დედმამიშვილი · თავსატეხი · ურთიერთობები

Decisions they make – ანუ როგორ იზედებიან ბავშვები?!

რამდენიმე წუთის წინ ჩემი ბიძაშვილის ინსტაგრამის პროფილი დავათვალიერე. ყოველ ჯერზედ, მინდება რაღაც შევუსწორო. ზოგან თმა გადავუწიო და თვალები გამოვუჩინო, ზოგან “DuckFace”- მოვაშალო, ან თუნდაც, სურათს განსხვავებული ეფექტი დავადო.

დაბადების პირველივე დღიდან ვიცნობ და ამხელა რომაა, მიჭირს აღვიქვა. გავიაზრო, რომ გაიზარდა. ისევ ის პატარა სასაცილო ქალუკა მგონია.

DidiPataraAna

მერე მივხვდი, რომ საკუთარი სტილი და ნიშა აქვს ნაპოვნი და ჩემებურად რომ მოიჭრას, საკუთარ თავს დაკარგავს და იქნება მეორე დიანა. 🙂

მერე, გავიაზრე, სულ უცნობი რომ იყოს ჩემთვის, არც ამდენი შენიშვნა მექნებოდა.

DidiAnna.png

მერე სხვანაირად, “უცხოს” თვალით შევხედე დროა ძალიანაც მომეწონა.

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან. იმდენად სწრაფად, რომ ვერ ასწრებ გააზრებას: ერთ დღეს უსუსური ჩვილია, მეორე დღეს უკვე დამოუკიდებელი პიროვნება საკუთარი, ჩამოყალიბებული მოსაზრებებით. მათი ჩვენს თარგზე მორგება და გამოჭრა არ უნდა ვცადოთ. პატივი უნდა ვცეთ მათ შეხედულებებს, სურვილებს და უნიკალურობას. თვითგამორკვევას თავადვე მოახდენენ, მესამე პირების ჩარევის გარეშე და დარწმუნებული ვარ, სხვებზე ბედნიერებიც იქნებიან.

პატარა დიდო ანა – Love you.

Advertisements

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s