ლიტერატურა · სიბრძნე და გამოცდილება

21 გარდამტეხი ფრაზა ცნობილი ნაწარმოებებიდან

ლიტერატურას შეუძლია ადამიანის შეცვლა. ადამიანი ყოველი წაკითხული წიგნის შემდგომ უნდა იზრდებოდეს და ვითარდებოდეს. ქვემოთ მოცემულია 21 ფრაზაა ცნობილ ნაწარმოებთაგან, რომელთაც მკითხველზე დიდი გავლენა მოახდინეს. თარგმანი ჩემია, ამიტომ, გაპარულ შეცდომებს არ ვიმჩნევთ, ან ვიმჩნევთ, მიმითითებ და ვასწორებ. 🙂

1.

“როგორ ვატარებთ დღეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, როგორ ვატარებთ ცხოვრებას.”

~ ანი დილარდი, სიცოცხლის წერისას

2.

“არ უნდა მეშინოდეს. შიში გონების მკვლელია. შიში მცირე სიკვდილია, რომელიც სრული განადგურების საწინდარია. მე ჩემს შიშს წინ აღვუდგები. მივცემ მას ნებას, რომ გაიაროს ჩემ ზემოთ და ჩემში.  და როცა ჩაივლის, მის განვლილ ბილიკს შინაგან თვალს მივაპყრობ. სადაც შიში გაუჩინარდა, იქ არაფერია. მხოლოდ მე კი დავრჩები.”

~ ფრანკ ჰერბერტი, დიუნი

3.

“ბრენი დაფიქრდა: “შეიძლება კი ადამიანი იყოს მამაცი, თუ კი ეშინია?”. “ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა კაცი შეიძლება იყოს მამაცი…”

~ ჯორჯ რ.რ. მარტინი, სატახტოთა თამაში (ყინულისა და ცეცხლის სიმღერა)

4.

“შესაძლოა, ვერ მივაღწიე იქამდე, სადამდეც დასახული მქონდა, მაგრამ მივედი იქამდე, სადამდეც მჭირდებოდა.”

~ დაგლას ადამსი, გრძელი, ბნელი ჩაის დრო სულისა

5.

“ის მალევე მიხვდა, რომ სურვილების შესრულებამ მოსალოდნელი ბედნიერების მხოლოდ პატარა მარცვალი უბოძა. ამგვარად, შეიცნო საუკუნო შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ, ფიქრობენ რა, რომ მათი ბედნიერება სურვილების ასრულებაზეა დამოკიდებული.”

~ ლევ ტოლსტოი, ანა კარენინა

6.

“ღრმააზროვანი ადამიანები სიცხადისკენ ისწრაფვიან. ხოლო ისინი, ვისაც მხოლოდ სურს ასეთად გამოჩნდეს ხალხის თვალში – გაურკვევლობისკენ მიილტვიან; რადგან ადამიანებს მიაჩნიათ, რომ თუ რაიმეს ფსკერს ვერ ხედავენ, ე.ი. ეს რაღაც ღრმაა, საშიშად ეჩვენებათ და უარს აცხადებენ წყალში შესვლაზე.”

~ფრიდრიხ ნიცშე, მხიარული მეცნიერება

7.

“ჩვენ ვიღებთ იმ სიყვარულს, რომელსაც, გვგონია, რომ ვიმსახურებთ.”

~ სტივენ ჩბოსკი, მარტოსულობის უპირატესობანი

8. 

“მხდალი სიკვდილამდე რამდენჯერმე კვდება, მამაცი კი მხოლოდ ერთხელ.”

~ უილიამ შექსპირი, იულიუს კეისარი

9.

“ჩვენი სიცოცხლე ჩვენი არ არის.  საშოდან სამარემდე, სხვებზე ვართ მიჯაჭვულნი, წარსულსა და აწმყოზე. ყოველი დანაშაულითა და სიკეთით ჩვენ მომავალს ვბადებთ. მე მჯერა, რომ არის სხვა სამყარო, რომელიც გველოდება, უკეთესი სამყარო. და მე შენ იქ დაგელოდები.”

~ დევიდ მიტჩელი, ღრუბლის ატლასი

10.

