თავსატეხი · იურისპრუდენცია და სამართალი

რა ვალუტაში უნდა გამოვხატოთ კონტრაქტები პირველი ივლისიდან?!

პირველი ივლისი ახლოვდება და სულ უფრო მეტ კომპანიასა თუ ინდივიდუალურ მეწარმეს აწუხებს კითხვა, რა ვალუტით უნდა განსაზღვრონ ხელშეკრულების გაფორმებისას ქონების ღირებულება და გასაწევი მომსახურების ოდენობა.

2016 წლის 29 დეკემბერს “ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება ლარიზაციასთან დაკავშირებით. რომლის მიხედვითაც:

“მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით.”

მუხლი 34, პუნქტი 21

ეროვნული ბანკის მოსაზრებით, აღნიშნული “რეგულაცია ეხება მხოლოდ შეთავაზების და/ან რეკლამირების პროცესში ფასის გამოხატულებას და იგი არ ვრცელდება ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის, მათ შორის, იჯარის ხელშეკრულებაში ფასის განსაზღვრაზე. შესაბამისად, არ იკრძალება ხელშეკრულებაში ფასის განსაზღვრა უცხოურ ვალუტაში.”

lease

ტერმინი „შეთავაზება“ უნდა გავიგოთ როგორც ოფერტი (ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება). აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს:

(1) სასამართლო პრაქტიკა, სადაც შეთავაზება და ოფერტი ხშირად სინონიმებად გამოიყენება, და

(2) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევისთვის.

მაშასადამე, ოფერტი/შეთავაზება უნდა გაკეთდეს ლარში. ოფერტის აქცეპტირება უნდა მოხდეს იგივე პირობებით, რა პირობებითაც იქნა შეთავაზებული. რაც ნიშნავს, რომ ხელშეკრულებაშიც თანხა უნდა იყოს მითითებული, ასევე, ლარში. თუ აქცეპტანტი უარს იტყვის ხელშეკრულების ლარში გაფორმებაზე და მოითხოვს მის დოლარში გაფორმებას, ეს იქნება ახალი ოფერტი, ახალი შეთავაზება – და ასევე, მოექცევა აღნიშნული ცვლილების დისპოზიციაში.

თუ კი ხელშეკრულება არ არსებობს ოფერტის, ანუ შეთავაზების გარეშე და შეთავაზებისას თანხა ყოველთვის უნდა გამოხატული იყოს ლარში,  მივდივართ დასკვნამდე, რომ თანხაც ხელშეკრულებაში ყოველთვის უნდა იყოს გამოხატული ეროვნულ ვალუტაში.

გარდა ამისა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2016 წლის 29 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების მეორე მუხლის შესაბამისად:

ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული შესაბამისი ხელშეკრულების არსებითი პირობა იცვლება.

მუხლი 2

აქედან გამომდინარეობს ის დასკვნა, რომ თუ კი მოხდება კანონის ამოქმედებამდე უკვე დადებული ხელშეკრულების არსებითი პირობის ცვლილება, ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა მოხდეს დოლარის ნაცვლად ლარის ასახვა. მაშასადამე, ამოქმედების მერე გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც თანხა ყოველთვის უნდა იყოს გამოხატული ლარში.

მიუხედავად “საქართველოს ეროვნული ბანკის” მოსაზრებებისა ამ საკითხზე, უმჯობესია, ვიმოქმედოთ კანონმდებლის ნებისა და მიზნის (ლარიზაცია), ნორმის შინაარსისა და მისი განმარტების შესაბამისად, რათა თავი ავარიდოთ მომავალში სანქციის როგორც პრაქტიკულ, ისე, თეორიულ ალბათობასაც.

დიანა კვარაცხელია

Advertisements

2 thoughts on “რა ვალუტაში უნდა გამოვხატოთ კონტრაქტები პირველი ივლისიდან?!

  1. დია, როგორ ხარ? ძალიან საინტერესო და საჭირო სტატიაა, რისთვისაც მადლობას გიხდი, მაგრამ შენი აზრით, “X დოლარის ექვივალენტი ლარში” რამდენად თანხვედრაშია ახალ რეგულაციებთან?

    1. მადლობა შენ, დახარჯული დროისა და კომენტარისათვის.

      ზუსტად მაგას ვამბობ. არ არის თანხვედრი. რამდენადაც, ფასის გამოხატულება უნდა იყოს ლარში – 1000 ლარი. და არა 400 დოლარის ექვივალენტი ლარში. ამ შემთხვევაში, ფასი გამოხატულია დოლარში. აქამდე, სწორედ ასე ხდებოდა ხელშეკრულებაში თანხის მითითება. რამდენადაც, დოლარს ისედაც ვერ გადაიხდიდი. ახალი რეგულაციით სწორედ ეს შეიცვალა და ამაზე მაქვს საუბარი პოსტშიც.

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s