თავსატეხი · თვითგანვითარება · კარიერა · სიბრძნე და გამოცდილება · ცხოვრება

ზაფხულის სამი თვე

6 წლის ასაკიდან სკოლის დასრულებამდე, ყოველ წელს ზაფხულის სამ თვეს მოუთმენლად ველოდებოდი.

მიჩვეული ვიყავი, რომ ზაფხული იყო დასვენების სეზონი. ამ დროს სხვა რაზე უნდა იფიქრო, თუ არა კარგად გართობასა და გაგრილებაზე?!

ყველაზე მომხიბლავი მაინც სასიამოვნო უსაქმურობაა. ხეზე ძრომიალი, საყვარელი მულტფილმებისა და ფილმების ყურება, წიგნების კითხვა, ხატვა, ცურვა, “განძის ძიება” და ა.შ.

a0203-000017

ბევრგან საზაფხულო სკოლაც არსებობს, მაგრამ, ისინი ნებაყოფლობითია და მთელს მსოფლიოში არ ვიცი, როგორაა, მაგრამ ცივილიზებული ქვეყნების უმეტესობაში, ალბათ, მართებულადაა შერჩეული დასასვენებლად ზაფხულის 3 თვე. ხვატისა და აუტანელ სიცხეში უჭირს ადამიანს არათუ გადაადგილება, არამედ, სუნთქვაცა და აზროვნებაც.

მაგრამ!!! ახლა ისეთ რაღაცას ვიტყვი, არ მეგონა, თუ ოდესმე, ხმამაღლა დავაფიქსირებდი, უფრო მეტიც, გონებაშიც თუ გავივლებდი.

არავისთვისაა უცნობი ის ფაქტი, რომ ბავშვები ამ სამი თვის მანძილზე კალაპოტიდან ვარდებიან და შემდომ უჭირთ რეჟიმში ჩაჯდომა. “უსაქმურობის სამი თვე” – ბავშვობიდანვე ისე მყარად გვიჯდება სისხლში, ძვალსა და რბილში, რომ აგერ, უკვე დიდი ხანია, ბავშვობიდან გამოვედი, მაგრამ მაინც მოუთმენლად ველოდები წელიწადის ამ დროს, მით უმეტეს, რომ ივნისში იუბილარიც ვარ. საცაა, 29-ე ზაფხულიც მომიკაკუნებს, მე კი ისევ პატარა ბავშვივით მიხარია.

ზაფხული მოდის, მე კი გონებაში ისევ “უსაქმურობისთვის” ვემზადები… რომელსაც, არავინ მაცლის. უპირველეს ყოვლისა, თავადვე არ ვაცლი საკუთარ თავს! – თუ გინდა ამ ქვეყნად რამეს მიაღწიო, თავდაუზოგავად უნდა იშრომო.

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის და ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, ზაფხულისადმი ბავშვობაში განვითარებული დამოკიდებულება შრომის ნაყოფიერებას უშლის ხელს. სამ თვიანი დასვენება არ გამზადებს ცხოვრებისთვის, სამწუხაროდ.

Advertisements

2 thoughts on “ზაფხულის სამი თვე

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s