“ამგვარადაა ყველა, ვინც ამ დროებაში ცხოვრობს. ეს მათი გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენთვის მოცემული დრო.”

~ ჯ.რ.რ. ტოლკინი, ბეჭდის საძმო

This eclectic pile of knowledge, should inspire, make you laugh, make you cry and enter the realm of make believe....... How wonderful is that and you don't have to leave your seat !

11.

“ამჯერად ნავსადგურში ისევ ენთო მწვანე შუქი. მოჯადოებული ობიექტების სია მისთვის ერთი ერთეულით შემცირდა.”

~ ფრენსის სკოტ ფიტცჯერალდი, დიდი გეთსბი

12.

“ეჭვიანობა ავადმყოფობაა, სიყვარული ჯანსაღი მდგომარეობაა. დაუღვინებელი გონება ხშირად ურევს ერთს მეორეში ან ასკვნის, რომ რაც უფრო დიდია სიყვარული, მით უფრო ძლიერია ეჭვი – სინამდვილეში, ისინი თითქმის შეუთავსებლები არიან. ერთი ემოცია მეორესათვის ადგილს აღარ ტოვებს.”

~რობერტ ა. ჰაინლაინი,  უცხო უცხო მიწაზე

13.

“მორალურად ისეთივე გაუმართლებელია, ოღონდ თავს კარგად გრძნობდე და, არ იდარდო ჭერმარიტებასა და სიცრუეზე, როგორც, არ იდარდო ფულის საშოვნად განვლილ გზაზე, მანამ სანამ ის არ გაკლია.

~ კარლ საგანი, დემონის მდევნელი სამყარო

14.

“შენ ხარ ის, ვისადაც მოგაქვს თავი.”

~ კურტ ვონნეგუტი, დედა ღამე

15.

“ძნელბედობის ჟამი ძლიერი ქარივითა. ის ყველაფერს გვაცლის, გარდა იმ რაღაცებისა, რისი წართმევაცაც შეუძლებელია; ამგვარად, შევიცნობთ ჩვენს ჭეშმარიტ არსს: არა იმას თუ რა გვსურს ვიყოთ, არამედ იმას, თუ რანი ვართ სინამდვილეში.”

~ არტურ გოლდენი, გეიშას მემუარები

16.

“საკუთარი ბედის სადავეების ჭერა არასდროსაა მარტივი, გარკვეულ სიტუაციებში წარმოუდგენელიც კია. მაგრამ, დიადი მიზნების მისაღწევად, როგორ წესი, სწორადაც რომ წარმოუდგენლის წარმოდგენაა საჭირო.”

~ ტომ რობინსი, ჯიტერბურგის სურნელი

17.

“ყველა ადამიანი ოცნებობს, მაგრამ არა თანაბრად. ისინი, ვინც ღამით, მათი გონების მტვრიან ადგილებში ოცნებობენ, დილით აღმოაჩენენ, რომ ყოველივე ფუჭი იყო. მაგრამ ის მეოცნებეები, რომლებიც დღისით, გახელილი თვალებით ოცნებობენ, საშიშნი არიან, რამეთუ, შეიძლება ოცნების შესაბამისად იმოქმედონ და მათ ფრთები შეასხან.”

~ თ. ე. ლორენსი, სიბრძნის შვიდი სვეტი

18.

“ერთი ადამიანის ილუზიაში მყოფადობას სიგიჟეს უწოდებენ, ხოლო მრავალი ადამიანისას – რელიგია ჰქვია.”

~ რობერტ პირსიგ, ზენი და ხელოვნება მოტოციკლეტის მოვლისა 

19.

“ბედნიერება სიბრძნის უმაღლესი ფორმაა.”

~ ჟაკლინ კელი, კუშიელის შეწყალება

20.

“რისთვისაც ვცოცხლობ და რისთვისაც ვკვდები – ერთი და იგივეა…”

~ მარგარეტ ეტვუდი, წყალდიდობის წელიწადი

21.

“ვინც აკონტროლებს წარსულს, აკონტროლებს მომავალსაც. ვინც აკონტროლებს აწმყოს, აკონტროლებს წარსულსაც.”

~ ჯორჯ ორუელი, 1984

Advertisements

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s