მუსიკა · ძირითადი · ხელოვნება

საუკეთესო სასიყვარულო სიმღერები მამაკაცებისთვის

“The Best” – Tina Turner

ბონი ტაილერის სასიყვარულო სიმღერის ეს რიმეიქი მოწინავე პოზიციაზე გახლდათ ტერნერის 1989 წლის ალბომში. სიმღერა შედეგება აკვიატებადი როკ ბიტების, სულშიჩამწვდომი ვოკალისა და უსირცხვილო ტრაბახისგან, რომ მისი საყვარელი ყველაზე უკეთესია!

“The Power of Love” – Celine Dion

ჯენიფერ რაშის ტოპ ჰიტის ქავერი, რომელიც დიონის 1993 წლის The Color of My Love ალბომში გამოჩნდა, იმდენ სასიყვარულო ფრაზას შეიცავს, რომ უემოციო კაცსაც კი მოულბობს გულს.

“As Long As I Got You” – Lily Allen

ალენმა ეს ლამაზი, მაგრამ უხეში სიმღერა მის 2014 წლის ალბომში Sheezus გააჟღერა. ის სავსეა დასამახსოვრებელი ფრაზებით, რომლებიც მამაკაცებს ღიმილს მოჰგვრით.

“Cherish” – Madonna

“Cherish” 1989 წლის Like a Prayer ალბომიდანაა, რომელიც მადონას მეოთხე გამოცემა იყო. სიმღერა doo-wop ნიუანსებს შეიცავს, რომელიც მას ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ ბალადად აქცევს.

“You Belong to Me” – Patsy Cline

კაცებისთვის, რომელთაც მოსწონთ, როცა მათი ქალბატონი სიტუაციას ფლობს და განაგებს, კლაინის ბალადა 1962 წლის Sentimentally Yours ალბომიდან საუკეთესო არჩევანია. არ აქვს მნიშვნელობა, თუ სად მიდის ის, თუ ვის გადააწყდება, მისი კაცი კვლავინდებურად მისია და მხოლოდ მისი.

“If I Never Met You” – Barbra Streisand

1999 წლის სიმღერა, შედგება ფრაზებისაგან, რომლის მოსმენასაც ნებისმიერი მამაკაცი ისურვებდა მისი ქალაბტონისგან. ასე, მაგალითად, რომ არასდროს მენახა შენი სახე, ეს ქვეყანა უფრო ცივი იქნებოდა, ვგონებ.”

“Ain’t No Other Man” – Christina Aguilera

სიმღერაში მრავლადაა რეტრო სტილის მუსიკალური ელემენტები.  ის აგილერას 2006 წლის ალბომში Back to Basics გვხვდება და ეძღვნება მომღერლის მეუღლეს, რომელთანაც ოჯახი ერთი წლით ადრე შექმნა.

“Magic Man” – Heart

ეგოს ბუსტინისათვის საუკეთესო მელოდია, რომელიც 1976 წლის Dreamboat Annie ალბომიდანაა. ტექსტი ავტობიოგრაფიულ ზღაპარს ჰყვება ახალგაზრდა ქალის ცალმხრივ სიყვარულზე უფროსი მამაკაცის მიმართ.

Advertisements

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s