ჯანმრთელობა

10 ზონა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მზისგან დაცვას

ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, რომ მზისგან დამცავის ხმარება აუცილებელია, ის იცავს ჩვენს კანს როგორც დამწვრობისა და სხვა დაავადებათაგან, ისე – ნაადრევი დაბერებისაგან.

კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ მათაც კი, ვინც დამცავს იყენებენ, არ იციან წასმის სწორი ფორმა და წესი, რაც მოგვიანებით შესაბამისი შედეგით აისახება.

ტუჩები

თითქმის ყველას, ვინც სახეზე დამცავს ისვამს, ავიწყდება ტუჩები. არადა, ის უფრო სათუთია, ვიდრე სახის კანი. შედეგში, როცა ტუჩსაცხს შეარჩევთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ SPF ფაქტორი.

კისრის უკანა ნაწილი

არამც და არამც არ იფიქოთ, რომ გრძელი თმა თქვენს კისერს დაიცავს. არ დაზოგოთ დამცავი!

ყურები

თუ არ გსურთ თეთრი სახე და წითელი ყურები, იცით, რაც უნდა გააკეთოთ. ყურების დამწვრობა საკმაოდ ხშირი და ძალზედ უსიამოვნო მოვლენაა.

სკალპი

გავრცელებული მოსაზრებით, თმა თავის კანს მზისგან იცავს, რაც არასწორია, იმათ შემთხვევაშიც კი, ვინც სქელი თმით არის დაჯილდოვებული. არსებობს სპეციალურად ამისათვის განკუთვნილი თმის ზეთები, რომლებიც არ აცხიმიანებენ არც თმას და არც სხეულს.

იღლია

იღლიის დამწვრობა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული რამაა, მით უმეტესი, თუ კი ის ახალი გაპარსულია. ამიტომ, წაისვით დამცავი, სულ მცირე სახლიდან გამოსვლამდე 30 წუთით ადრე და აცალეთ გაშრობა და შეწოვა.

puri

თმა

შესაძლოა, ისე არ დაიწვას, როგორც სკალპი, მაგრამ თმის მზისგან დაცვა ისეთივე ელემენტარულია, როგორც სახისა. საუკეთესო დაცვა ქუდია. შეგიძლიათ სპეციალური თმის სპერეებიც შეიძინოთ.

ტაკო

საცურაო კოსტუმს სრიალი და ადგილმდებარეობის შეცვლა სჩვევია, ამიტომ, წაისვით დამცავი მთელს საჯდომზე და არა მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც ბიკინის გარეთ რჩება.

ხელები

ყველაზე მეტად დავიწყებული ზონა ხელებია… არ გამოგრჩეთ! დამცავი ორივე მხარეს სქელ ფენად წაისვით. აუცილებლად გადაისვით დაბანის შემდგომაც, ყოველ ჯერზე. რჩევის სახით – შეგიძლიათ, SPF ხელის კრემს გაურიოთ, ან პირდაპირ ასეთი დამატენიანებელი შეიძინოთ.

მკერდი და დეკოლტე

ყველაზე სამწუხარო სწორედ ამ ზონის იგნორირებაა, რამდენადაც სიბერე ადამიანს უპირველესად მკერდსა და დეკოლტეზე ეტყობა. მზე შედარებით ძლიერ სწორედ ამ ნაწილს აზიანებს. ამიტომ, ყოველ მიზეზ გარეშე, წაისავით დამცავი ამ ზონებზე მანამ, სანამ საცურაო კოსტუმს ან თეთრეულს ჩაიცვამდეთ.

ფეხები

არც ფეხებს დაუშავებიათ რამე!

Illustration Rene Gruau

და ბოლოს, რჩევის სახით:

ზოგიერთი კომპანია უნივერსალურ დამცავებსაც უშვებს, რომელიც ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე იცავს ადამიანს. ამიტომ, ყველაფერი ცალ-ცალკე რომ არ შეიძინოთ და შემდგომ აგერიოთ, რა რისთვისაა, სჯობს ერთი იყიდოთ და გქონდეთ ყველა სიტუაციისათვის.

Advertisements

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s