კარიერა · ცხოვრება

წინ გადადგმული ნაბიჯი

“ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დრო რომელიც სამსახურამდე და უკან დასაბრუნებლად იხარჯება, სამუშაო საათებად მიიჩნევა.”

თუმცა, ეს რეგულაცია ეხებათ მხოლოდ და მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც არ აქვთ სტაბილური ოფისი და უწევთ სხვადასხვა დანიშნულების ადგილას მისვლა.

ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, სამსახურამდე და უკან გზა იმ მუშაკთათვისაც სამუშაო დროდაა ჩასათვლელი, ვისაც სტაბილური ოფისი აქვთ და აი, რატომ…

თითქმის სამი წელიწადი გლდანიდან ვაკეში სიარული – ეს იყო ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღის (მათ შორის, შაბათისაც) მინიმუმ 3 საათი (ნახევარი დილით, ნახევარი საღამოს).

court

პირველ წელს ყოველ დღე ტრანსპორტში ფეხზე ვიდექი. რის შემდგომაც ჩემს იმუნურ და ნერვულ სისტემას იმდენად ეტირა ყოფა, რომ ყოველ მეორე დღე გული მიმდიოდა და თუ გავცივდებოდი, ძალიან დიდი დრო მჭირდებოდა რეაბილიტაციისათვის და სრულ აღდგენამდე, ისევ ვასწრებდი ავად გახდომას. ხშირად, ფეხზე გადამიტანია ბევრი ვირუსიც.

სამსახურში უკვე დაღლილი მივდიოდი. არაფერს ვიტყვი შინ დაბრუნებულზე.

ერთი წლის შემდგომ ძილი დავთმე და ყოველ დღე გლდანის მეორე მიკროდან ავდიოდი მექვსე/მერვე მიკრო რაიონში და იქედან უკან მოვყვებოდი ტრანსპორტს, რათა მომეხერხებინა დაჯდომა. სამწუხაროდ, თვალების გამო, წიგნის წაკითვა ტრანსპორტში არ არის რეკომენდირებული. არც ფიზიკურად იყო შესაძლებელი, იმიტომ, რომ ვესტიბულარული აპარატი წინა წლის გამო შერყეული მქონდა. მხოლოდ აუდიოწიგნებიღა მშველოდნენ და ისიც, იავნანასავით ჩამესმოდა, ხშირად.

მინიმუმ 9 საათიანი (8 + 1 ოფიციალურად შესვენება რომ ჰქვია და ფაქტობრივად არავის ღირსებია) სამუშაო დღე და 3 საათი გზა – დღის ნახევარი დაკარგულია. მეორე ნახევარი მხოლოდ საკვებად, ერთი სტატიის წასაკითხად, ძაღლზე ხელის გადასავლებად, მშობლისთვის გამარჯობა/ნახვამდის სათქმელად და ძლივს გამოსაძინებლად თუ გეყოფა, რომ მეორე დღეს – ისევ… არავის ვუსურვებ! 🙂

კიდევ კარგი, ამჟამად გლდანში არ ვცხოვრობდა არც ვაკეში ვმუშაობ, თორემ დღევანდელი საცობების გათვალისწინებით – გზის 3 საათიანი მონაკვეთი მინუმუმ 4-ამდე გაიზრდებოდა.

ყველას გითანაგრძნობთ! იმედია, ოდესმე რამე შეიცვლება!

Advertisements

4 thoughts on “წინ გადადგმული ნაბიჯი

  1. სრულიად გეთანხმები, დი. მეც მაგ დღეში ვიყავი, განსაკუთრებით, სახლში დაბრუნება იყო კოშმარი. საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც და მანქანითაც საშინელებაა ქუჩაში გადაადგილება. დღეში 2 საათი მაინც მეკარგება სრულიად უქმად. ჰოდა საქართველოში მაგ კანონის ინიციატორი რომც იყოს ვინმე, მაინც ვერაფერი შეღავათი იქნება, მე ასე ვფიქრობ. ისევ თავის სასარგებლოდ მოირგებენ კომპანიებიც და საჯარო დაწესებულებებიც.

დააკომენტარე:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s