მუსიკა · ხელოვნება

საუკეთესო სასიყვარულო სიმღერები ქალბატონებისთვის

“My Girl”  – The Temptations

ტკბილი და უბიწო, კლასიკური სასიყვარულო სიმღერა, რომელიც 1965 წელს გამოჩნდა The Temptations – Sing Smokey ალბომში.  შესაძლოა, ის ამავე სახელწოდების ფილმიდანაც გახსოვრეთ.

“You Are So Beautiful” – Joe Cocker

სიმღერა 1974 წლის ალბომიდან (სახეწლწოდებით: I Can Stand a Little Rain) აუცილებლად მოიგებს ქალბატონების გულს. ვის არ უნდა, უთხრან, რომ “შენ ყველაფერი ხარ, რასაც ვიმედოვნებდი და რაც/ვინც მჭირდებოდა?”

“Lady” – Kenny Rogers

ლაიონელ რიჩის პოეტურ ნიჭს დამატებული როჯერსის აბრეშუმივით ნაზი ვოკალი – ეს უდრის ვნებიან ბალადას კენი როჯერსის – Greatest Hits ალბომიდან, რომელმაც მზის სინათლე 1980 წელს იხილა. 

“The Lady in Red” – Chris de Burgh

დე ბურგის ცოლი, დიანა, გახლავთ ქალბატონი წითელში – სიმღერიდან, რომელიც პირველად 1985 წლის ალბომში Into the Light გამოჩნდა და ჰყვება პირველი შეხვედრის ამბავს და თუ როგორ დაამახსოვრდა თითოეული დეტალი ამ ღირშესანიშნავი საღამოდან.

“Wonderful Tonight” – Eric Clapton

1977 წლის Slowhand ალბომის ამ ღირშესანიშნავი ჰიტის შთაგონების წყარო გახლდათ Pattie Boyd. როგორ ჩანს, მან ის დაწერა, როცა ქალბატონი წვეულებისათვის ემზადებოდა. მანდილოსნების უმრავლესობა საყვედურს იღებს, როცა მზადებას დიდ ხანს ანდომებს, პატის კი სიმღერა ერგო.

“When a Man Loves a Woman”  – Michael Bolton

ამ რიმეიქმა უამრავი გული დაიპყრო, როდესაც 1991 წელს გამოჩნდა ალბომში Time, Love & Tenderness. მან ბოლტონს გრემი და ტოპ ჩარტებში ადგილი მოუტანა.

“(Everything I Do) I Do it For You” – Bryan Adams

ყველა გოგოს სურს იყოს კაცის მამოძრავებელი ერთადერთი მიზეზი. უმრავლესობას ეს სიმღერა, ალბათ Robin Hood: Prince of Thieves – იდან უნდა ახსოვდეს.

“Take My Breath Away”  – Berlin

1986 წლის კლასიკამ –  Top Gun  აკადემიის ჯილდო (ოსკარი) და ოქროს გლობუსი წაიღო შინ. ის მართლადც ამართლებს სახელს და შეგიკრავთ სუნთქვას, შთაგბერავთ რა ახალი სიყვარულით გამოწვეულ ეიფორიას.

“Hero” – Enrique Iglesias

ქალებს მთელი მსოფლიოდან სურდათ იგლესიასი მათი გმირი ყოფილიყო (ქართველი გოგოებიც გაიხსენეთ), როცა ეს სიმღერა გამოჩნდა 2001 წლის ალბომში – Escape .

“I Just Can’t Stop Loving You” – Michael Jackson

დუეტი, რომელიც 1987 წლის დაუვიწყარ ალბომში – Bad გვხვდება, Siedah Garrett-ის ვოკალური გაფორმების ზენიტს წარმოადგენს და ისეთი ფრაზებით აჯადოვებს მსმენელს, რომელსაც ვერცერთი წყალწაღებული რომანტიკოსი გულგრილად ვერ გაუშვებს ყურებს მიღმა.

Advertisements

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s