა და ან საყვარელი მელოდიების დაკვრა ხელისა და გონების კავშირს ავარჯიშებს, ხსნის სტრესს; ცნობილი ფაქტია, რომ მუსიკა დადებითად მოქმედებს ტვინზე და ავითარებს მას;
  26. გამორთე ტელევიზორი: დიახ, დიახ! არაფერი გელანდება! მართალია საინტერესო გადაცემა კარგად გაგართობს, თუმცა საათობით ცისფერ ეკრანს მიჩერება გამოთაყვანებას იწვევს. ამიტომ, ეცადე, ყუთს ნაკლები დრო დაუთმო; სანაცვლოდ – მეტი იკითხე; მეგობრებთან ერთად გონების სავარჯიშოები აკეთე და ითამაშე;
  27. ივარჯიშე: ფიზიკურ სიჯანსაღესთან ერთად ვარჯიში გონებასაც ავითარებს. შეიმუშავე და განახორციელე კვირის გეგმა და უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩები!

 

 

 

Advertisements

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s