ძირითადი

13 რჩევა მორბენალთათვის

ერთი ძველი ანდაზა მახსენდება მორბენალ კვიცზე… ხოდა, “მგელმა” რომ არ შეგჭამოთ, კარგი იქნება, თუ სირბილისისას რამდენიმე რჩევას გავითვალისწინებთ. ესენია:

much like my would-be time in a marathon, this post is a little late

  1. ირბინეთ საგზაო მოძრაობის საპირისპირო (შემხვედრ) მხარეს – სატრანსპორტო საშუალებებისაგან მომავალი საფრთხე თქვენც რომ დაინახოთ და აირიდოთ;
  2. ატარეთ ფული ან საკრედიტო ბარათი თან ჯიბით ან ფეხსაცმლით. შეიძლება, შინ დაბრუნება ტრანსპორტით მოგიწიოთ;
  3. მძღოლებს ჰგონიათ, ეს ქვეყანა, განსაკუთრებით კი ტრასა, მათი საკუთრებაა. ჩათვალეთ, რომ ყველა მესაჭე ტელეფონზე საუბრობს, პარალელურად, ცხელ ყავას სვამს და რადიოში სასურველ არხს ეძებს. გზიდან თავი, რაც შეიძლება, შორს უნდა დაიჭიროთ. სადაც შესაძლებელია, ირბინეთ ტროტუარზე და ველოსიპედის ბილიკზე;
  4. დაიბარეთ ოჯახში ან აცნობეთ მეგოვარს, სად აპირებთ სირბილს და როდის – დაბრუნებას;
  5. თუ სიბნელეში აპირებთ სირბილს, რაც შეიძლება მკვეთრი ფერისა და ამრეკლვადი სტრუქტურის ტანსაცმელი შეარჩიეთ, თან ფანარიც ატარეთ;
  6. ყველას არ აქვს ორიენტაციის კარგი უნარი, ამიტომ, მარშრუტი, სჯობს, წინასწარ დაგეგმოთ. წარმოიდგინეთ, შებინდებისას გზა რომ აგებნეთ და მანქანის სადგომი კარგა მანძილით იყოთ დაშორებული თქვენი ადგილსამყოფელისგან… იმედია, უახლოეს პირთა საკონტაქტო ნომრები ზეპირად გახსოვთ, რომ გაჭირვების ჟამს საჭირო ადამიანებს დაუკავშირდეთ;
  7. ყოველთვის თან იქონიეთ ID ბარათი და/ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთი;
  8. აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი საშუალება: SPF15 – სავსებით ნორმალური და საკმარისია;
  9. არ მოგერიდოთ ხალხის. ირბინეთ მჭირდოდ დასახლებულ უბნებში; თუ ირგვლივ სხვა მორბენლებიც არიან, ე.ი. ადგილი შესაბამისი აქტივობისათვის უსაფრთხოა;
  10. თუ ყურთსასმენებით გიყვართ სირბილი, აუცილებლად დარწმუნდით, რომ ან მხოლოდ ცალი ყურთსასმენი გეკეთოთ და/ან ხმა ისეთ სმაღლეზე გეყენოთ, ირგვლივ ყველაფერი გესმოდეთ;                by pernille
  11. დაწყვილდით – ერთად სირბილი უფრო უსაფრთხოა. შესაძლოა, მეგობარს სთხოვოთ, ველოსიპედით გამოგაცილოთ;
  12. ხშირად შეცვალეთ მარშრუტი, დრო და ხანგრძლივობა. ამით თავიდან აირიდებთ “ჩასაფრებულ” საფრთხეებს;
  13. ყველაზე მთავარი და ელემენტარული – როცა ქუჩას კვეთთ, გაიხედეთ ორივე მხარეს!
Advertisements

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s